Scala & Kolacny Brothers – “თავხედი გოგონები”

ბელგიელ გოგონათა ეს არაჩვეულებრივი გუნდი დღეს აღმოვაჩინე. გუნდის დირიჟორი და აკომპანიატორი ძმები Kolacny-ები არიან (სამწუხაროდ, ვერ დავადგინე, როგორ იკითხება ეს გვარი), სწორედ ამიტომ, გუნდი Scala & Kolacny Brothers სახელითაა ცნობილი.

Scala & Kolacny Brothers

გუნდი 1996 წელს შეიქმნა, 2000 წლიდან კი რამდენიმე კონკურსზე გამარჯვება მოიპოვეს, მათი სიმღერები გაჰიტდა და დღეისათვის მათი რეპერტუარი უკვე 5 ალბომს ითვლის. მღერიან არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მსოფლიოში ცნობილ სიმღერებს (რა თქმა უნდა საავტორო უფლებების დაცვით და ავტორებთან შეთანხმებით;)), მათ შორისაა Rediohead, U2, Muse, Björk, Depech Mode, Nirvana, Rammstein, The Police, Coldplay, Metallica, Peter Gabriel და მრავალი სხვა. მარტო ამ სახელების წაკითხვაც კმარა იმისთვის, რომ დაინტერესდე და მოისმინო ეს ალბომები და გაიგო ვინ არიან ეს “თავხედი” გოგონები, ამდენი რომ გაბედეს და მსოფლიოს საუკეთესო შემსრულებლების სიმღერებს მღერიან :))

მე ძალიან მომეწონა და თქვენი არ ვიცი :) მაინც, გირჩევთ, მოუსმინოთ :)

Scala and Kolacny Brothers covering U2‘s With or Without You

Scala’s cover of Radiohead‘s “Creep” for the film The Social Network, 2010

თუ მოგეწონათ, შეგიძლიათ განაგრძოთ მოსმენა YouTube-ზე ;)

This entry was posted in Music, Videos/Movies and tagged . Bookmark the permalink.

3 Responses to Scala & Kolacny Brothers – “თავხედი გოგონები”

  1. რა სასიამოვნოები არიან…

  2. Lord Vader says:

    ეგ ტიპები არიან პოლონელები და მათი გვარი ჟღერს (ყველაზე მიახლოებით) როგორც – კოლაცნი.
    :)

    • Katiee says:

      ჰო, მეც მასე ვივარაუდე, მაგრამ მერე სახელებმა და გუნდის ბელგიურობამ დამაეჭვა და შევეშვი. ანალოგიურად, როისინ მარფი თუ როუშინ მარფი იყო, სულ ახლახანს გავიგე :D

Leave a Reply