Je m'appelle Eka..

April 5th, 2012 by Katiée

SMS-სპამი

ერთი შეხედვით არაფერია, ‘უწყინარი’ სმს მოგდის მობილურზე: ხან მაღაზიაში ფასდაკლებას გამცნობენ, ხან კანონში ცვლილებას და ხანაც კომუნალურ დავალიანებას გახსენებენ. მაგრამ, ეს ყველაფერი ისეთი კომპანიებიდან, რომლებისთვისაც სმს გამოგზავნის უფლება არასდროს მიგიცია (უკეთეს შემთხვევაში ერთ მაღაზიაში დატოვე და იმან ნომერი ‘გაგიბაზრა’ :@)

ორიოდ წლის წინ, მაგთიმ გაბურღა ტვინი, 5959-ზე დარეკეთ და მანქანა მოიგეთო, ყოველდღე გვახსენებდნენ. ბევრი მხოლოდ იმიტომ რეკავდა, რომ სმს აღარ მისვლოდა, მაგრამ არც ეს ჭრიდა. ჩემმა აღშფოთებამ კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა კვირა დილის 8 საათზე დაიწყეს სმს-ების გზავნა. ბოლოს დამთავრდა აქცია და გვეშველა.

შემდეგ პორტირება დაიწყო და მობ.ოპერატორებმა ისე გაუცვალეს ერთმანეთს სატელეფონო ბაზები, მომხმარებლებისთვის არაფერი უკითხავთ. სპამის ახალმა ტალღამ ისევ გადაგვიარა: გადმოდი ბილაინზე, ჯეოსელზე, მაგთიზე, ბანზე, ბალზე და ა.შ.

ნელნელა ისე გაუტკბათ, უაზრობამდე მივიდნენ და ჰგონიათ, დღეში 10ჯერ თუ გამოგზავნიან ერთსა და იმავე მესიჯს, უფრო კეთილგანეწყობა ხალხი მათ მიმართ. თანაც, თითო კომპანიამ ერთხელ რომ გამოგზავნოს (არადა საკონტროლოდ ბევრი ორჯერ აგზავნის ერთსა და იმავე ტექსტს), ასეთი კომპანია რამდენია და ჯამში, დღეში მეტი სპამი მოგდის, ვიდრე ნაცნობის მესიჯი :@

უნიქარდი, აქსესორაიზი, ტედ ლაპიდუსი, ეტამი, რიფლეი, მანგო, პოკერკინგი, გალაქსი, ვა ბენე, სპორტის სამყარო, ჯოვანი ჯი, ერეი, მექსი და ბენეტონი, ევიტა პერონი, Guess (ესენი რეკავდნენ კიდეც და დავბლოკე), ფეხსაცმლის სამყარო, ელვა ჯი, გუდვილი, კორსტანდარტბანკი, ჯიპისი, ბალუ, პონეტი, გარანტგაზი (ამათ ავტომობილები გადაჰყავთ გაზზე) – არ გეგონოთ ვარაუდზე ჩამოვთვალე, ამწამს ამოვკრიბე ყველას სახელი ჩემი სმს-ბოქსიდან :@

და რა თქმა უნდა განუყრელი ტიბისი და მაგთი, მაგთი და ტიბისი (ესენი მჭირდება მაინც, არაფერს ვერჩი:))

ამას დამატებული ათასი გზააბნეული, რომელსაც კომპანიის დაქირავების თავი არ აქვს და ვარაუდზე, უმისამართოდ აგზავნის მესიჯებს:

იპოთეკური სესხები

სპამის უახლესი და ბოლო ტალღა თსუ-მ ააგორა – მე და ჩემს უამრავ ნაცნობს, განურჩევლად ასაკის და თსუ-სთან კავშირისა, დღეში მინიმუმ ორჯერ მოგვდის შეტყობინება, ხან ესტონეთში სასწავლებლად გვეპატიჟებიან, ხან რიგითი ტრენინგის დაწყება-დამთავრების დროსა და აუდიტორიის ნომერს გვამცნობენ და ხანაც საერთოდ ვერ გაიგებ რა უნდათ.

სპამი თსუ-სგან

ბოლო სმს-ზე გაბრაზების ნაცვლად უკვე გამეცინა. როცა მარკეტინგსა და პიარში კონკურსზე მეპატიჟებიან და თავად ვერც მიზნობრივ ჯგუფს საზღვრავენ, ვის დაუმესიჯონ და ვერც შეტყობინებების სიხშირის დოზას აკონტროლებენ, აბა რა ვიცი, რა უნდა მასწავლონ ამათ, სტუდენტი რომც ვიყო, მაინც?

რა თქმა უნდა, 15 წუთში წაშალეს :|

პ.ს. Nothing Personal. ოდესღაც თსუ დავამთავრე და ძალიან მიყვარს. უბრალოდ სპამს ვერ ვიტან :@


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273