Je m'appelle Eka..

December 1st, 2011

მკვლელი მშობლები

როდესაც საკუთარ შვილებზე შეყვარებულ მშობლებზე ამ პოსტს ვწერდი, არ მიფიქრია, რომ სრულიად საპირისპირო შემთხვევებიც არსებობს ან ისეთი, როცა ზედმეტი სიყვარული და შვილის სრულყოფილებისკენ სწრაფვა სიძულვილსა და სადიზმში გადადის.

ალბათ ბევრს გინახავთ შუა ქუჩაში, პლაჟზე ან სხვა საჯარო ადგილას ქალი, რომელიც გამეტებით ურტყამს, თმით ითრევს შვილს, ყურებს ახევს, უკივის, სჯის იმის გამო, რომ ‘წესიერად არ იქცევა ხალხში’. ალბათ იშვიათად გინახავთ, ვინმე ჩარეულიყოს ამ ამბავში: თავის შვილია და რასაც უნდა, იმას უზამს” მოტივით. ან უარესი: მართალია, დედას არ უჯერებს, უნდა ისწავლოს ქუჩაში მოქცევა.

ცოტა თუ ფიქრობს, ხოლო თვითონ აგრესიული მშობელი ყველაზე ნაკლებად, იმაზე, ვისი საქციელი უფრო სამარცხვინოა ხალხში: პატარა ბავშვის, თუ მკაცრი მშობლის. იმაზეც ცოტა ფიქრობს, რა ხდება სახლის კედლებს მიღმა, თუ საჯაროდ ასე არ ერიდებიან ბავშვის უკიდურესი ფორმებით დასჯას, რა ზომებს შეიძლება მიმართონ მაშინ, როცა არავინ უყურებს.

ალაგ-ალაგ მეორე უკიდურესობასაც გაიგებს კაცი: ნტ ნტ ნტ, როგორ შეიძლება თურმე სოფელში 10 წლის ბავშვს ამუშავებენ და სკოლაში დახეული ბოტებით დადის. შეიყრება მთელი ტელევიზია, გადაიღებენ 1-2 სკანდალურ სიუჟეტს, რამდენიმე NGO გრანტს მოხსნის ოჯახური ძალადობის თუ ბავშვის უფლებების თემაზე, ჩატარდება ტრენინგები, რომელსაც ძირითადად უშვილო ადამიანები დაესწრებიან და კრება რჩება მხიარული.

იმედი მაქვს, ჯერჯერობით საქართველოში ბავშვების დასჯის ფორმებს ამ დონისთვის არ მიუღწევია, მაგრამ სიღარიბის, ეკონომიკური კრიზისის და საერთო-სახალხო ნევროზის ზრდის ფონზე არაფერია გამორიცხული.

29 ნოემბერი, 2011. საფრანგეთი.

ბასტიან შამპენუა, 3 წ.

33 წლის უმუშევარმა კრისტოფ შამპენუამ გადაწყვიტა, 3 წლის შვილი, ბასტიანი დაესაჯა იმის გამო, რომ მან ბაღში, კლასელის ნახატები უნიტაზში ჩარეცხა. მამამ დასჯის ორიგინალური ფორმა აირჩია: ბავშვი სარეცხ მანქანაში შესვა და მანქანა ცივ რეჟიმში დაატრიალა (დიდი შეღავათი). რასაკვირველია, ბავშვი გარდაიცვალა, თავის მძიმე ტრავმებით. რომ არა 5 წლის ძმა, პოლიცია და მეზობლები ვერასდროს გაიგებდნენ, რომ ბასტიანი კიბეზე არ დაცემულა და რომ დასჯის ეს მეთოდი ჩვეულებრივი ამბავი იყო ამ ‘ოჯახში’.

აგვისტო, 2011. დალასი, ამერიკა.
მამამ და დედინაცვალმა 10 წლის ჯონათანი უწყლობით დასაჯეს, იმის გამო, რომ მან ლოგინში ჩაიფსა. 5 დღე, უკონდიციონერო ოთახში უწყლოდ ყოფნის გამო ჯონათანი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ყელში არახისის კარაქით ჰქონდა გაჩხერილი, რომლის გადასაყლაპად წყლის ყლუპის დალევის უფლებაც კი არ მისცეს ძვირფასმა ‘მშობლებმა’.

ივლისი, 2010. იაპონია.
ჯუნკო ეგაშირამ, 34 წლის დედამ, საკუთარი 5 წლის შვილი პლასტმასის თოკით თაროზე ჩამოკიდა და ძალიან გაოცდა, რამდენიმე საათში რომ მკვდარი აღმოაჩინა. მოგვიანებით გაამხილა, რომ ბავშვის ამ და სხვა დასჯის მეთოდებს ხშირად იყენებდა: ხან თაროზე კიდებდა ხელებგაშლილს და მაჯებზე წყლით სავსე ბუშტებს კიდებდა, ხან სარეცხ მანქანაში სვამდა პირზე სკოჩაკრულს და გაკოჭილს და ნელნელა წყლიტ ავსებდა. ხანდახან, ატრიალებდა კიდეც.

ამ შემზარავი ისტორიების უკან არ ვიცი ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანები დგანან თუ გაუნათლებელი იდიოტები, რომლებმაც არ იციან, რომ უწყლობა კლავს, ყელში თოკის წაჭერა კი – ახრჩობს. მაგრამ, ფაქტია, რომ ყველა მშობლის ძირითადი მოტივაცია შვილის სრულყოფილად აღზრდა იყო და მათი “გამოსწორების” მიზნით მიმართავდნენ დასჯის ამ ორიგინალურ ფორმებს.

მართლაც ღირს დაფიქრება, სად გადის ის ზღვარი, როცა უნდა ჩავერიოთ “სხვისი ბავშვის აღზრდაში”, როცა თვალი აღარ უნდა დავხუჭოთ აშკარა ძალადობაზე და არ უნდა გავატაროთ სხვისი ჭირი, როცა ჯერ კიდევ გვიანი არ არის, მაგრამ უკვე დროა.

October 16th, 2010

საქართველო აბორტის ევროპულ რუკაზე

” სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2007 წელს საქართველოში 20.000-მდე აბორტი გაკეთდა. სხვადასხვა გათვლით, აბორტების რიცხვი დაფიქსირებულზე 4-ჯერ მეტია, რადგან ჯერ კიდევ ხშირია არალეგალური აბორტების შემთხვევებიც”.

ხელოვნურად შეწყვეტილი ორსულობების სტატისტიკური რუკა ევროპაში.
უკომენტაროდ:

http://www.johnstonsarchive.net/policy/abortion/

ასევე იხილეთ: გამქრალი გოგოები

October 14th, 2010

გინდა შვილი? ッ

Watch these, before you decide to have a baby 

funny baby

ჩინელი თუ კორეელი “მომღერალი”:

ესეც ყველასთვის ცნობილი ვიდეო, 238 მლნ ნახვით იუთუბზე, მაგრამ უამისოდ ბავშვების თემაზე პოსტი არ შეიძლება:

უსაყვარლესი ვიდეო, სადაც ბავშვებს მძიმე გამოცდა/ექსპერიმენტის წინაშე აყენებენ:

Read the rest of this entry »

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins