Je m'appelle Eka..

June 4th, 2010 by Katiée

Sorry, I don’t wish to be one of your 4,999 friends…

” You’ve decided to add me on Facebook? Thank you very much, it’s an honor :)

But, let me think first, do we know each other? Don’t we?

Then think TWICE please, I’m NOT that famous to be followed by unknown people… If YOU know me, then please send me a message at least, so that I also know who you are :) Otherwise, I’m sorry, but I don’t need to be one of your 4,999 (possibly Farmville) friends… “

შეიძლება თავხედური განაცხადია, მაგრამ ფეისბუქის დეაქტივაციის შემდეგ ვფიქრობდი, გამეკეთებინა რაღაც ალტერნატიული წესები და პირობები, რომელსაც გავუგზავნიდი ყველა იმ უცხო ადამიანს, ვინც მამატებს და არ ვიცი რატომ. მე ხომ არ ვარ გოგი გვახარია, ან დავით პაიჭაძე, ან ია ანთაძე, რომელთაც შეიძლება იცნობდე და ისინი არ გიცნობდნენ, მაგრამ მისცე თავს უფლება გაინტერესებდეს მათი სტატიები, ნოუთები და ამიტომ სთხოვო დამეგობრება (თუმცა, ესეც არაა კორექტული, ამით ჩვენ მათ ვაიძულებთ გახდნენ იმაზე საჯაროები, ვიდრე სურთ).

აღარაფერს ვამბობ აურაცხელ კომპანიებზე, გამომცემლობებსა და მაღაზიებზე, რომლებიც ფბ–ზე სარეკლამო გვერდის ნაცვლად ფიზიკური პირის სახელით რეგისტრირდებიან, სქესით, ასაკით და ა.შ. და შემდეგ უნდა უყურო როგორ შეუერთდა ესა თუ ის კაფე ლოთების პარტიას და როგორ ხარხარებს სხვა მაღაზია ვიღაცის ფოტოზე.

ამ პრობლემაზე სპეციალური ჯგუფიც შევქმენი ერთ დროს. მარის კი ასეთებისთვის არაჩვეულებრივი სახელმძღვანელო აქვს გაკეთებული თავის სვიით ბლოგზე.

დასკვნის სახით:

ამგვარად, თუ თქვენ არ მიცნობთ, ან მიცნობთ მაგრამ შესაძლოა მე ვერ მივხვდე საიდან (განსაკუთრებით, თუ ისეთი სახელი გქვიათ როგორიცაა ბასასუნა ბასუ, დათუნია დათო, თაკუნია თაკო და ა.შ), ნუ დაიზარებთ, მომწერეთ 1 მესიჯი add friend reqeust-თან ერთად. სხვა შემთხვევაში, ქედმაღლობაში ნუ ჩამომართმევთ, თუ თქვენს თხოვნას დავაიგნორებ, ისევე როგორც მრავალი “ფრენდ–კოლექციონერისას”, რომელთაც თავისი ფერმის გაფართოებისთვის კიდევ ერთი ადამიანი სჭირდებათ, ან უბრალოდ სურთ თავი მოიწონონ 4,999 “მეგობრით”.

Exceptions / გამონაკლისები, როცა მე თვითონ დამიმატებია ადამიანები, რომელთაც არ ვიცნობ:

  • Public Person–ები, რომლებიც ზემოთაც ვახსენე. არა იმიტომ, რომ თავი მოვიწონო, მეგობრებში მყვანან–თქო. უბრალოდ, ვხედავ, რომ მათ აქვთ საინტერესო სტატიები, ნოუთები, რომელთაც მინდა გავეცნო და თუ წინააღმდეგი არ არიან ჰყავდეთ 4,998 მეგობარი, დამამატებენ. თუ არადა, არ მეწყინება :)
  • ადამიანები, რომელთაც არ ვიცნობ რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ვიცნობ ბლოგებიდან, ფოტო ან ჩვეულებრივი ფორუმებიდან, ან ფეისბუქზე რომელიმე დისკუსიაში მაინც გავსაუბრებივარ და i.e. რაღაც კონტაქტი მაინც შედგა
  • მოგვარეები (თუმცა უკვე აღარ)

გმადლობთ ყურადღებისთვის ;)

p.s. ეს პრევენციული ზომების ნაწილია ფბ ექაუნთის აღდგენის წინ ;)


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273