შუქი ჩააქრეთ!

UPDATED ინფორმაცია [...] -ში :

ეს ‘ფოტო’ გუშინ გავაკეთე და გამოვაქვეყნე ფეისბუქის გვერდზე. დღეს უკვე გვერდი დამხვდა გახსნილი, [აწ უკვე 1000ზე მეტი ფანით. ვიდრე გვერდს მივაგნებდი, ფოტომ მოიარა ფეისბუქი, რაც გამიხარდა, მაგრამ თითქმის ყველა გადაშეარებულ ფოტოზე ] წარწერა ავტორის შესახებ, რასაკვირველია მოშლილია. ყველაზე უცნაური ისაა, რომ როცა [ფოტოს გადამშეარებელ რომელიმე მომხმარებელს ] თავაზიანად სთხოვ, იქნებ სადმე კუთხეში მაინც მიმაწეროთო, დაგცინებენ – მიდი და იჩივლეო, ან გაგლანძღავენ და შეიძლება საერთოდაც მიგბლოკონ. მერე სადმე, შემთხვევით დიალოგებში საკუთარ სახელსაც მოკრავ ყურს, იცი, აი იმან ამბავი ატეხა, ‘შედევრი’ რომ მოპარესო. ზუსტად იგივე ხდება, როცა ბლოგიდან რაიმეს უბოდიშოდ და წყაროს მითითების გარეშე აკოპირებენ. ხმას ამოიღებ და თავად გამოხვალ თავხედი – რა გაგკვირვებია ეს შენი ნაჯღაბნიო, პირში თუ არა, ზურგსუკან მაინც იტყვიან.

არადა, როგორი მარტივია ყველაფერი – ცუდია თუ კარგია, რაც ჩემია, ჩემია. ერთი მოსაგონარი სადღეგრძელო მაინც არ მეკუთვნის, კაცცო?

შუქი ჩააქრეთ! ნაგავს წერს!

[ ფეისბუქ-გვერდის ავტორს მივაგენი, ჩვენივე მეგობარი, ძალიან ნიჭიერი ბლოგერი ქილიფა აღმოჩნდა. ეს საბედნიეროდ, თორე მსგავს შემთხვევებში არანაცნობებთან წარუმატებელი მოლაპარაკების ცუდი გამოცდილება ბლოგერებს უკვე აქვთ :D ქილიფამ პირველწყაროს აღმოჩენისთანავე, ანუ მას შემდეგ რაც ჩემი კომენტარი წაიკითხა, მიუთითა წყაროც და ავტორიც, მაგრამ ამ ერთი მერცხლით, ვეჭვობ ქართველი მომხმარებლების ურთიერთპატივისცემის კულტურას ბევრი რამ ეშველოს. გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია:) ]

This entry was posted in Uncategorized and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to შუქი ჩააქრეთ!

  1. Zurriuss.Ge says:

    სიმართლე რომ ითქვას, გლობალურ დათბობას მოხმარებული ელექტროენერგიით გამოწვეული სითბოც უწყობს ხელს. ასე რომ, თუ ამისთვის საზღაურს გავიღებთ, ლოგიკისგან შორს არ დგას. მაგრამ მეტი არაა ჩემი მტერი, ეს თანხა მაგას მოხმარდეს :)

  2. Qilipa says:

    ეს ,,ერთი მერცხალი” მაგალითიც იყოს იქნებ :)

    • Katiée says:

      ისევ ჩვენ თუ გავერთიანდებით :D იქნება ტვინის ბურღვით და არ-შეშვებით ტუტუცი იუზერების ტვინებამდეც დავიყვანოთ :)

  3. ბაჩო says:

    ახალი მაცივარი უნდა ვიყიდო. A კლასის მაცივარი წელიწადში 470*0,05 ნაგავს დაწერს :D

  4. ლაშA says:

    ეს უკვე მანია კიდე კაი საყვედურს გადზლევენ იმაზე რო ავტორი რო ხოარ მერე რაო აი რო გეტყვიან ეს ჩემი ნამუშევარიაო მერე უკვე ძან ცუდადა საქმე ისე ქრთველებში უნდა გავრცელო ეგ მანია რო ავტორობის მითვისება გოიმობააო და აი გოიმობის უკვე სცხვენიათ ხალხს და ეგრევე ავტორს მიუთითებენ თან უნდა უთხრა სხვისი რომაა მაგის დაწერა სვეცკობაო და თავისაც შენ დაგაბრალებენ :D;D;D;D;D

  5. That is very fascinating, You are a very professional blogger. I have joined your rss feed and sit up for in search of extra of your fantastic post. Also, I’ve shared your web site in my social networks!

Leave a Reply