სვანები ევროკავშირში! :D

შოკისმომგვრელ ინფორმაციას გადავაწყდი ინტერნეტში, სრულიად შემთხვევით smile.gif)

ბასკებთან ქართველთა ნათესაობის არ ვიცი, მაგრამ სვანებს და ფრანგებს ნამდვილად ერთი ძირი აქვთ!

ჯერ მარტო ის რად ღირს, სვანური სათიბები, იალაღები და სალოცავები რომ სულ ფრანციცულად გამოითქმის:

ლა’სდილ
ლა’ფურ
ლე’რმელ
ლა’მარია
ლა’გვირკა

და ა.შ.

ჰოდა,
აგერ თურმე სამზარეულოც ერთი არ გვქონია?

ამდენი ხანია თავი მომქონდა, კუბდარზე გემრიელი თაშ’მ’ჯაბიათქო (ზემოსვანურად – შუშა)
და თურმე ესეც ფრანგული არ ყოფილა?

ა ფაქტი:

ვინც არ იცის,
ეს არის კარტოფილის მდუღარე პიურეში (სასურველია რძეგარეულში) ჩაზელილი ახალი ყველი, რომ იწელება ისეთი.
უგემრიელესია, მიუხედავად იმისა, რომ მიშოს თქმის არ იყოს, ცომს გავს biggrin.gif

ჰოოდა, აი დღეს, About.Com-იდან გამოწერილ ფრანგულის გაკვეთილებში აღმოვაჩინე, რომ ზუუსტად(!), 100% იდენტური ტრადიციული საჭმელი ჰქონიათ ფრანგებს ავეირონის პროვინციაში, სახელად Aligot, რომელსაც კულინარიულ წიგნებში აუცილებლად გასასინჯ არაამქვეყნიურ კერძად მოიხსენიებენ.

მართალია, გაკვეთილის ავტორი ამბობდა, ცუდ რესტორანში მოვხვდი და მზარეულმა იმდენ ხანს ურია ჩვენს საჩვენებლად, სანამ არ გააცივა და თან, მგონი ყველიც არ ვარგოდაო, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ქართული შუშაცა და ფრანგული ალიგოტიც ზუსტად ერთნაირად მზადდება!smile.gif
(მომზადების წესი იხილეთ აი აქ)

ჰოდა,
სვანებო,
ის დროა საფრანგეთის პასპორტებზე დასაბუთებული პრეტენზია განვაცხადოთ და ევროკავშირის მოქალაქეობა მოვითხოვოთ!

ევროკავშირში შესვლის სხვა პერსპექტივა მაინც არ ჩანს და ისევ, ასე სათითაოდ თუ შევეტენებით :D

ჰა, რას იტყვით? :P

This entry was posted in Bla-Bla-Bla, This is funny, This is life, This is useful, Uncategorized and tagged , , , , . Bookmark the permalink.

19 Responses to სვანები ევროკავშირში! :D

  1. bESO says:

    დასაბუთებული პრეტენზია: “მომეცი პასპორტი!!!” :))

  2. Tamar.J says:

    ვაა!!! ფოტოებიც რა სასწაულად გავს ერთმანეთს, სადოქტორო თემა გაქვს, რა გინდა? რაც შეეხება ევროკავშირს, არა მგონია ამჟამად ეგ სახარბიელო იყოს, შესთავაზე ფრანგებს, მანდეთ შემოგიერთდნენ სვანებს და მერე დანარჩენი ქართველებიც შეგვიერთეთ! იქნებ გვეშველოს :-D

  3. ნინო says:

    მე სვანი ლექტორი მყავდა,იმას შემოვევლე, ძალიან მაგარი ქალი.რომელმაც მასწავლა: “მი სი მალატ”–იმედია, სწორად მახსოვს და ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, რომელ ენაზეც მომისმენია, ეს ყველაზე მაგარი წინადადება,ყველაზე კარგად ჟღერს სვანურად:)

  4. Katiee says:

    ნინო
    აი, ეგ ფრაზაც ხომ წაუფრანგულებს ცოტა :D
    ოღონდ კონკრეტულად ეგ, ზემოსვანური ვერსია.
    ქვემოთ – მი სი მალატხი–ა. (ხი მეორე პირის ნიშანია)

  5. shu says:

    svani bebia mkavda gelbaxiani da dakali mkavs chxetiani .))) kubdari magra mikvars mara eg meore sachmeli ar gamisinjia:)))))) albat kai ikneba

  6. Lalena says:

    აუ არ გამისინჯავს, მაგრამ მომენტალურად მომინდა :)))) ხოოოდა სასწაულია, მაგრამ კიდევ უფრო სასწაული ისაა, რომ იმერული ხაჭაპურის მომზადებას არაფერი უნდა, და ბავშვობაში ყოველთვის რამდენი ბებია გამომიცხობდა იმდენი ვიტანჯებოდი ფიქრით ასთი ადვილი რამ როგორ ვერ მ,ოიფიქრეს უცხოელებმა, რომ პურში ჩედოთ ყველითქოოო :)))

  7. shu says:

    erti kitxva makvs: saindan gadmovicero kartuli cignebis elektro versia?????

  8. Katieé says:

    Lalena
    მეც ბევრჯერ მიფიქრია მაგაზე. და საერთოდ, ჩვენი ყველაზე გამორჩეული საჭმელები მარტივია და ალბათ მაგიტომაც აოცებს სხვებს.
    მწვადი – ჯოხზე შემწვარი ხორცი
    ხინკალი – ცომში გახვეული დაკეპილი ხორცი
    ხაჭაპური – ცომში შეხვეული ყველი

    რომ შეადარო უცხოურ კერძებს, სასაცილოც კია თავისი სიმარტივით :)

    shu
    კი, ძალიან კარგია, ოღონდ, რა თქმა უნდა, კარგად გაკეთებული, კარგი ყველით :)
    შანსი თუ მოგეცემა, აუცილებლად გასინჯე, მერე რა, რომ “ვიდზე” მართლა ცომს გავს :D

  9. Katieé says:

    shu

    შენს ლინკზე გასვლა ვცადე და ვიღაც ფეხმძიმე ქალის ბლოგიაო დამიწერა.
    ამიტომ აქვე გპასუხობ:
    არ ვიცი. ყველაზე კარგი საშუალება გუგლის საშუალებით მოძებნაა. ეს უფასოდ.
    ფულის გადახდით კი ამაზონიდან, თუ არ ვცდები.

  10. mariefille says:

    ძალიან ბევრი ვიცინე :) სვანებზეც ვგიჟდები და ფრანგებზეც,აი ამითაც ენათესავებიან ერთმანეთს :)

  11. იფ იფ იფ იფ! :თითებს რომ იკოცნის სმაილი:

  12. ლევან არღვლიანი says:

    მარცხენა ფოტო როგორ მეცნობა ეკა :)

  13. Katieé says:

    ჰოოო ლევან, წესით უნდა გეცნობოდეს :P

  14. kesaria36 says:

    დაგვიანებული მესიჯი!
    მივლინებიდან დავბრუნდი! ძალიან მიყვარს თაშ-მჯაბი, მაგრამ თბილისში გაკეთებული თაშ-მჯაბი ვერასდროს შეედრება სვანურს. ალბათ სვანური ყველის ბრალია..წყლის, ცეცხლის და ჰაერის.(მე ჩემებური კონცეფცია შევიმუშავე სვანურ კერძებთან მიმართებაში :))
    მოკლედ, რა მინდოდა მეთქვა!
    თაშ-მჯაბზე ერთი ამბავი გამახსენდა. მინდა მოგიყვე იმ იმედით, რომ ბიძაშენი ამ ბლოგზე არ შემოვა და ვერ წაიკითხავს!
    ბავშვობაში ძალიან ცელქი და მოუსვენარი იყო. აკლებული ჰყავდა მთელი სოფელი.
    “ლაგატკით”მომარჯვებულმა არ დატოვა ცოცხალი ბატი და ქათამი. გაგანია ლეწვისას მეზობელის კალოს ცეცხლი წაუკიდა და მოედო სხვა მეზობლების კალოებს და დატოვა მოსავლის გარეშე სოფელი. კიდევ უამრავი რამ შემიძლი მოვყვე მაგრამ გამახსენდა თავში სიტყვა “მოკლედ” ვახსენე და აღარ გადავუხვევ.
    ერთ მშვენიერ ცა-ფირუზ-ხმელეთ-ზურმუხტიან-სვანურ დღეს მორიგი ტერაქტის ჩატარების შემდეგ ბიძაშენი შევარდა დედულეთში (გაუთხოვარი დეიდები ჰყავს და მასზე ამოსდით მზე-მთვარე-ვარსკვლავები). გამოურბენინეს დეიდებმა ცხელ-ცხელი თაშ-მჯაბი და ბიძაშენმა არცაციაარცაცხელა და უზარმაზარი ლუკმა დაუღეჭავად გადაუშვა ხახაში!(ჭამაშიც ცელქი იყო ეტყობა)გადაუშვა და გადმოკარკლა თვალები..
    გადმოხტნენ სწრაფი სვანი დეიდები და რომ გლიჯეს ბიძაშენს ზურგზე..5 მეტროზე იფრინა თაშ’მჯაბმა და მოპირდაპირე კედელზე პლაკატივით გაეკრა!
    ასე რომ ჩემო ეკა! თაშ’მჯაბი კარგია, მაგრამ მისი მიღების წესებიც უნდა დაურთო, რადგან სვანური ყველი სვანებივით ამაყია და ძალიან იწელება. :)

    • Katieé says:

      აააჰაჰაჰაჰაა
      ვაიმე, ცუდად ვარ, რამდენი ვიცინე(თ) :D :D :D
      რა კარგად აღწერე, თვალწინ მედგა პატარა, ბუხუნხულა ბიძაჩემი თაშ’მ’ჯაბის თეფშით ხელში :D

      ბაბუაჩემსაც დამართნია რაღაც მსგავსი და მას მერე დასანახად ვერ იტანდა თაშ’მჯაბს :D

      პ.ს. რა კარგად წერ, კომენტარები მარტო არ კმარა, შენც რომ ერთი გვერდი გააკეთო რა კარგი იქნება :*

  15. ლუკა says:

    აუუ საღოლ იმედი მომეცა რო ერთადერთი შანსი მომეცა ევროკავშირში შევტყაპუნდეტ სვანები მაინც :D:D:D:D

  16. ნამე says:

    ეკა,კარტოფილის პიურეს მომზადების რვაასამდე ვარიანტი არსებობს და მათ შორის ყველაზე პოპულარულია რძით ან ყველით მომზადება.:)
    ასე რომ სვანებისა და ფრანგების გარდა,Cream Cheese Mashed Potatoes-ის სხვადასხვა ვარიანტები კიდევ მრავალ ქვეყანაშია ცნობილი.
    ასე რომ,თაშ’მ’ჯაბი იმდენადვეა სვანური კერძი,რამდენადაც სირტაკი ბერძნული ეროვნული ცეკვა.:)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>