იხილეთ სილვიო კალვის – იტალიელი ინჟინერისა და არქიტექტორის ჩანაწერების ქართული თარგმანი (English Version) :
“იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ბაგრატის ტაძრის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შესახებ “
2009 წლის აგვისტოს დასაწყისში საქართველოში გავემგზავრე სამოგზაუროდ. ომგამოვლილ ქვეყანაში სვანეთის სანახავად მივდიოდი. სვანეთის მწვერვალები და ველები ალპებს არ ჩამოუვარდება სილამაზით.
ქუთაისიდან მესტიისკენ მიმავლ გზაზე, როგორც ყოველთვის, იუნესკოს მსოფლიო მმეკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლების სანახავად შევჩერდი. მათ შორისაა ბაგრატის ტაძრის კომპლექსი, რომელიც ქალაქ ქუთაისში მდებარეობს. ეს არის ტაძარი გადახურვის გარეშე, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. მის აგებას X საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი და XI საუკუნეში დასრულდა. მას შემდეგ XVI საუკუნეში თურქების შემოსევის შედეგად დაზიანდა და დღეს ვერონის არენას ან, თუნდაც რომის კოლიზეუმს მოაგონებს მნახველს.
მოველოდი, რომ ვნახავდი ჩემთვის ჩვეულ სურათს, მდუმარე და აზიდულ მონუმენტს, არქეოლოგიური გათხრების გარემოცვაში მუდამ, რომ ფინანსურ დანაკლისს განიცდიან და კიდევ უფრო ძველი ტაძრების კვალს ეძებენ ამ ადგილებში.
ტაძარი 1994 წლიდან შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში და ამისათვის მადლიერი ვარ მთელი მსოფლიოს სახელით.
ჩემს ჩასვლამდე ერთი კვირით ადრე VIII საუკუნის მდიდარი მანდილოსნის სამარხი იქნა ძეგლთან აღმოჩენილი ურიცხვი ოქროს სამკაულებით.
მისვლისთანავე თვალი მოვკარი მლოცველთა ჯგუფს, რომელთაც სასულიერო პირი მიუძღოდა წინ. ძეგლის მთელს პერიმეტრზე ხარაჩოები იყო აღმართული სამშენებლო სამუშაოებისათვის და თვალში მეცა მუშების უთვალავი რაოდენობა, ისინი გამალებით მოძრაობდნენ და ირეოდნენ მნახველთა შორის.
ვიფიქრე, როგორც იქნა, დაუწყიათ კედლების გამაგრებისა და დაცვის სამუშაოები მართებული სარესტავრაციო პრინციპების მიხედვით.
გვერდითა კარით შევდივარ გათხრილ სამარხებზე დროებით გადებული ფიცრებზე გავლით. ძეგლის ინტერიერიც სავსეა ხარაოჩოებით და ცნობისმოყვარეობით ვიწყებ მიმდინარე სამუშაოების დეტალებზე დაკვირვებას არქიტექტორისა და ინჟინრის პროფესიული თვალით.
ვამჩნევ, რომ კედლები ლითონის ბადითაა დაფარული და ივსება ბეტონით. ახალი ქვის მბრწყინავი ფილებით იფარება კედლის ექსტერიერი, ბეტონის დასაფარად და დასრულებული სახის მისაცემად.
დროით ნაცადი ძველთაძველი კედლები სადღაც გამქრალიყო.
კათედრალის იატაკზე ვხედავ წრეში დაწყობილ ქვის კვადრებს; ეს ძველი ბურჯების ბაზები უნდა იყოს. ერთი ასეთი წრიდან, ვხედავ მთელი კონა რკინის არმირებაა ამოშვერილი: ჩვეული სურათია მშენებლობებზე, მაგრამ – საოცრად უჩვეულო აქ. ეს ხომ ახალი, (რამსიგანე?) ბეტონის ბურჯის საფუძველია, რომელიც ალბათ ახალი ქვით დაიფარება.
უხეში სამშენებლო კონსტრუქციები ყოველგვარი თანამედროვე საშუალებების გამოყენების საშუალებას გამორიცხავს. ვტრიალდები და ვხედავ ხარაჩოებით შემორაგულ რკინა-ბეტონით გასამაგრებლად გამზადებულ სვეტს. ვხვდები, რომ ძველი ქვის სვეტების ნაცვლად, ახალი ბეტონის სვეტების აღმართვაა განზრახული.

იატაკზე მოთავსებულ კიდევ ერთ ქვას უზარმაზარი ნახვრეტი აქვს ცენტრში – ახალი ბურჯის აღმართვა მზადდება. ერთი ჯერ კიდევ ხელუხლებელია: ნეტავ ეს თუ მაინც გადაურჩება გაბურღვას?
საშინელი იმედგაცრუება და აღშფოთება მეუფლება!
განა შეუძლებელი იყო მსუბუქი კონსტრუქციის მოფიქრება და დაგეგმვა, გამჭვირვალე მინის გადახურვით, ისეთი, რომელიც არ შეეხებოდა ძველ კედლებს და რომელიც ძველისა და ახლის განსხვავების შესაძლებლობას მოგვცემდა?
წარმოვიდგინე ლითონის თხელ სვეტებზე აღმართული მინის დამცავი მოცულობა, და მის ზემოთ მსუბუქი კონსტრუქციით შექმნილი სივრცე, მთის ყვავილების ანარეკლით.
და ჩემთვის გავიფიქრე, რას აკეთებს ამ დროს იუნესკო, ამგვარი პროექტის პირისპირ, პროექტის, რომელიც ასე შორს დგას თანამედროვე არქიტექტურული კულტურისა და პრაქტიკისაგან.
ეს იგივეა, რომ ვერონის არენას და ან რომის კოლიზეუმის ძველ კედლებს ახალი ბრწყინვალება შევძინოთ.
ამგვარ ძეგლებს დროის კვალი ანიჭებს სიცოცხლესა და ბრწყინვალებას და მათი წაშლა მთელი მემკვიდრეობის წაშლის ტოლფასია.
შენობის აღდგენა ძალიან განსხვავდება მისი ხელახლა აშენებისაგან.
იტალიაში დაბრუნებისას კიდევ ერთხელ ვათვალიერებ სამი წლის წინ ბაგრატზე გადაღებულ სურათებს. სიცოცლხითა და სინათლით სავსე ბაგრატის კედლების ფოტოებს ახლადნანახს ვადარებ და ემოციას ვერ ვიკავებ. ვხვდები, რომ ამასობაში ახალი ბურჯები იკავებენ ძველი ქვის ბურჯების ბაზების ადგილს.
საკურთხევლის აფსიდაც კი ახალი ფილებითაა შემოსილი!
გასაოცარია, ეს რესტავრაციაც კი არ არის, არამედ ნგრევა და ყალბი აღდგენაა.
მაშინვე დავძებნე იუნესკოს ვებგვერდი, ბაგრატის შესახებ ინფორმაციის მისაღებად. აღმოვაჩინე, რომ 2004 წელს იუნესკოსა და იკომოსის ექსპერტების კვლევის საფუძველზე მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, “მოუწოდოს სახელმწიფოს არ განახორციელოს არანაირი სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც გამოიწვევს ძეგლის გამორჩეული საყოველთაო ღირებულებისა და ავთენტიკურობის შებღალვას და დაჟინებით მოუწოდებს სახელმწიფოს, არ დაიწყოს არც-ერთი პროექტი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მიერ მისი განხილვის გარეშე”.
მეორე დოკუმენტშო აღნიშნულია, რომ საქართველოს სახელმწიფო და ეკლესია შეთანხმდნენ შეემუშავებინათ პროექტი, რომელიც ტაძარში ღვთისმსახურების განახლებას გახდიდა შესაძლებელს. ხოლო პასუხისმგებლობის აღებას, ჩანს, ყველა მოერიდებდა: “არაფერი ვიცოდი, არაფერი მინახავს”.
2004 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მოთხოვნა გაუგზავნა საქართველოს მხარეს და სარესტავრაციო პროექტის გადმოცემა სთხოვა, რათა განხილვა მოსწრებოდა 2005 წლის სხდომამდე.
იუნესკოს არანაირი დოკუმენტაცია არ მიუღია.
ძეგლების მდგომარეობის ამსახველ 2008 წლის ანგარიშში კვლავ მოიხსენიება საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მიღწეული შეთანხმება ტაძრისათვის რელიგიური ფუნქციის დაბრუნების შესახებ. მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი კვლავაც ადასტურებს, რომ ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქცია გამართლებულია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, და მხოლოდ სრული და დეტალური დოკუმენტაციის საფუძველზე და არავითარ შემთხვევაში ვარაუდზე დაფუძნებით. საქართველოს ხელისუფლება ადასტურებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ კათედრალის აღდგ







კიდე სხვა ბლოგებზეც წავიკითხე ინფო ამ ამბავზე და გამიკვირდა- რომელ გენიოსს მოუვიდა თავში ეს იდეა, და რომელმა გენიოსმა მოაწერა სამუშაოების დაწყების უფლებას ხელი! არ ვიცი რაააა. რა უნდა ელაპარაკო ამ ხალხს, და ვინაა პატრონი?
მომეწონა თქვენი ბლოგი, ახლახანს აღმოვაჩინე და გამიტაცა კითხვამ, სანამ ამ პოსტს მივადგებოდი.
ძალიან კარგია, როდესაც ადამიანი გულწრფელად წერს იმაზე, რაც აწუხებს, რასაც ხედავს და რასაც გრძნობს, მაგრამ სად გადის ზღვარი “სამართლიანი წუხილისა” და არაკომპეტენტურობას შორის?
გასაგებია. რომ საკითხით, რომლითაც დაინტერესდი, ღრმად არ შეისწავლე და ბევრი რამ არ იცი, არც რესტავრაციის პრინციპებისა გაგეგება რაიმე და არც იუნესკოს კანონმდებლობის, მაგრამ როდესაც წერ ამ საკითხზე და მით უმეტეს აკრიტიკებ ხმალამოღებით, მინიმუმ საფუძვლიანი არგუმენტები მაინც უნდა გქონდეს. სწორედ ასეთ “დაუსაბუთებელ”, ემოციაზე აგებულ, უცოდინრობითა და არაკომპეტენტურობით გულაღტკინებული პატრიოტები ქმნიან ისეთ ბნელ ატმოსფეროს, რომ თავისი საქმის სპეციალისტ და განათლებულ, საღად მოაზროვნე ადამიანებს ნიჰილისტებად აქცევს. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას.
ახლა რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს:
ქუთაისიდან მესტიისკენ მიმავლ გზაზე, როგორც ყოველთვის, იუნესკოს მსოფლიო მმეკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლების სანახავად შევჩერდი. მათ შორისაა ბაგრატის ტაძრის კომპლექსი, რომელიც ქალაქ ქუთაისში მდებარეობს. ეს არის ტაძარი გადახურვის გარეშე, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს. მის აგებას X საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი და XI საუკუნეში დასრულდა. მას შემდეგ XVI საუკუნეში თურქების შემოსევის შედეგად დაზიანდა და დღეს ვერონის არენას ან, თუნდაც რომის კოლიზეუმს მოაგონებს მნახველს.
აქ ძალიან ბევრი ფაქტობრივი უზუსტობაა, მაგალითად, ტაძარი, რომელიც “გადახურვის გარეშეა”და “დრო ვერაფერს დააკლებს”, ძალიან მცდარი წარმოდგენაა. გარდა ამისა, თქვენი ნაწერიდან იკითხება, რომ თითქოს ბაგრატი, რაც მის “ცუდ რესტავრაციამდე” იყო მოღწეული, სწორედ ის ნანგრევები იყო, რაც XI საუკუნეში თურქებმა შემუსრეს, რაც არასწორია. თქვენ არ იცით, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია დაიწყო მეოცე საუკუნეში ცნობილი რესტავრატორის, ვახტანგ ცინცაძის მიერ და იუნესკოს ძეგლთა სიაში შევიდა უკვე ნაწილობრივ აღდგენილი სახით, ანუ უკვე რესტავრირებული თავისი აღმოსავლეთის კარიბჭით. თქვენ რომ აღმოსავლეთის მეოცე საუკუნეში აღდგენილ კარიბჭეს უყურებთ, ალბათ ფიქრობთ, რომ ეს ის მასალაა, რამაც ათეულობით საუკუნე მოაღწია:)))))))
მეოცე საუკუნის 50-იან წლებში ბაგრატის ტაძარი იყო ეკალ-ბარდებით დაფარული ტერიტორია, სადაც მიმობნეული იყო ტაძრის ნანგრევები და ლოდები. ნუთუ ფიქრობთ, რომ მეოცე საუკუნის 50-იან წლებში დაწყებული რესტავრაცია, რომელიც ვერ დასრულდა სხვადასხვა გარემოებების გამო, არ უნდა გაგრძელდეს? თუ დარჩეს მეოცე საუკუნის ვერ დასრულებული რესტავრაციის მოსაგონრად?
გარდა ამისა, მაინტერესებს, კონკრეტულად რით ხარ კმაყოფილი და მადლიერი, რომ იუნესკოს ძეგლთა სიაში იწერება ბაგრატის ტაძარი? რატომ გაქვთ ასეთი ცალმხრივი მიდგომა, თქვენ იცით რა სარგებლობა მოაქვს იუნესკოს ნუსხაში აღრიცხვას?
იცით თუ არა, რომ ის რესტავრატორები, რომლებიც ბაგრატის აღდგენაზე მუშაობენ რომლებსაც ასე ცუდად მოიხსენიებთ, რომ სწორედაც ვახტანგ ცინცაძის საქმიანობის გამგრძელებლები არიან და რომ არა ვახტანგ ცინცაძის წამოწყებული საქმე, თქვენ შთამბეჭდავი “დღეს ვერონის არენას ან, თუნდაც რომის კოლიზეუმს” ნამდვილად ვერ მოგაგონებდათ და მის ნაცვლად ეკალ-ბარდებში მოგიწევდათ სიარული ძველი მიმოფანტული ლოდების მოსანახულებლად?
მოკლედ აღარ მინდა გავაგრძელო და კიდევ შემოგედავოთ სარესტავრაციო ტექნიკაში, რადგან საამისოდ ელემენტარული კომპეტენცია მაინც იქნება საჭირო.
ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი კომენტარის დაწერა მომიწია და გთხოვთ, რომ საწყენად არ მიიღოთ. ეს იყოს კარგი გაკვეთილი იმისა, რომ ჯერ საკითხი შეისწავლოთ და შემდეგ გააკეთოთ ასეთი ცილისმწამებლური განცხადებები ბლოგზე.
მადლობა
იმედია, დაკვირვებით წაიკითხეთ პოსტი და დასაწყისშიც შეამჩნიეთ ეს ტექსტი ხომ?
და შესაბამისად, თქვენი კომენტარი ბლოგის არა და ამ სტატიის იტალიელ ავტორს ეკუთვნის? (თუმცა, მეეჭვება, წაიკითხოს ქართულად :|)
ჩემი კომენტარი რა თქმა უნდა სტატიის ავტორს და მისი შეხედულებების გამზიარებლებს ეკუთვნით :)
უკაცრავად თუ მწვავე ტონით მომიწია ჩემი მოსაზრების გამოთქმა.
ჩემი კომენტარი ეკუთვნის სილვიო კალვის სტატიასაც, ვინც მის მოსაზრებას იზიარებს და ზოგადად ყველა იმ არაკომპეტენტურ და დაჩაგრულ ქართველს, რომელსაც პროფესიონალი გონია ის, ვისაც უბრალოდ უცხოური სახელი და გვარი “ამშვენებს”.
ყოველთვის ასე იყო და არის საქართველოში, ყოველთვის ვაღმერთებთ უცხოელებს.
ის, რომ სილვიო კალვი იტალიელია, ეს უკვე ჩვენთვის ნიშნავს მის ღირსეულ პროფესიონალიზმს და დანარჩენს ჩვენდა სამწუხაროდ აღარ ვეძიებით.
გარდა ამისა, არა მგონია სილვიო კალვის ისე ტკიოდეს ქართული ძეგლების მდგომარეობა, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი ცხოვრება ბაგრატზე მუშაობენ.
სილვიო კალვისთვის შეიძლება არც იყოს დიდად მნიშვნელოვანი, აღდგება თუ არა ბაგრატის ტაძარი. მას ხომ თავის იტალიაში მრავალი სიწმინდე აქვს აღდგენილი და სულის დასამშვიდებლად ეგეც ეყოფა. მისთვის მხოლოდ “პროფესიული” საკითხია და მეტი არაფერი.
ჩვენც დაგვაცადოს მიხვედოთ საკუთარ ტაძრებს!
რაკი ასეთი გათვითცნობიერებული ხართ ამ ყველაფერში და ვატყობ, მეტი პროფესიონალიც, ვიდრე მე (ან ამ კრიტიკული წერილის ავტორი), იქნებ ბარემ კონტრ-კრიტიკის ნაცვლად ის დაგეწერათ, რეალურად რა ხდება, რა მეთოდით ხდება აღდგენა და არის თუ არა ის მაკეტი, რაც ფოტოებზეა, ტაძრის აღდგენის რეალური პროექტი? ან თუ არ არის, მაშინ რა არის?
საინტერესოა!
მით უფრო, რომ ბაგრატის ტაძრის ბედი ჯერ ისევ გადასაწყვეტია…
მინდა გავაგრძელო წინა პოსტის პათოსი, ძალიან გული მწყდება ქართველებზე, რომლებიც ყოველგვარ უცხოურს აფეტიშებენ- საეჭვო რეგალიების მქონე უცხოელებს ენდობიან და სკეპტიკურად არიან განწყობილი ყველაფერი სამამულეს მიმართ; ასე ქვეყანა ვერ განვითარდება- პირველ რიგში ახალგაზრდობამ უნდა დაიბრუნოს რწმენა და თავდაჯერებულო ბა საკუთარი ქვეყნის წინაშე; პასუხისმგებლობის გარეშე ვერაფერს მივაღწევთ- უცხოელებზე საქმის გადაბარება-” მან ჩვენზე კარგად იცის”, და ასე შემდეგ- პასუხისმგებლობის მოხსნის ტოლია… მე იმედს ვიტოვებ, რომ ბაგრატის , გელათის ოშკის , სვეტიცხოვლის, ალავერდის ამშენებელი ერი, თუ ნამდვილად ამ ერის სულიერი მემკვიდრეები ვართ, საკუთარ თავში გამოძებნის ძალებს და უცხოელთა ზერელე, უგულო რეკომენდაციებს გვერდზე გადადებს და თვითონ ეცდება განვითარებას!