დღეს კვირაა. უფრო სწორად იყო. ოპოზიციის აქციები შესუსტდა და მუნიციპალური ტრანსპორტიც არა უშავს მოძრაობდა.
მოკლედ, გადავწყვიტე, დასვენების დღით მესარგებლა და პეკინის (თუ გამსახურდიას) ქუჩაზე მაღაზიები ჩამოვიარე.
ჰოოდა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მომსახურების სფეროში რა შორს ვართ ჩამორჩენილები.
ჯერ იყო და მაღაზია 123–ში (სხვათა შორის, საკმაოდ კარგი პროდუქცია აქვთ), 1 ე.წ. კონსულტანტი ნახევარმეტრიანი შუალედით დამდევდა და თუ რამე ტანსაცმელი შევთვალიერე, ყველას საგულდაგულოდ ასწორებდა. არადა, ჯერ ერთი გულწრფელად ვეცადე მე თვითონ გასწორებული დამეტოვებინა და ასეც რომ არ ყოფილიყო, რა უბედურებაა ცოფიანი დედამთილივით კუდში დევნა და სწორება. ბოლოს ისე შევწუხდი, ხელის შეუვლებლად შევათვალიერე დარჩენილი კაბები, საკიდიდან გამოწევას როგორღა გავბედავდი.
შემდეგ, გაურკვეველი სახელწოდების მაღაზიაში შევიარე. იქ ყურადღება არავის მოუქცევია, მაგრამ აშკარად საჭირო იყო. ფასი არაფერს ეკრა და 2ჯერ რომ ვიკითხე, მესამედ მომერიდა ამდენჯერ ჭორაობაში გართული გამყიდვლების შეწუხება და გამოვედი.
შემდეგ ღამის თეთრეულის მაღაზიამ მიიქცია ჩემი ყურადღება და შევედი.
ჯერ იყო და დაცვა შემეფეთა კარებში, გამარჯობა ისე შემაშინებლად ხმამაღლა მითხრა, “ნაუშნიკებშიც” კი შემოაღწია. მოკლედ გამაფრთხილა, ხელს არაფერი გააყოლოო. ფრთხილად მოვიარე მაღაზია, ამჯერად 3 დაპუდრული გოგონას თანხლებით… ჰმ
ბოლოს, ვერცხლის იაფფასიანი სამკაულების მაღაზიაში შევირბინე, 20 კვადრატულში 1 დაცვა, 2 კონსულტანტი და ერთიც ალბათ მენეჯერი დამხვდა. სპეციალურად ხმამაღლა ავუწიე მუსიკას და პლეერი და “ნაუშნიკები” კარგად გამოვაჩინე. აზრი? ვინ გაცალა. ჯერ ერთმა კონსულტანტმა შემაწყვეტინა თვალიერება, “რით შემიძლია დაგეხმაროთო”, თავაზიანად გამოვიძრე ყურთსასმენები, არაფრით, თუ დამჭირდებით დაგიძახებთ–თქო… 2 წუთში მეორე დამესხა თავს, იგივე ტექსტით და ცოტა უფრო აგრესიული ღიმილით…
სულ ბოლოს, ჩვეულებრივ სუპერმარკეტში რიგებს შორის გავლისას კიდევ ერთხელ ჩავყლაპე კონსულტანტის შეურაცხმყოფელი დევნა, ტექსტით “რა გნებავთ, ხომ არ შემიძლია დაგეხმაროთო” (არადა სუპერმარკეტის მუღამი ხომ იმაშია, მე თვითონ ავიღო რაც მინდა!!!). სინამდვილეში კი სახეზე ეწერა შიში ვინმემ რაიმე ხელს არ გააყოლოსო…
ისე, როგორ არ გამახსენდა, თორემ მაკდონალდსშიც რომ შემევლო, კიდევ ერთხელ დავტკბებოდი ალბათ გამყიდველთა გაზეპირებული ტექსტით რამდენი ლარი მიიღეს, რა ღირს შეკვეთა და რამდენი უნდა დაგიბრუნონ ხურდის სახით, შემდეგ რამდენი დაგიბრუნეს უკვე წარსულ დროში და რომ გემრიელად მიირთვით და კიდევ მობრძანდით და გმადლობთ რომ დაგვაფასეთ, აააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა!!!!!!!!!!!!!!!






მართალია საზღვარგარეთ არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენთნ რომ მართლაც კოშმარული სიტუაციაა. თან არამარტო მაღაზიებში! გერამანელი სტუმარი გვაახლდა მე და მარიკას, მუზეუმი დავათვალიერებინეთ. ბანანი მოუნდა. კოლმეურნეობის მიწისქვეშაში ქალი ძლივს გავანძრიეთ ფული რომ გამოერთმია და ბანანი მოეწოდებინა, არადა მის ინტერესში არ შედის იმ ოხერი ბანანის გაყიდვა? :@
ჩვენთან მართლაც რომ კოშმარული სიტუაციაა ფაქტია. (ფაქტი გამომრჩა) :დ
xo bevrjer mag mizezit damitovebia esa tu is magazia an zan gacuxeben zedmeti yuradgebit an saertod ar gakceven yuradgebas) rac shexeeba gazepirebul textebs martla ara sasiamovnoa magram shen ggonia exalisebat?) rasac eubnebian imas amboben eg ra mati bralia?) ise mainteresebs mag mxriv rogori situaciaa sxva qveynebshi?
ვიცი რომ არ ეხალისებათ, მაგრამ თუკი ზოგადად თავაზიანობას და ყურადღებიანობას ავალებენ, ან უფრო მეტი – სპეციალურ ტრენინგებს უტარებენ, იმ მასწავლებლებმა და დამვალებლებმა ტვინიც ხომ უნდა დაატანონ, ზომა–წონა რომ დაიცვან.კამერების დაყენების საშუალება თუ არ აქვს ადმინისტრაციას, შეუძლიათ დაავალონ რომ რიგებს შორის მაკონტროლებელი პოზიცია დაიჭირონ, რიგის თავში და დაინახავენ, მოიპარავს ვინმე თუ არა.რა თქმა უნდა ძნელია პერსონალისთვის, თვის ბოლოს აღწერის შედეგად ყველა დანაკლისის (მოპარულის თუ გადაყოლებულის) გადახდა თვითნ რომ უწევთ, მაგრამ მეორეს მხრივ კეთილი უნდა ინებონ და ჯგუფურ თავმოყრა–ჭორაობას შეეშვან და შემდეგ შემომსვლელის აკიდებას. ამის ნაცვლად თავთავისი საქმე შეასრულონ, პოზიციები დაიკავონ და დახმარება ვისაც დასჭირდება, არ მოერიდებათ დაძახება.ეს ბოლო შენიშვნა სუპერმარკეტ იბისის პერსონალს ეხება და თუ ვინმე წაიკთხავს, გაითვალისწინოს :) მე პირადად უკიდურესი აუცილებლობის დროს შევდივარ მანდ და სხვა დროს ძუნძგლიან მინიმარკეტში შევალ მირჩევნია :)
ნუ თბილისში რომ მომსახურეობის დონე რომ არ არსებოს ეგ ვიცით და ახალი ამბავი არაა.მეც ძააალიან ვღიზიანდები ამ “როთი შემილია დაეხმაროთ”-ი და კუდში დევნით, მაგრამ პრაღაში რამე თუ მაინტერესებს და მინდა ვიკითხო, ცოტა არ იყოს და მიჭირს კონსულტანტის პოვნა… ან ისიც თუ გამიმართლა და ვიპოვე, რა თქმა უნდა ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, ისეთი უნდა შემხვდეს ვინც ინგლისური არ იცის და “სწერვა” სახის გამომეტყველებით გამისტუუმროს სადღაც იქით გაურკვეველი მიმართულებით…. ეჰ უკვე აღარ ვიცი რომელია უკეთესი…
ოი, როგორ მაღიზიანებს – “რით შემიძლია დაგეხმაროტთ” და ნერვიულად გასწორებული ტანსაცმელი..და ის, რომ პოტენციურ ქურდად აღგიქვამენ. ყურადღების მიქცევა და მოვალეობის შესრულება არ ნიშნავს, რომ საშიშ, არასანდო, არასასურველ “შეხეტებულად” გაგრძნობინონ თავი. მოკლედ, ვუერთდები პოსტში გამოთქმულ შენიშვნებს!
მეც გეთანხმები.გუშინ შევედი ადიდასის მაღაზიაში ჩოგბურთის კაბების დასათვალიერებლად და 2 წუთში უკან გამოვედი მომაბეზრებელი კონსულტანტის გამო.რა საშინელებაა. მაგარი მაღაზიაში შეხვალ – უკან დაგდევენ, ბანძში შეხვალ – მომსახურეობის არქონით წუხდები.
აუ მართლა საშინელი მომსახურებაა თბილისში. მეც გუშინ დავიარე პეკინის ქუჩები და ანალოგიური სიტუაციაში რომ აღმოვჩნდი, ლამის გავრეკე.
ნუ მე დიდი ხანია არ ვყოფილვარ, უფრო სწორად ერთი წლის წინ ვიყავი და რა თქმა უნდა მაშინაც იგივე სიტუაცია იყო. აქ მიცვეული ვარ მაღაყიაში როცა შედიხარ და გესალმებიან და შენც ავტომატურად ესალმები, და თბილისში მაღაზიაში რომ შევედი ავტომატურად მივესალმე და ყველა გამყიდველმა შემომხედა ვინ შემოვიდაო. და ვერ ვიტან როცა რამეს თხოვ რომ გაჩვენონ ის რაც თაროზე დევს და თუ არ იყიდე გაბრაზებულები რომ გიყურებენ, მეც გამოსავალი ვნახე და წინასწარ ვაფრთხილებდი იცოდეთ თუ არ მომეწონა შეიძლება არ ვიყიდო მეთქი…
შენ ტრადიციული ქართული შოფინგი გქონია :დ პეკინზე მარტო სელიოში არის არაუშავს რა მოსმახურება დანარჩენ მაღაზიებში ან შენთვის არ სცალია არავის და რამეს რომ ეკითხები გეჩხუბებიან, ანდა ისე გიყურებენ გეგონება ქურდი იყო და მისის ახლიდანა რჩევდე სახლში წასაღებ ტანსაცმელს.
ვაიჰ ჩემს დაწერილს გავს
იმდენად მაღიზიანებს ეგ ყალბი გამოთქმა
ერთ დღეს ტელეკომში ვრეკავ სასწრაფო საქმე მაქვს და გოგოს მომღიმარი და დაზეპირებული ხმა – “რით შემიძლიათ დაგეხმაროთ” არადა ეს ნათქვამი ისე რომ სრულებითაც არ უნდა ჩემი დახმარება
მომენტალურად მივაძახე ოღონდ ეგ ფრაზა არ მითხრა და არ მინდა შენი დახმარება მეთქი.
ჰოო, ბიჭი ჯობია მასეთ დროს შეგხვდეს, უფრო გაუღიმებ ტელეფონში და ზრდილობიანად გიპასუხებს :D