Je m'appelle Eka..

October 31st, 2012 by Katiée

შენი გულისთვის..

-1-

ქოხი მთაში

– შენი გულისთვის 9 მთას გადავივლი, ზღვას გადავცურავ, უდაბნოს გადავლახავ, ყველაფერს მივატოვებ და შენთან ერთად მთის წვერზე ვიცხოვრებ, ქოხში..

– რა საყვარელი ხარ, ვგიჟდები შენზე… მომენატრე, გამოდი რა, გთხოვ, წავიდეთ სადმე.

– მმმმ, იცი რა, წვიმს, მეზარება..

~ ფეისბუქზე თვალმოკრული სკრინებიდან ერთერთის რიმეიქი 

-2-

სუბლიმაცია

“ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ცოტას მოვინდომებდი, არანაკლები წარმატებით დავამტკიცებდი, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ გულჩვილობის, ემოციურობის, კეთილშობილების და ა.შ. სადემონსტრაციოდ ბევრ ენერგიას, სიტყვას ხარჯავენ, საკუთარი თავის ანუ მათ მიერვე შექმნილი იმიჯის/ბრენდის ხიბლში ვარდებიან და რეალურად ამ დადებითი ემოციების განხორციელებისთვის უნარი (აღ)არ შესწევთ. (ან არც არასოდეს შესწევდათ და სწორედ ამიტომაც ახდენ(დნ)ენ კომპენსაციას)

მაგრამ მეზარება ამის მტკიცება, უბრალოდ მენდეთ :) ან იქნებ უკვე უჩემოდაც დაამტკიცეს?”

 ~ნაწყვეტი ჩემი ძველი პოსტიდან

-3-

Nothing personal

უბრალოდ ერთმა დიალოგმა მოიტანა და :)


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273