Je m'appelle Eka..

January 29th, 2013 by Katiée

სუ(რ)ნ(ელ)ი

სუნი — სპეციფიკური შეგრძნება ჰაერში მფრინავი არომატული ნივთიერებების არსებობისა, რისი გამოვლენა ხდება ყნოსვის შეგრძნების ქიმიური რეცეპტორების მეშვეობით, რომელიც განლაგებულია ცხვირის ღრუში.

სუნი დავკარგე. ყნოსვა კი არა, სუნი, იგივე სურნელი.

yohji yamamoto pour femme

რამდენი ხანია ვეძებ, მაღაზიიდან მაღაზიაში, საიტიდან საიტზე. საშინელი შეგრძნებაა, როცა გგონია, რომ საკუთარი სუ(რ)ნ(ელ)ი დაკარგე და ვერ პოულობ.

სულ მიკვირს ადამიანების, რომლებიც სუნამოს მოდის მიხედვით იცვლიან თვეში ერთხელ. იმათიც მიკვირს, ვინც სუნამოს საერთოდ არ იყენებს.

სუნი ყველაზე ძლიერი ფაქტორია მეხსიერებიდან კარგი თუ ცუდი არქივის ამოსატივტივებლად. ალბათ ამიტომ, მგონია, რომ უსუნო ადამიანები ადვილად ქრებიან სხვისი მეხსიერებიდან.

ვაგრძელებ ძებნას.


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273