Je m'appelle Eka..

November 22nd, 2010 by Katiée

ხხხხხერხი !

Saw Puppet

ვნახე, ვნახე, “ხერხი 7″ ვნახე!
მთელი ექვსი სერია ყოფილა წინ, მე კიდევ მეგონა მხოლოდ ერთი მქონდა გამოტოვებული, თურმე პირდაპირ მე-7, ფინალური სერიის სანახავად მივსულვარ :D

კინოთეატრ “რუსთაველში” პრემიერის დღეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და ერთჯერად ჭიქებში ჩაყრილი ვალერიანის ტაბლეტები რომ დავინახე, კი მივხვდი, რომ ეს ყველაფერი სიმძაფრის მოსამატებლად იყო დადგმული, მაგრამ მაინც შევემზადე და გმირულად შევედი “უჟასის” 3 განზომილებაში სანახავად! :D ჩემს კუთვნილ ადგილზე მყარად მოვკალათდი, 3D სათვალე მოვირგე (სხვათა შორის, “რუსთაველის” სათვალეები “ამირანისას” ბევრად ჯობია) და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო:

წამოვიდა და წამოვიდა!
სისხლი, ხორცი, ტყავი, ენა, ხორხი, ტვინი – რა გინდა სულო და გულო, უხვად ცვიოდა ეკრანიდან! :D
არა, კიდევ კარგი ეს ყველაფერი თავზე არ გვეყრებოდა, რადგან 3D-ს როლი ამ ფილმის შემთხვევაში, საბედნიეროდ, ნული იყო.

იმის ფონზე, რომ ფილმის ნახევარი თვალდახუჭულმა “ვნახე”, გამოვიტანე რამდენიმე დასკვნა:

  • ფილმი არა იმდენად საშიში, რამდენადაც შემაძრწუნებელია სასტიკი სცენების სიუხვის გამო (თუმცა, სახლში მოსულს, რომ არავინ დამხვდა, ვერ ვიტყვი, მესიამოვნა-მეთქი), აი ყველაზე საშიში პერსონაჟი ლოყებდაზოლილი თოჯინაა :O

Costas Mandylor

  • ფილმის ჰოლივუდური მორალი “რაი იფიქრო, იგი აცხადდეს”-ის ერთგვარი ინტერპრეტაციაა, ანუ მთავარ გმირს, რომელიც ტყუილზე აგებდა თავის წარმატებას (თითქოს ხერხის მსხვერპლი იყო და თავი გმირულად დააღწია), სამაგიერო მიეზღო და ყველაფერი დაემართა, რასაც თავის მოგონილ წიგნში აღწერდა, ოღონდ რატომღაც happy end-ის გარეშე
  • ფილმის მთავარი ბოროტი გმირი – ჰოფმანი, ანუ კოსტას მანდილორი საკმაოზე მეტად სიმპოტიურია, იმდენად, რომ სიმპატიითაც განვეწყვე :D
  • და ბოლოს, ხერხი 7 აუცილებლად უნდა ნახო იმისთვის, რომ მოგინდეს უყურო წინა 6 სერიასაც ან პირიქით, მიხვდე, რომ მათი არნახვით არც არაფერი დაგიკარგავს ;)

პ.ს. იხ. დამატებით კინობლოგზე და ზურიუსთან.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273