Je m'appelle Eka..

September 14th, 2009 by Katiée

SOS!!! რა ელის ბაგრატის ტაძარს???

ბაგრატის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, “უქიმერიონის გორაზე”. აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში (წყარო wikipedia)

მნიშვნელოვანი ფაქტები

  • 1952 წლიდან დაიწყო ტაძრის აღდგენა-კონსერვაციის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის მეცნიერული შესწავლა და გამოკვლევა.

ახლა კი უკომენტაროდ გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ბაგრატის ტაძრის აღდგენა–რეკონსტრუქციასთან დაკავშირებული გეგმების საილუსტრაციოდ:

გარე ფასადი
გამჭვირვალე გუმბათი შუშაზე მიხატული “ფრესკებით”

ინტერიერი

აქვე მინდა გთხოვოთ, ყურადღება მიაქციოთ კომპიუტერული დიზაინის ხარისხს, მარტო ეს კმარა ავტორის “პროფესიონალიზმისა” და გემოვნების შესაფასებლად.
ავტორი კი, ვინმე კახა ქორიძე გახლავთ.
ამბობენ, ეს ის “ღიმილის ბიჭია”, შარშან დეპუტატობას რომ ცდილობდაო. თუ ისაა, მაშინ აქუბარდიასთან ერთი დიალოგიც მინდა გავიხსენო. მაშინ, როცა ეს პატივცემული წინასაარჩევნო კამპანიას “აწარმოებდა”, აქუმ 2008 წლის შემოდგომაზე ქვეყანაში ინფორმაციისა და კომუნიკაციის ერთერთი მთავარი წყაროს – ინტერნეტის გათიშვასთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვა (გახსოვთ ალბათ კონკურენტთა ჭიდილი და კაბელების ჩაჭრები სახურავებზე). მსახიობმა, არქიტექტორმა და მომავალმა დეპუტატმა, რომელიც ეხლა “თანამედროვე ტექნოლოგიებით” ცდილობს ტაძრის აღდგენას, მიუგო – მე კომპიუტერს და ინტერნეტს არ ვიყენებ, ჩემი შვილი შედის ხოლმეო და არც ვიცი რა ხდებოდაო (მაშინ პოლიტიკოსობას ცდილობდა, მერე რა, რომ არ იცოდა რა ხდებოდა მისი საარჩევნო შტაბის მიღმა. ახლა უკვე ხუროთმოძღვრობას ცდილობს და რაც მთავარია, ამის უფლებას აძლევენ).

მაინც რატომ ატყდა ასეთი ამბავი, ნუთუ გვირჩევნია ბაგრატის ტაძარს აწვიმდეს, ათოვდეს და ნელნელა ინგრეოდეს?
რა თქმა უნდა არა!
ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ყოველთვის გული მეკუმშებოდა ოდესღაც დიდებული ტაძრის კედლების ნახვისას. რა თქმა უნდა საჭიროა ტაძრის აღდგენაც და გამაგრებაც.
მაგრამ შეიძლება ისტორიული ტაძრის ბედი ერთმა ან ორმა ადამიანმა გადაწყვიტოს და თან ასეთნაირად?


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273