Je m'appelle Eka..

May 10th, 2010 by Katiée

არც ერთი იყო ლიბერალი და არც მეორე მართ(ლ)მადიდებელი, ანუ რბილი “ლ”–ს გამო ატეხილი აურზაური

ბევრი ვიფიქრე, გამემეტებინა თუ არა საკუთარი ბლოგი იმ მარაზმის მიმოხილვისთვის, რაც ბოლო 1 კვირაა საქართველოში ტრიალებს. თან საწერი სხვაც ბევრი მაქვს, რაც შეიძლება უფრო მეტადაც მაწუხებს, მაგრამ გაცლის ვინმე სხვაზე ფიქრს, წერას და კითხვას?

მოკლე შესავალს გავაკეთებ, მათთვის, ვინც ოდესმე, მომავალში შემოიხედავს ამ პოსტზე და ვერ  გაიგებს რა ხდება.

მაშ ასე, მშრალი ფაქტები ქრონოლოგიურად (იმედია, არ ამერევა):

  • ვინმე ეკო (ერეკლე), უმბერტო არა, დეისაძე ბავშვობიდან წერს წერს წერს და ბოლოს გამოსცემს მოთხრობათა თხელ კრებულს სახელწოდებით “საიდუმლო სირობა” .
  • კრებულის პრეზენტაცია იმართება ილია(ჭავჭავაძი)ს უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფეში .

  • მმკ–ს და სმმ–ს  აქციით აღშფოთებული ლიბერალური “ორიენტაციის” ახალგაზრდობის აქტიურ/რადიკალური ნაწილი კონტრ–აქციას მართავს იმავე უნივერსიტეტის წინ სიტყვის თავისუფლების დასაცავად. აქციას ისევ უერთდებიან მმკ/სმმ და ძმანი მათნი და რასაკვირველია სრულდება გაწევ–გამოწევით, გინებით, გაშველებით, პატრული ბიძიას “ნტ ნტ ნტ ეს რა მომხდარა”–თი, მაგრამ საბოლოო ჯამში, საბედნიეროდ, მშვიდობიანად (იხ. http://itv.ge/?p=64368 )
  • პარალელურად მიმდინარეობს მოვლენების ცხარე განხილვა ფორუმებზე, ბლოგებზე, ფეისბუქზე (რას ჩამოვრჩი და რას გადავრჩი ფბ–ზე არყოფნით :D), ტელევიზიაში, რადიოში, ავტობუსში, “მარშრუტკაში”, ოჯახში. წიგნის სრული ტირაჟი გაყიდულია. საზოგადოება დაძაბული და აღშფოთებული. ეკო პოპულარულ/(ალბათ)შეშინებული(ც) და სულაკაურის გამომცემლობა კმაყოფილი. სიტყვის თავისუფლების და ქართული საზოგადოებრივი (ფსევდო)ღირებულებების ბედი – კვლავ გადაუწყვეტელი.
  • თემის განხილვა გრძელდება ტვ–კავკასიის ღამის ეთერში. ერთმანეთს ეპაექრებიან ე.წ. ლიბერალები და ე.წ. მართლმადიდებლები. გადაცემა გადის 5 წუთიან რეკლამაზე. რეკლამა+ბნელი ეკრანი გრძელდება 20 წთ და სტუდია პირდაპირ ეთერში ბრუნდება გულამოვარდნილი ნინო ჯანგირაშვილით და ტუჩგახეთქილი დავით აქუბარდიათი, ისევ გაწევ–გამოწევა, ამჯერად პირდაპირ ეთერში, ამოყირავებული კადრები, გინება, პატრული, წვერიან/ანაფორიანი ადამიანები, კუნთიანი ბიჭები ტექსტებით “ჩემი დედას შ…, თქვენი დედა…” და ა.შ. პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობის მიერ სიტუაციის დაშოშმინებამდე (იხ. ნაწყვეტი “ბარიერიდან” და “აურზაური ტვ–კავკასიასთან“). დაკავებულია 8 ადამიანი, მათ შორის არცერთი არ არის სასულიერო პირი .
  • პატრიარქი რამდენიმე მღვდელს დამშვენებული ჯვრის ტარების უფლებას აძლევს. მათ შორისაა დიღმის ეკლესიის წინამძღვარი და მმკ–ს ერთერთი დამფუძნებელი, მღვდელი დავით ისაკაძე
  • ეკო, უმბერტო არა, ის, ჩვენი, დეისაძე, საქართველოდან მიდის(!). წყარო – ფორუმ.გე LOL ახლა მთავარია მოითხოვოს და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში აზილუმი და საარსებო მინიმუმი გარანტირებული აქვს, ასეთი არგმუნენტი მგონი ნოე ჟორდანიას არ ჰქონია თავშესაფრის სათხოვნელად :D
  • to be continued… (ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრდება)

ორმხრივი სიბნელეო და უწიგნურებაო” – ჩემთვის არცთუ საყვარელმა გუბაზ სანიკიძემ თქვა იმ ღამეს “კავკასიაზე” ე.წ. მართ(ლ)მადიდებელ მშობელთა კავშირისა და ე.წ. ლიბერალების მისამართით. (და საერთოდ, რაღაც ბევრი ჭკვიანური რამ თქვა. შეიძლება სხვა დროსაც ამბობს, არ ვიცი, იმდენად მყავს ამოჩემებული, არასდროს ვუსმენ).

ორმხრივი სიბნელე? რატომ ყოველმხრივი სიბნელე და საყოველთაო უწიგნურება არა???

რა მოხდა, რა უბედურებამ დაგვრია ხელი, რატომ შეიპყრო ეს 2 და 3 დიპლომიანი ერი ასეთმა უმეცრებამ? რატომ მოიცვა წესით ყველაზე ტოლერანტული სარწმუნოების მიმდევარი ხალხი ასეთმა შეუწყნარებლობამ ერთმანეთის მიმართ? ამას გვასწავლის ქრისტე? წაკითხული თუ არა, ფილმები მაინც ხომ გვაქვს ნანახი იესოს ცხოვრებასა და ქადაგებაზე? სად ნახეთ ცემა და ჯვრის თავში ჩარტყმა?

ერი და ბერი, ყველა რატომ ასხამს მტრის წისქვილზე წყალს? რატომ უწყობს ყველა ხელს სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას და ამდენი ეროვნული, ეთნიკური თუ კუთხური კონფლიქტის პარალელურად ახალი – რელიგიური შუღლის გაღვივებას საკუთარი ხელით???

რა დროს ვინმე დეისაძის ნაბოდვარზე ამბის ატეხვაა? ან რა დროს ასეთი ნაბოდვრის მხარდაჭერის გამო ამდენი ფანატიკოსი მორწმუნის თუ მართლმადიდებლურ ჯგუფს ამოფარებული და ხელისუფლებაზე გაბრაზებული ძველი ბიჭის გამოწვევა და გაღიზიანებაა?

არ არის ეს ქართული საზოგადოება ჯერ მზად ლიბერალიზმის დიდი დოზით მისაღებად, აცალეთ, ნელნელა შეაგუეთ და შეაპარეთ, როგორც ჩვილ ბავშვს აგუებენ ახალ საკვებს, ნელ–ნელა, თითო კოვზით, ერთბაშად ჭამის მერე ან ალერგია ემართება, ან გულს ირევს, ან სულ ცოტა – იჭყანება და ტირის. არ იცვლება მენტალიტეტი, მითუმეტეს მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ სარწმუნოებაზე დაფუძნებული მენტალიტეტი ასეთი შოკური თერაპიით, არაა ეს ბალცეროვიჩის პროგრამა ან პოლიციის რეფორმა.

თუ ყველანი საკუთარ ქვეყანაზე და საზოგადოებაზე ცდებს ატარებთ (იტარებთ) და მერე სეირს უყურებთ ? ნუთუ ვერ ხვდებით რომ გაუაზრებლად, ან მთლად უარესი, გააზრებულად, მარიონეტებს ვემსგავსებით მტრის ხელში, რომელსაც ჩვენი გახლეჩა და დაპირისპირება სიზმრადაც ელანდება?

აბა თქვენ იცით, ლიბერალებზე მეტად მონდომებულო ლიბერალებო (ყველას არ ვგულისხმობ, საბედნიეროდ) დაუკარით ტაში ათას სირობას, , რომ ჯალიან მოდურები, თამამები და “პრადვინუტები” გამოჩნდეთ, რომ მერე თქვენც დაგიკრან საპასუხო აპლოდისმენტები. და შემდეგ უცხოელებთან “იმარიაჟეთ”, ქართული აუდიტორია ის აუდიტორიაა, ნაგავს რომ ტაშს არ დაუკრავსო!

თქვენ, ფსევდომართლმადიდებლებო და ანაფორების ზურგსუკან დამალულო არშემდგარო ქუჩისბიჭებო, “ჩემიდედაშ…ი” თაობავ, თქვენი ფსევდომონდომებით დაუკარგეთ ეკლესიის – საქართველოს ერთიანობის მართლა ერთერთი ისტორიული გარანტორის ნდობა და პატივისცემა საზოგადოებას, აბა თქვენ იცით, მუშტები კარგად შეკარით, საკუთარი დედის გინებით წმინდა ჯვარმომარჯვებულნი დაერიეთ ყველა “პედერასტს” თუ ლესბოსელს, და საერთოდ ყველას, ვინც თქვენგან განსხვავებულად ფიქრობს, შეუძვერით საწოლში, არ გამოგრჩეთ სხვისი საცვლის ისტორია, კარგად დაუთვალეთ ეკლესიაში გატარებული საათები და შეჭმული სეფისკვერი, შეუმოწმეთ ყელზე ჯვარი და ფსალმუნი, ხელზე სამაჯური და თითზე ბეჭედი წარწერით, საღამოს კი დორბლმორეულები მიაჩერდით შორენას სილიკონის ტუჩ–მკერდს და თან ქართულად, მამაპაპურად აგინეთ შურით გამსკდრებმა!

ვაი ვაი, რომ არც ერთნი ხართ ლიბერალები და არც მეორე – მართლმადიდებლები. ორივენი თავის ნებაზე მიშვებას თუ ეკლესიაში სიარულს (შეგნებულად არ ვამბობ, რწმენას და თავისუფლებას) დახამებული ბედკრული ქართული საზოგადოების შვილები ხართ! და საკუთარი “სიმართლის”, “თავისუფლებისა” თუ “ქართველობისათვის” “ბრძოლაში” სულ ფეხზე გკიდიათ ყველა და ყველაფერი, ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, ოღონდ სხვაზე ხმამაღლა იყვიროთ, რომ თქვენ უფრო გიყვართ საქართველო და სხვაზე ხშირად აღმოჩნდეთ ცისფერ ყუთში! :@

თქვენ კი,

ჩემსავით განზე მდგომო საზოგადოებავ, უყურეთ სეირს და ელოდეთ როდის დახოცავს ეს ორი მხარე ერთმანეთს, მაღალფარდოვნად აღშფოთდით ფეისბუქზე და პირისპირ საუბრისას კვერი დაუკარით ხან ერთ ხან მეორე მხარეს, აბა მაგის ძალა სად გაქვთ, საკუთარ ახლობელს და მეგობარს პირში უთხრათ, რასაც ფიქრობთ! ზოგთან რწმენაა მოდაში და ზოგთან ლიბერალიზმი, მთავარია სწორად ლავირება :@

და ასე აშენდება ჩვენი სოფელი…

P.S. ესეც დესერტად, ძალიან რომ არ დაიგრუზოთ, სინგლი პრეზიდენტზე და არა მარტო მასზე თვით, უმბერტო კი არადა დეისაძე ეკოს შერულებით!

მაშ ასე, თქვენს წინაშეა

კაცი ლეგენდა, კაცი სკანდალი, კაცი “ქართული ლიბერალიზმის” გადამრჩენი, მმკ–ს და სმმ–ს აღმშფოთებელი და მგონი დამსამარებელიც (ამინ!)

სასიამოვნო რბილ “ლ”–ს გისურვებთ:

ბოლოსიტყვის ნაცვლად, საინტერესო პოსტები ამავე თემაზე სხვა ბლოგებიდან (დროდადრო შევავსებ):

http://tskaro.wordpress.com/2010/05/08/siri/

http://aninaland.wordpress.com/2010/05/08/dad/

http://hexsus.blogspot.com/2010/05/blog-post_08.html

http://mariakhsiashvili.wordpress.com/2010/05/05/გვეშველება-რამე-კი-არადა/

http://freelandia.wordpress.com/2010/05/06/1635/

http://www.zur.ge/2010/05/pop-prince-in-morning-snow.html

http://dodka.ge/2010/05/08/smm/

http://jokeyforever.blogspot.com/2010/05/blog-post_10.html


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273