Je m'appelle Eka..

August 25th, 2015

ცივი ზღვის ნაპირზე

ორი კინკილა გიჟი გადარეული და ზღვას დახამებული თბილისელი იყინავდა თავს ბათუმის ცივ ქვებზე. ზღვა მოდგაფუნებდა, ერთი-ორჯერ კიდეც მოგვწვდა და გაგვწუწა. ორი დღე მტკიოდა წელი იმ ქვებზე რომ გამეყინა. მაინც კარგი იყო. იოდის და თევზის სუნი მოაქვს ხოლმე ზღვას. ამას თბილისში ვეღარ იგრძნობ.

ამ დროს გამყიდველიც თითო-ოროლა თუ გამოივლის. ვის რა უნდა მიყიდონ, ნაპირზე არავინაა. რომ არ უჭირდეთ, ამ ქარში რა გამოიყვანდათ.

bebo1

 

– გოგოებო, იყიდეთ რამე.

– რა გაქვთ? ეს ბრინჯის ბურბუშელა რა ღირს?

– ლარნახევარი, ჩემი გოგო.

რაამბავია.

25 თეთრი ღირდა ჩემს ბავშვობაში და მაგარი დელიკატესი იყო.

ვნახო ერთი, როგორია სინამდვილეში ბავშვობისგემოიანი ფშუტურა ფანტელები.

burbushela1
August 5th, 2011

კომპიუტერის ქვეშ მზე არ ანათებს :)

5 წუთის წინ გაცნობილი 20-22 წ გოგონა: – ვაიმე, შენ რა თეთრი ფეხები გაააააქვს?
მე: – ჰო, იცი, კომპიუტერის ქვეშ არ ანათებს მზე და.. :)
გოგონა: – ნუ, მეც კომპიუტერთან ვზივარ მთელი დღე მაგრამ მაააქვს ზაგარი :)))
მე: [ კომენტარის გარეშე ]

დრო, როცა ‘ზაგარი’ მზეზე ნაშრომი ღარიბი გლეხის ან ტრაილერის მძღოლის პროფესიულ დამღას წარმოადგენდა, ფაქტია, რომ წარსულს ჩაბარდა, აღარც ქოლგებქვეშ შეფარებული და ფერუმარილით შეფიფქული თეთრი ქალებია მოდაში. თუმცა, მეორე უკიდურესობა და უზაგროების (ანუ უფულოების, უშვებულებოების, უგემოვნოებისა და შესაბამისად – უდონოების) დისკრიმინაცია და ცხვირაბზუებით “შენიშვნის” მიცემა როდის დამკვიდრდა, კარგად ვერ შევნიშნე. ერთი ის კი მახსოვს, 5-6 წლის წინ, ერთ ადრეულ შემოდგომას, მთაში გატარებული არაჩვეულებრივი შვებულების შემდეგ მძღოლმა “როგორ ხარ?”-თან ერთად, “რა თეთრი ხარ გოგო, არ გრცხვენია, დასასვენებლად არ ყოფილხარ?”-ო, პირველ წინადადებაშივე რომ მომახალა :O

არ იფიქროთ, რომ ზაგრიანების მშურს ან უზაგრობის კომპლექსი მაქვს :D უბრალოდ, ამ პოსტის დაწერის შთაგონების წყარო ნინო ნატროშვილის ამასწინანდელ სტატიასთან ერთად ჩემი და ჩემი მეგობრის ცხელ-ცხელი, სასკაიპო დიალოგიც გახდა (იხ.ქვემოთ).

უფრო ადრე კი, პოსტის დაწერას სხვა თემაზე ვაპირებდი, ჩემი ერთ-ერთი და განუმეორებელი ზაფხულის მეგობრის – მარაოს დისკრიმინაცია-დისკრედიტაციის წინააღმდეგ ხმის ასამაღლებლად. ნაცნობ-მეგობრების სტანდარტული შემოტევა დაახლოებით ასეთი ფორმას იღებს:

- რა არის, რა გიჭირავს ეს, ბებრებს უჭირავთ!
– ჰოო? და მე რომ მკიდია, არა უშავს? მომწონს, ლამაზია, მაგრილებს და სახიდან ოფლის მდინარეების ჩამოსვლას და დამწვარ კანს, მირჩევნია მარაოთი ვიარო, ვისაც არ უნდა ეჭიროს:)
– მაშინ ელექტრო მარაო მაინც იყიდე! :|
– [ კომენტარის გარეშე ]

ელექტრო "მარაო", რომელიც ჩემი მოკრძალებული აზრით ვიბრატორს უფრო ჰგავს

ან უფრო სხარტად და ლაკონურად:

- ოჰ, არ დაგეკარგოს არსად ეს შენი მარაო! :D

არ დაგავიწყდეთ, ეს მაშინ, როცა ყოველ მესამე ოჯახს უფულობის, ყოველ მეორეს კი  სიცხეამტანობის გაურკვეველი წარმოშობის სურვილის გამო სახლში კონდიციონერი არ აქვს და ერთადერთი გამოსავალი წუწაობა ან სხვა ფორმით თავის შველაა, ან მთლად უარესი – აქვს და არ რთავს ‘ბავშვი გაცივდება’ ან ‘ბევრს წერს’ მიზეზით. უკაცრავად, მაგრამ თქვენს ბავშვს სული რომ ეხუთება და კანზე ტანსაცმელი ეწებება, ვერ ამჩნევთ? ან მაცივარი რომ გამოტენილი გაქვთ შემწვარ მოხრაკულით, ეგ არ წერს ბევრს? :D

ჰო, კაი კაი, რა ჩემი საქმეა, როიალი მათია და სადაც უნდა დადგამენ. გადავუხვიე. სჯობს, ისევ პოსტის დასაწყისს დავუბრუნდები და შეპირებულ skype-დიალოგს შემოგთავაზებთ, ამ შაბათ-კვირას ბათუმში “დაგეგმილ” გრანდიოზულ წვიმებთან დაკავშირებით:

N.: გოგო, დახურულ აუზში იცურავებ
Ekateriné : ცურვა მე არ ვიცი და დახურული აუზი რა ჯანდაბად მინდა
Ekateriné : მე მინდა მზე!
Ekateriné : :D
N.: და მერე რომ ჩამოხვალ, ვისაც კი შეხვდები ეგრევე აჯახე “ნახეთ რა მაგარი ზაგარი მაქვს”
N.: და ვერაფერს ვერ გეტყვიან
N.: ფსიქოლოგიურ ნაჟიმს გაუკეთებ
N.: და დააჯერებ, რომ გაქვს ზაგარი! :D
Ekateriné : :D:D:D:D:D:D

პ.ს. მიხვდით ალბათ, ხუმრობს.. ;)

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins