Je m'appelle Eka..

July 24th, 2010

მუცო

სადაც ოქროსფერი მზის ქაფია,
თორღვაის ცხენები იქ აბია,
ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია,
ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს.
მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას,
მტერი მამულისა მიკაფია,
სისხლი წყაროსავით მიხაპია,
იმედი რომ ერქვა მუცოს.
“ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ,
მტერი, მოყვარე მთავარია,
ჩემთან არც ერთი არ არიან,
ყველასთვის გავმხდარვარ უცხო”.
ნეტა ეს ხმაა და რა ზარია,
რა გოდება და თავზარია,
მუცოს ბეჭები გაბზარვია,
ჟამისგან ძლეულა მუცო…
სურდათ აკვნები ურწეველი,
მტერი არ დარჩა უწვეველი,
“წასული თავ-ბედ უწყევლელი,
ქართლს მტერი ეყოლება ნურცო”.
ასე ურყევი და ურღვეველი,
მტრისათვის ხარკის უძლეველი,
გაუტეხელი და უძლეველი,
ჟამისგან ძლეულა მუცო.
სადღაც ლამპიონთა ღაღანია,
სადღაც ვაჭრობაა გაგანია,
ვიღაც მდიდრდება და წუწკობს.
აქ კი აღარც თორღვა ძაგანია,
აღარც ფარ-შუბების ჭახანია,
მშველელს ელოდება რა ხანია
ბეჭებგაბზარული მუცო…

გელა დაიაური

მუცო

April 13th, 2010

მე რომ წავალ… – ნიკო გომელაური (1970-2010) (restored)

~მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას …  ~

ღმერთმა აცხონოს…

March 26th, 2010

აქ, ვარკვლავებთან ახლოს (restored)

ავტორი: კობა ჭუმბურიძე (მწერალი, პოეტი)
კითხულობს ავტორი

პირგაზაფხულის წვიმა გამოჰპარვია ცას, ალერსით მოციმციმე უფოთლო ტოტებს რთავს, სანაკადულე თოვლი დაგუბებია მთას, ქარი უწეწავს ტინებს ნისლის ჭაღარა თმას.

აქ, ამ ტატანი ცის ქვეშ, განმარტოების ჟამს, ფიქრი იხელთებს თითქოს ჭეშმარიტების ჩქამს და დგება წამი, როცა გამოუტყდები თავს – წუთისოფელი ჩვენი თურმე რარიგად ჰგავს მთიდან დასხლეტილ ზვავს, გზად რომ ყველაფერს ნთქავს…

სულში სხვა განცდა სახლობს აქ, ვარსკვლავებთან ახლოს, სადაც გოროზი შხარა მწყემსავს ღრუბლების ფარას,

ამ მურყვამიდან უკვე ზეცას შეახებ ხელს, მზეს საგალობელს უკმევ, ქვეყნად ყველაზე ძველს, ხოლო მაჩუბის კართან ანგელოზი რომ დგას,
ნურვის დაუთმობ სხვას…

პ.ს. დიდი მადლობა ბატონ კობას ამ ლექსისა და ვიდეოსათვის. რით დავიმსახურე, არ ვიცი :)

ავტორის შემოქმედება იხილეთ მის პერსონალურ ვებ–გვერდზე: http://alternativa.ge ან აი აქ.

February 11th, 2010

ტაში ბიჭო გიორგუნა, არ გოუშვა ე გოგუნა!

ცნობილი რაჭული ცეკვისა და სიმღერის ალტერნატიული ვარიანტი by Koba Chumburidze ( www.alternativa.ge )

“ჰერი ბიჭო, გიორგუნა, მომხედე და გამიგონე, არ გაუშვა ეგ გოგონა, ხოხობივით მოგოგმანე, ალვისტანა, მაცქატუნა, ფითქინა და ლამაზუკა,
მიდი, ბიჭო, გიორგუნა…
მიდი, ბიჭო, მიუცეკვე, რა ფეხები დაგებლუკა.
მიდი, ქალი იმის არის, პირველობას შენგან ელის, პირველ ნაბიჯს, პირველ სიტყვას და გამხელას გასამხელის.
მერე მისი დგება ჯერი – მოგაშუქოს თვალი შველის, ამის მერე, დამიჯერე, არასფერი არ გიშველის. ერთი შიშნარევი კოცნით ისე აგიდუღოს თავი, რომ ერთბაშად დაგავიწყოს წუთისოფლის ყველა ავი.
გოგოები კუჭკუჭებენ – საით გაშპა გულქანაო, ვინცხას ხო არ ელოდება სასიმინდეს უკანაო…
ნეტა შენ თუ გელოდება, მიდი ბიჭო გიორგუნა, მიდი, ბედმა თუ გარგუნა, ჩაიხუტე, ჩაიკონე, მერე ჯვარიც უნდა იფსკვნათ, აგერ არის ბარაკონი, მერე კიდო უნდა ის ქნათ, ჩუმად რო გაქვთ განაგონი,
რომ აკვანი, ხარატულა, ნაშიერით დაამშვენოთ, რომ ღუღუნა კერიასთან იმრავლოთ და ინაშენოთ თვალხატულა ფერიებად, ბოღორია ბოკვერებად,
აი მაშინ, დუნიაში, ვეღარავინ მოგერევათ.
ეგ წიფელა, ცაბიჯგელა, შიბაქებად დაგეთალოს, სიბერეში შვილთაშვილი გაჭირვებით დაგეთვალოს, გულქანამ კი კიდევ დიდხანს გიცხოს კვერი ბარბალისა, სანამ სრულად არ გაძღებით ცქერით მზიან ცარგვალისა”

ეს არის ყველაზე სახალისო და სასაცილო ცეკვა ქართულ ცეკვებს შორის! ძალიან, ძალიან, ძალიან მაგარია! :))
პ.ს. “სვეცკებმა” არ უყუროთ :D

Rachuli song and dance from Lama’s & Irma’s wedding, 30 Jan.2010 :))) That was Great!



from another wedding, a beautiful young girl – Khatia Museridze dancing Rachuli



by Rustavi Ensemble
and one more from Georgia’s got talent: http://www.myvideo.ge/?video_id=760068

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins