სამძიმარი შატილს, მთას და მთელს საქართველოს…

თავიდან.

2007 წლის ოქტომბერი იყო. 2 კვირაში გერმანიაში მივდიოდი, მთელი ერთი წლით, ნოსტალგია უკვე წინასწარ მქონდა ყელში ბურთივით გაჩხერილი.

ერთ დღეს პაატამ მომწერა, 2 დღით შატილში მივდივართ, 1 ადგილი მაქვს და უნდა წამოხვიდეო. პაატას დიდი ხანია ვიცნობ, მაგრამ შატილში სულ სხვა პაატა გავიცანი, სამშობლოზე და განსაკუთრებით მთაზე შეყვარებული პაატა. მაგრამ ეს ამბავი პაატაზე არაა. ეს ამბავი სხვა ადამიანებზეა, ვინც იქ პირველად ვნახე და შემიყვარდა.

ეს არ იყო უბრალო ექსკურსია, სადაც ადამიანები გაერთობიან და შემდეგ ერთმანეთს მხოლოდ სურათებით იხსენებენ. ეს იყო დაუვიწყარი 2 დღე დანარჩენ საქართველოს სრულიად მოწყვეტილ მხარეში – პირიქითა ხევსურეთში.

შატილი

იქ, სადაც არ იყო ინტერნეტი, იქ, სადაც არ იჭერდა არცერთი მობილური, იქ, სადაც წლის განმავლობაში 6 თვე ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან მიმოსვლაც კი წყდება, არის რამდენიმე ულამაზესი, ადამიანებისგან თითქმის მთლიანად დაცლილი სოფელი: შატილი, არდოტი, მუცო.

იქ მაინც არიან ადამიანები, რომელთაც თავიანთი კლდეები, კლდეში შეზრდილი ციხექალაქები და მთის შლეგი მდინარეები მთელ დანარჩენ ე.წ. “ცივილიზებულ” სამყაროს ურჩევნიათ. ასეთი ადამიანებიდან ერთ-ერთი გელა დაიაურია.


გელა დაიაური იყო სკოლის დირექტორი შატილში. ამ სკოლა-ინტერნატში ვათევდით ჩვენც ღამეს. სკოლა რამდენიმე წლის წინ გერმანელებმა აღადგინეს და სულ 5-6 ბავშვი სწავლობდა. მაგრამ სკოლა მაინც არსებობდა და 5 მოსწავლით და დირექტორით უნარჩუნებდა სიცოცხლეს ყველასგან მიტოვებულ შატილს.

გელა იყო ჩვენი გიდი, ჩვენი მასპინძელი, ჩვენი პოეტი, ჩვენი მწერალი, ჩვენი მოამბე, ჩვენი თამადა, ჩვენი ყველაფერი შატილში. გაოგნებული ვუსმენდით მის სიმღერას, რომლის ტექსტები ხშირად ნაცნობი იყო, გვახსენდებოდა, რომ ხშირად მასხრადაც აგვიგდია ეს სიმღერები, როცა გადაკეთებული ავტობუსში ან ბაზრობაზე მოგვისმენია. ახლა კი ორიგინალს ვისმენდით, ხევსურის შესრულებულს, ვგრძნობდით იმ სულს, სიყვარულს, ტკივილს, სევდას, სიხარულს, სიამაყეს, სიმტკიცეს რაც ალბათ თითოეული ხევსურის გულშია და რის შესახებაც აქამდე მარტო წიგნებში გვქონდა წაკითხული.

ჩვენთან ერთად ჯგუფში ერთი თიანეთელი გოგონა, თეონაც იყო. თეონა ქუმსიაშვილი.

თეონაც მღეროდა. სევდიანად და თან თვალების ციმციმით. თითქოს გელა თავის ბალალაიკით და თეონა თავისი ჩონგურით ერთმანეთს ეპაექრებოდნენ, ჩვენ კი ამ პაექრობა-კონცერტის მაყურებლად ვიქეცით.

შემდეგ იყო მთის წვერზე გაშლილი არდოტი ერთადერთი შემორჩენილი ოჯახით, დილის ხინკალი რუხი ცომით და ცხელი ერბოთი. შემდეგ კლდის წვერზე მოკალათებული, უკაცრიელი და დანგრევისპირას მისული მუცო. შემდეგ მდინარის ფსკერიდან ამოღებული დამარილებული ჯიხვის ხორცი და მწვადები, შემდეგ ისევ სიმღერა, სიმღერა, სიმღერა…

შემდეგ იყო თბილისი. მე უკვე გერმანიისთვის ბარგს ვალაგებდი, როცა პაატამ ისევ მომწერა, იცი ახლა სად ვარო? გელას და თეონას ნიშნობაზეო! ძლივს დავიჯერე, ასე მალე? ისინი ხომ მანამდე ერთმანეთს მხოლოდ არტ-გენიდან იცნობდნენ. უცებ იპოვეს ერთმანეთი და მალევე შეუღლდნენ ♥

გელა დაიაური და თეონა ქუმსიაშვილი (c) Paata.Ge

მალე შვილი ეყოლათ. დემეტრე. შემდეგ მეორე, 9 თვის წინ. ყველაფერი კარგად იყო.

დღეს.

დღეს 23 ივლისია. წუხელ საღამოს ხევსურეთში, სოფ. მუცოსთან ტრაგედია დატრიალდა. ათენგენობაზე მიმავალ ავტომობილში, რომელიც წყალში გადავარდა 10 ადამიანი იჯდა, აქედან 7 დაიღუპა. მათ შორის თეონა ქუმსიაშვილი, მისი 9 თვის შვილი. დაიღუპა თეონას დაც. დაიღუპა საჭესთან მჯდომი ბერდია არაბულიც, მისი მეუღლე და 4 თვის ბავშვიც. გადარჩა გელა, თეონას ძმა და ნათესავი გოგონა. სამივე მძიმე მდგომარეობაშია. თეონას და გელას უფროს შვილს, დემეტრეს, ჯერაც ეძებენ.

არ ვიცი რა უნდა თქვას ადამიანმა ასეთ დროს. გაოგნებული ვზივარ. მახსენდება ამ ადამიანებთან ჩემი სულ რაღაც 2 დღიანი ურთიერთობის ყველა წუთი და ყელში ბურთი მეჩხირება, ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდის. ჩართული მაქვს გელას და თეონას სიმღერები და არ ვიცი, რა უნდა უთხრან ასეთ დროს გელას, თეონას ძმას და მათ ახლობლებს. ერთადერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ ხევსურეთმა, მთამ და საქართველომ ძალიან კარგი და საჭირო ადამიანები დაკარგა.

ღმერთო, დაუმკვიდრე მათ საუკუნო სასუფეველი და მიეცი ცოცხლებს ძალა და სულიერი სიმტკიცე…

This entry was posted in Videos/Movies and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

66 Responses to სამძიმარი შატილს, მთას და მთელს საქართველოს…

  1. www.paata.ge says:

    ეკა, თეონას დისშვილი არ იყო იქ

    თეონას და გელას შვილები დაიღუპნენ

    მძღლოლი, მისი მეუღლე და 4 თვის შვილი

    თეონას და

    :(((((((((((((((((

    შოკში ვარ

  2. www.paata.ge says:

    ეს ექსკურსია მხოლოდ მეგობრებისთვის გავაკეთეთ მე და გელამ, ამ გასვლის ყველა მონაწილე შეიძლება ითქვას საგანგებოდ შევარჩიეთ, არავინ არ იყო ნამყოფი ხევსურეთში, ჩვენი მეგობრები იყვნენ და თითქის არავინ ერთმანეთს არ იცნობდა.
    დღემდე ჩემი საუკეთესო მოგზაურობაა ხევსურეთში

    აწი როგორ უნდა ჩავიდე იქ არ ვიცი

  3. Landish says:

    ნეტა მხოლოდ პირველი ნაწილი წამეკითხრა რა …
    არ ვარ საერთოდ მანდ ნამყოფი, არც მათ ვიცნობდი, მარა ისე აღწერე ეგ მოგზაურობა, ეგ ხალხი და რაღაც, რო მათზე საშინლად დამწყდა გული …

  4. Landish says:

    პ.ს. გადაეჩვიე რა ასეთი პოსტების წერას : (

    • Katieé says:

      ნეტა ლანდიშ. როცა პირველად ბებიას ამბავზე სიკვდილი დავამატე ტეგებში, ვერ ვიფიქრებდი, ეგ სიტყვა ასე თუ გამსხვილდებოდა :(

  5. რა მაგარი დრო ვატარეთ მაშინ :(

    • Katieé says:

      აბა გია.
      მაქედან გიცნობ შენც, ჩაკრულოსაც, კიდევ რამდენ ადამიანს. ასეთი დამმუხტველი 2 დღე არასდროს მქონია და ეს მთლიანად თეონას და გელას დამსახურება იყო.

  6. Boo_inc says:

    რა საშინელებაა
    ღმერთმა ძალა მისცეს გადარჩენილებს რომ ცხოვრება განაგრძონ :(

  7. utvino says:

    ხევსურეთში არ ვარ ნამყოფი , მაგრამ ასე მგონია თეონასაც და გელასაც კარგად ვიცნობ ხევსურული საღამოების მერე.
    რა შეიძლება ითქვას …

  8. ცოტნე says:

    ეჰ თეონა ჩემი სოფლელია და აქ ყველა პანიკაშია არავინ იცის რა გააკეთოს ზოგი ტირის ძოგი თეონას მშობლებს ამშვიდებს ნუ ამას არავინ არწარმოიდგენდა ;(

  9. dv0rsky says:

    საშინელი ამბავია :*
    გელას მეც ვიცნობ, შემთხვევით აღმოვჩნდით რესტორანში ერთად – პაატას დამსახურებით და კიდევ რამდენიმე საერთო მეგობართან ერთად. კარგად მახსოვს, შესანიშნავი საღამო გავატარეთ.

    საშინელი ტრაგედიაა, და მით უფრო დამწყდა გული, როცა გავიგე, რომ მძღოლი ნასვამი იყო და 5-კაციან მანქანაში 10 კაცი იჯდა :(((

  10. რა უნდა ვთქვა აზრზე არ ვარ. ღმერთო გაანათლე მათი სულები.

  11. მარი says:

    ვაიმე, რა საშინელი ტრაგედიაა :( ამხელა აბედურება რატომ უნდა მომხდარიყო :(

  12. kikito says:

    რა საშინელი ტრაგედიაა :((
    გულით ვიზიარებ მწუხარებას, გაანათლოს ღმერთმა მათი სულები და გადარჩენილებს ძალა მისცეს :(

  13. ნინო says:

    ძალიან ლამაზი ორი დღე, დღემდე დაუვიწყარი და სასიამოვნო… პაატას და გელას მეგობრები, რომლებმაც ერთმანეთი გავიცანით და ყველასთან დღემდე საოცრად თბილი დამოკიდებულება მაქვს…. თეონა და გელა იყო ჩემთვის იმ დღეების აღმოჩენა და არა მარტო ჩემთვის… ხევსურეთის ჰიმნად გექცა გელას სიმღერები… თეონაც ეს საოცარი გოგო… ციმციმა თვალებით, რომელიც სიმღერას რომ იწყებდა სულ სხვა სამყაროში გადადიოდი, გიხაროდა რომ ქართველი ხარ და გეამაყება შენი თავი…
    არ მჯერა, არც მინდა დავიჯერო… ნუთუ წარსულში დარჩა ეს ყველაფერი…

  14. ივანე says:

    დაზაფრული ვარ, არცერთს არ ვიცნობდი თუმცა ასე მგონია ჩემი ძალიან ახლობლები ყოფილიყვნენ. გისამძიმრებთ ყველას ვინც ამ ადამიანებს იცნობდით

  15. ნიკა რეკე says:

    უმაგრესი ადამიანი 6 წლის წინ გავიცანი გამარჯვებაში ძმაკაცთან სუფრაზე ავად იყო სიმღერის თავი არ ქონდა მაგრამ არ გაგვიტეხა და მაინც იმღერა :((((((((((((((( ნამდვილი ქართველი ხევსური ვაშკაცი. საცოდაობაააა.

  16. მაკო says:

    რა ლამაზი გოგოა თეონა ,საშინელება მოხდა !!!

  17. gijmaj says:

    ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ :(

  18. ბელა says:

    ამ წუთში თეონას სიმღერას ვუსმენ.
    …და…
    “ცრემლი ჩამამდის ღვარადა”.
    ვუსამძიმრებ ყველას.
    ძალიან ვწუხვარ, ძალიან…

  19. ნიკი says:

    საშინელი და შემზარავი ამბავია… ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები..;( მართალია მათ არ ვიცნობ, მაგრამ როცა წავიკითხე ცრემლები თავისით წამომცვივდა… ვიზიარებ

  20. ნიკი says:

    ესეთი ადამიანები არასდროს კვდებიან… ისინი ხომ საქართველოს საამაყო შვილები არიან!!! :-(:-(

  21. ლელა says:

    მოვკვდი ტირილით. უახლოესი ადამიანები და ასეთი ლამაზები და სუფთები. არ მჯერა, ვერ ვიჯერებ ასეთ ადამიანებს როგორ უნდა დამართნოდათ ასეთი “მარტივი” ტრაგედია…ღმერთო აცხოვნე… არ მჯერა რომ გელას ოჯახზე ვამბობ ამას. აწი გელას დანა რომ დაარტყა ალბათ სისხლიც არ გამოუვა… როგორ მენანება… ვერც გამოვთქვამ…

  22. Gigoli says:

    ვიზიარებ თქვენს მწუხარებას.

  23. ნანუ says:

    მარტო მაშინ ხვდები რა იდიოტი ხარ ადამიანი როცა ასეთ რამეს გაიგებ..რა სისულელეებზე ვნერვიულობთ და რას განვიცდით… არ ვიცნობდი და მიხარია, რომ არც ვიცნობდი, იმიტომ რომ ისეთი დაზაფრული ვარ, 2 დღეა მათზე ვფიქრობ… არ უნდა ხდებოდეს ასეთი რამ! არა!!!!!!! ჩემი შვილი როცა რაღაცაზე წამოიტირებს, იმაზე მისკდება გული… საცოდავი მშობლები

  24. GEORGIA says:

    ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები

  25. GEORGIA says:

    ძალიან მტკივა..

  26. დუცი says:

    არც ვიცი რა ვთქა..

    საშინელი ტრაგედიაა! საშინელი….

    ღმერთმა ძალა მისცეს გელას რომ გაუძლოს ამ ყველაფერს!….

  27. ლია says:

    ძალიან მძიმე განსაცდელია უპირველესად გელასთვის და და შემდგომ მისი ახლობლებისთვის. ნუგეში ისაა, რომ ამდენი მადლიერი ადამიანი ყავთ, რომელთა გულებში სიყვარული და სიხარული დატოვეს.

  28. თამთა says:

    ვუსამძიმრებ საქართველოს…….

    ძალიან ცუდი რამე მოხდა…

    ყველა შოკში ვართ

    :( თეონააა უსაყვარლესი გოგო თავისი ულამაზესი შვილებით… პატარა ხევსურები რო იყვნენ…. ეჰ…

    მძიმეა ძალიან….

  29. მაარ says:

    ეს,ის შემთხვევაა,როდესაც სიტყვები უძლურია… ეს, ის შემთხვევაა,როდესაც გინდა სამყაროს აუმხედრდე და არ შეგიძლია,ძალა არ გაქვს… გმერთმა გაანათლოს მათი სულები :( :(

  30. დათო says:

    ღმერთოჩემო!!!

  31. ია says:

    საკვირველ არიან საქმენი შენი, უფალო…ვერავინ მიხვდება ვინ რატომ მოგყავს ან მიგყავს… ერთს გთხოვ, დაუმკვიდრე სასუფეველი…

  32. Zurriuss says:

    ვაკომენტარებ მხოლოდ იმისთვის, რომ მეტი სათქმელი არაფერი გამაჩნია :(

  33. Alice says:

    არ ვიცი რა ვთქვა… ცრემლები მომერია.. :( უფალმა აცხონოს მათი სულები

  34. გელას ვუსამძიმრებ ამ დიდ ტრაგედიას, ასევე იმ ხევსურ ოჯახებს რომლებსაც შეეხოთ უბედური შემთხვევა. ღმერთმა აცხონას მათი სულები. ჩემი აზრით ასეთი დიდი ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო ათენგენობის დროს, ჩანს რაღაც დაირღვა როგორც ობიექტური ისე სუბიექტური მხრით. ხევსურეთის ჯვარ-სალოცავები ეკლესიის აშენებას ვერ იხდენდეს ვერასდროს უძველესი დროიდან. ჩემი აზრით ხევსურეთში ეკლესიები თუ აშენდება ხევსურეთი აღარ იქნება. ხევსურეთში ღვთისმსახურება უფრო უძველესია ვიდრე ებრაელი რაბინები ბიბლიის ტექსტებს ჩაწერას დაიწყებდეს ებრაული ენით. ჯვართმსახურებას დიდი მოფრთხილება სჭირდება როგორც ხევსურეთში ისე მთლიანად საქართველოში.

  35. shako says:

    ჯარჯი ბიჭო, გაფრენილხარ,

    შე ლამაზო ბიჭო,

    არღუნის წყალს რა ფერი აქვს ,

    შენ ხომ მის ფსკერს იცნობ.

    სისხლისფერი ხომ არ არის,

    ან მრუმე, ან შავი,

    მოფერება მოგინდომა
    საყვარელო ჯარჯი.

    მაგრამ მეტი მოუვიდა,

    ვერ გაგიგო ბიჭო,

    გადმოვარდეს ნაპირიდან,

    ჩვენი ცოდვა ზიდოს.

    ჯარჯი ბიჭო, ფრთებგაშლილო,

    შე ლამაზო ნიჭო,

    ცად იარე, შემოგევლე,

    შე ლამაზო ბიჭო.

  36. ანა says:

    მე არცერთ მადგანს არ ვიცნობდი, მაგრამ ისე გავმწარდი წარმოდგენაც არ მინდა რა დგეში ჩავარდებოდით ყველა მათი მეგობრები, ახლობლები და ნათესავები, უფრო სწორად ალბათ ამ სიმწარის და ტკივილის წარმოდგენა არც შეიძლება… გისამძიმრებთ ყველას, ხევსურეთს, მთელ საქართველოს … არ ვიცი რატომ ხდება ასე, ღმერთს მართლა საუკეთესოები მიყავს ალბათ თავისთან, ახლა უკვე მართლა მჯერა ამის, უბრალოდ ასეთი უსამართლობა არ უნდა ხდებოდეს…

  37. ოი, ავარიის ამბავი გავიგე, მაგრამ მარტო შენი ნაწერით მივხვდი მართლა რაც მოხდა :( ღმერთო, ამათი სურათები მეც მახსოვს ფლიკრიდან :( ღმერთო! :(

  38. black says:

    dakrdzalvazec viyavi …. udidesi tragedia .. gela mecodeba yvelaze metad dzmakacia da veraferi vutxari ubralod vijeqi da ertmanets vuyurebdit es arasdros damaviwydeba .. (

  39. Kesaria36 says:

    სვანეთში ვარ..ისევ დავაგვიანე … ან იქნებ განგებ მეგვიანება..
    ალბათ სიტვებს ვერ გამოვძებნი შესაფერისს..
    მართლა რა მძიმეა სამძიმარი..

    “მე კალმახი ვარ არაგვისა, ტანდაწინწკლული,
    მთის ჩანჩქერებთა ჩქარ ჩქერებთან ძმადგაფიცული,
    ავყვები აღმა მდინარეს და შენ ხარ სათავე,
    ჩავყვები წყალს და ჩემს სავალ გზას კვლავ შენ ამთავრებ.
    მე კალმახი ვარ, ასხლეტილი ტალღის სარკეზე,
    ჟინით დავეძებ სატყუარას, ბადეს, ანკესებს.
    მე გვერდს ავუვლი ყველა ანკესს, ბადეს და ფაცერს
    და ბედის კარავს შენი მზერის ბადეში დავცემ.
    მე კალმახი ვარ – სატყუარას ადევნებული,
    სატყუარაა შენი მკერდი ამტევნებული,
    გიჯობს, მოდი და ზღვათა მეფე ღორივით დამკალ,
    ვიდრე ლაყუჩში გამიყრიდე უარის ჩანგალს.”

  40. ასეთი სიზმარი მომევლინა
    არღუნს დასცემია მეხი,
    მთები დამდგარან კლდემად
    ნისლად ქცეულა დაქუეხი,
    სხივები სვეტად ჩამოსულნი
    ნათელი გამხდარა თალხი,
    მზის თვალი წყალში ჩავარდნილა
    სიცოცხლე დაუცლელი თასი,
    ქავ-ციხედ დამდგარი მხარე
    მამულიშვილობის ფასი,
    გოდება სად თქმულა ლექსად?
    მითებს და ანდრეზებს ამცნე,
    ფლოქვებით დათქერილი გზები
    და გაუცინარი მაცნე,
    სიმღერა არღუნში წასული
    შორს გავარდნილი ექოდ,
    ტალღებთან დახრილი ყვავილები
    ამკობენ ბილიკის ბექობს,
    მზის თვალი წყალში წასული
    არღუნში დაცემულა მეხი,
    მთები დამდგარან კლდემად
    ნისლად ქცეულა დაქუეხი.
    ქალქვისთაველი მარაისძე. გელა დაიაურს ჩემგან.

  41. www.paata.ge says:

    :((

    გუშინ საღამოს 2 ლექსი დაწერა გელამ

    ვტირი რო ვკითხულობ

    • Katieé says:

      :(
      გაგვიზიარე, თუ გაქვს ნებართვა.

      გელა ძლიერია, იცის რომ სჭირდება ხევსურეთს და არა მარტო ხევსურეთს. აუცილებლად გააგრძელებს გელა დაიაურობას, დარწმუნებული ვარ.

  42. kathrineLUv says:

    იცი როდის იზრდები ადამიანი ? როცა სიკვდილი შემოეჩვევა შენს ნაცნობ – მეობრებს….
    როცა საყვაერლი ადამიანების სიკვდილს გადაიტან შენ აღარასოდეს გახდები ისევ ისეთი…
    ტკივილი ყოველთვის დარჩრება…

  43. Andy says:

    ძალიან შემეცოდნენ :’(
    ისე ჯიპში 10 კაცი და თან ნასვამ მდგომარეობაში საჭესთან :(

  44. ეკა says:

    არ ვიცი რა უნდა ვთქვა. გული ჩამწყდა ყველანაირად. რმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები… ვიყიარებ ყველას მწუხარებას. ვიცი ეს ამბავი ყველას ტკივა…

  45. www.paata.ge says:

    კიდე ერთხელ წავიკითხე და ავტირდი :(((((((((((((

  46. დათო says:

    არც კი ვიცი რა ვთქვა, თავიდან რომ ვკითხულობდი დადებითი ემოციებით ვიყავი, ბოლოსკენ ეს ტრაგედია გავიგე და ცუდ გუნებაზე დავდექი :(

  47. არცერთს არ ვიცნობდი მაგრამ როცა ეს ამბავი გავიგე ძალიან განვიცადე.
    მათელში ამყოფოს მათი სულები უფალმა…

  48. www.paata.ge says:

    დღეს დემეტრე 3 წლის გახდებოდა :(

  49. მარიკო ოქროპირიძე says:

    წეიწადზე მეტი გავიდა ამ ტრაგედიის შემდეგ და მე კვლავ ცრემლმომდგარი ისევ და ისევ ვკითხულობ, ვუსმენ, ვუყურებ, ვტირი.. გელა დაიაურო რა განძი გყოლია, რომ უფალმა მათი თავისთან წაყვანა ასე მალე ისურვა..

    მგალობელი შეემატა უფლის ანგელოზთა დასს…

Leave a Reply