Je m'appelle Eka..

September 19th, 2012 by Katiée

მრცხვენია.

“როდესაც ქუჩაში ბიჭები დახოცეს მე ხმა არ ამომიღია, რადგან ჩემს შვილებს მშვიდად ეძინათ.

როცა 7 ნოემბერს ხალხი დაარბიეს მე ხმა არ ამომიღია, რადგან ტელევიზორიდან ვუყურებდი ამ ამბებს და მე არავინ შემხებია.

როცა 26 მაისს იგივე გააკეთეს, მე ხმა არ ამომიღია, რადგან მეორე დღეც აღლუმის მოლოდინში ვიყავი, თან ჩემი ნაცნობებიც არ იყვნენ იმ მიტინგზე.

როცა ყოველდღიურად იჭერდნენ უდანაშაულო ახალგაზრდებს და კრიმინალებად ნათლავდნენ მათ მე ხმა არ ამომიღია, რადგან ჩემს ბიჭებს ისევ მშვიდად ეძინათ.

მე არც ციხეში ნაჩვენებ წამების საშინელ კადრებზე ამომიღია ხმა, რადგან მე არ მეხებოდა. არც ტოლვილების ამბავი მაწუხებს, რადგან მშვენივრად ვცხოვრობ ჩემს ბინაში.

როცა მე მომადგნენ და ჩემი ბიჭებიც ციხეში ჩააყუდეს უკვე ხმის ამომღებიც აღარავინ დარჩა..”

ერთერთი რიგითი სტატუსი ფეისბუქიდან დღევანდელ ამბებზე.

მრცხვენია და ვაღიარებ, რომ ეს მეც მეხება და ახლა აქ ვწერ, ფბ-ზე ვკითხულობ სტატუსებს, ვუყურე პატიმრების წამება-გაუპატიურების არაადამიანურ კადრებს და ახლა შტერ, უსინდისო, ტუჩებდაბერილი მინისტრის გამოსვლასაც მშვიდად ვუყურებ ტელევიზორში, ნაცვლად იმისა, რომ მეც სამოქალაქო პოზიცია მქონდეს და უფრო ღიად გამოვხატო პროტესტი სადმე სხვაგან, სხვებთან ერთად, როგორც ეს ნორმალურ და ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273