Je m'appelle Eka..

September 7th, 2012

ახალი ზოდიაქო აღმოჩენილია

ზოდიაქო : კაცი

[ჩემი მეგობრის დასკვნა, “ყველა კაცი ერთნაირია”-ს მოტივებზე ]

April 19th, 2011

მშვილდოსანი | პრეზიდენტის ჰოროსკოპი

ლინდა გუდმანის მიხედვით

Sagittarius: Nov.23 - Dec.21

მშვილდოსანს ნებისმიერ საღამოზე ხმაურიანი კამპანიის ცენტრში წააწყდებით. იგი სხვადასხვა სასაცილო ამბებს მოყვება და ყველას ყურისწამღებად ახარხარებს თქენს დანახვაზე თანამეინახეებს მიატოვებს, მოგიახლოვდებათ და მთელი ძალით შემოგკრავთ მხარზე ხელს: “ყოჩაღ ძველო! შენი წლების კვალობაზე შესანშნავად გამოიყურებიო!”

მისი ასეთი საქციელი, ცხადია, აღტაცებას არ მოგგვრით, უფრო განაწყენდებით. შემდეგი შეხვედრისას კი შეეცდებით მოერიდოთ, იგი კი ამას გულწრფელად გაიოცებს. რა დაგემართათ? თქვენ რა, მასზე ნაწყენი ხართ? მას ხომ ცუდი არაფერი უთქვამს, პირიქით, კომპლიმენტი გითხრათ.

როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, მოგიწევთ აღიარება, რომ მშვილდოსანი ცამდე მართალია. მას მართლაც არ უნდოდა თქვენი შეურაცხყოფა და გულწრფელად წუხს, თუ ეს უნებურად მოუვიდა.

ასეთია მშვილდოსანი, გონებამახვილი, საზრიანი, მხიარული და გულმართალი. ერთადერთი, რითიც იგი ნამდვილად ვერ დაიტრაბაებს, ტაქტიანობაა. თუმცა თვითონ დარწმუნებულია, რომ დიპლომატიურობის განსახიერებაა.

მშვილდოსანს ნათელი, ცოცხალი და ეშმაკური თვალები აქვს. ბავშვობასა და სიყმაწვილეში ბევრი მათგანის შუბლზე ჩამოშლილი ურჩი ქოჩორი ცხენის ფაფარს მოგაგონებთ. მოგვიანებით, როცა იგი ვარცხნილობას იცვლის, ან მელოტდება, ძველ ჩვევას ვერ ღალატობს და თავის ან ხელის უნებლიე მოძრაობით არარსებულ ქოჩორს ისწორებს.

მშვილდოსნები ძალიან მოძრავი და მოუსვენარი ხალხია. ერთ ადგილას დიდხანს ვერ ძლებენ და და სულ სადღაც ეჩქარებათ. ძალიან უყვართ ცხოველები და ხშირად შეხვდებით ცხენზე ამხედრებულს ან ძაღლთან ერთად მოსეირნეს.

იუპიტერს თავის მფარველობაში მყოფთათვის საოცარი უშიშრობა მიუნიჭებია, ამიტომ, ტიპიურ მშვილდოსანს სახიფათო პროფესიები იზიდავს. მშვილდოსნებს სიგიჟემდე უყვართ სისწრაფე, მანქანას კისრისტეხით ატარებენ, ხოლო თვითმფრინავით მოგზაურობას აღმერთებენ. ბედთან და სიკვდილთან თამაში მშვილდოსნისათვის დამახასიათებელია. Read the rest of this entry »

November 28th, 2010

ვერძი – მამაკაცი

(ლინდა გუდმანის მიხედვით)
ეს წუთია გვერდით რაღაცამ ჩაგიქროლათ, აფეთქების, გრიგალის, ელვის და სუპერმენის ერთად აღებულის მსგავსმა. დიახ, არ შემცდარხართ. სწორედ ეს არის ვერძი მამაკაცი. თუ თქვენ იმ კატეგორიის ქალი ხართ, ვისაც გამუდმებით ფოიერვერკები და ხმაურიანი დღესასწაულები სჭირდება, იჩქარეთ, ბედი კარზე მოგადგათ. მაგრამ, თუ ქორწინებისგან სიწყნარეს და საიმედო მეუღლეს მოელით, დაიმახსოვრეთ, იგი თქვენი იდეალი არ არის.

ვერძი მამაკაცი ძალზე ხასიათცვალებადია. ამ წუთში თუ გრძნობებით იწვოდა, მეორე წუთში თქვენს წინ ყინულის ლოდი აღიმართება. თუ აწყენინეთ, ან თქვენდამი ინტერესი დაკარგა შესაძლოა, ორივე ერთად მოხდეს), თქვენდამი დამოკიდებულებაში საოცარ ცვლილებებს დაუყოვნებლივ შეატყობთ. კვლავ რომ მისი ყურადღება მიიქციოთ, ყველაფერის თავიდან დაწყება მოგიწევთ. Read the rest of this entry »

October 16th, 2010

მისი უდიდებულესობა ვერძი vol.1

(ლინდა გუდმანის მიხედვით)

როგორ შევიცნოთ ვერძი
შეგხვედრიათ ოდესმე გამორჩევით გულღია, მოუსვენარი ადამიანი, რომელმაც ხელის მაგრად ჩამორთმევა იცის და სახეზე სულ ღიმილი დასთამაშებს? თუ ასეთ პიროვნებას შეხვედრიხართ, იცოდეთ, ვერძის მხედველობის არეში მოხვდით. თქვენი ვარაუდი უფრო გამართლებული იქნება, თუ იგი საუბარში პირველობას ესწრაფვის და სიტყვის თქმის საშუალებას არ გაძლევთ.

თქვენი ახალი ნაცნობი თავდაუზოგავად ებრძვის უსამართლობას და დაჩაგრულთ მხურვალედ იცავს? ეს თვისება მას სისხლში აქვს გამჯდარი. სქესის მიუხედავად, ვერძი უსამართლობას არასოდეს შეეპუება. ვინც კი გზად გადაეღობება, პოლიციელი იქნება ეს თუ შეიარაღებული ბანდიტი, ვერძი არავის შეუშინდება. ამ დროს იგი შედეგზე არ ფიქრობს. მოგვიანებით შეიძლება ინანოს კიდეც თავისი გულფიცხობა, მაგრამ ბრძოლის ქარცეცხლში ეს აზრადაც არ მოუვა. მარსის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ძალიან მტკიცე ხასიათისანი არიან და ყოყმანი არ სჩვევიათ.

ვერძი სიცოცხლის სიმბოლო და ზოდიაქოს პირველი ნიშანია. იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მიუხედავად ასაკისა, ძალიან ბავშურია და როგორც ყველა ბავშვს სჩვევია, მთლიანად თავის საზრუნავშია ჩაფლული. მისთვის საკუთარი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. მსგავსად ჩვილისა, მასაც არ აღელვებს, რას ფიქრობენ და გრძნობენ სხვები. სველი ან მშიერი ჩვილი ყურისწამღებად ჩხავის, ყურადღებას ითხოვს. ასევეა ვერძიც. როცა რაიმე სჭირდება, დაუფიქრებლად დაგირეკავთ დილის 4 საათზე. გძინავთ? როგორ შეგიძლიათ ძილი, როდესაც მას უძილობა სტანჯავს? კეთილი ინებეთ, ადექით და მოუძებნეთ ის, რაც მას სჭირდება. ვერძი, ისევე, როგორც ბავშვი, გარესამყაროს თავის ერთგვარ დანამატად თვლის, მაგრამ ხომ არცერთი ჭკუათმყოფელი ჩვილს ეგოისტს არ უწოდებს. იგივე შეიძლება ითქვას ვერძზეც. იგი ყოველთვის ბუნებრივად იქცევა, ეს კი მის ეგოიზმსა და აგრესიულ ხასიათს რამდენადმე ფარავს.

ვერძს იოტისოდენა ეშმაკობა არ გააჩნია, მიმნდობია და მიამიტი, ნებისმიერ წყენას ივიწყებს, ოღონდ ვინმემ თანაუგრძნოს და მიუალერსოს.

ვერძი მეოცნებეა, შეუძლია ჰაერში ციხე-კოშკები აშენოს მაგრამ ამით სხვებს როდი ატყუებს, თვითონაც ღმრმად არის დარწმუნებული, რომ ეს ასეც იქნება. მისი პიროვნების შეცნობა არ გაგიჭირდებათ, მთელი სიგრძე-სიგანით თქვენს წინაშე დგას. ბავშვივით ადვილად ნაწყენდება და თითქმის ისევე უმწეოა. როცა უფროსები ან უფრო ძლიერები ცდილობენ ბავშვს საყვარელი სათამაშო წაართვან, პატარა ისეთ ალიაქოთს ტეხს, რომ ყველა უკან დახევას ამჯობინებს. ასევეა ვერძიც: მტკიცედ არის დარწმუნებული თავის სიმართლეში და დასახულ მიზანს აღწევს კიდეც.

ვერძს რამდენიმე ისეთი თავისებურება გააჩნია, რომლის მიხედვითაც სხვებისგან ადვილად გამოარჩევთ, მას საკმაოდ მკვეთრი ნაკვთები აქვს. მოძრაობაში სწრაფი და მოქნილი ვერძი სხარტადაც აზროვნებს. ვერძის გარეგნობა მის უკიდურეს თავდაჯერებულობასა და ეგოცენტრიზმზე მეტყველებს. თუ ნაღვლიანად მხრებჩამოყრილი ვერძი შეგხვდათ, იცოდეთ, რომ მას ძალზე მძიმე და გაუხარელი ბავშვობა ჰქონდა, ამიტომ გონს მოსასვლელად დრო სჭირდება, მაგრამ ეჭვი არ შეგეპაროთ, გამოცოცხლდება. ქვეყნად ისეთი რამ არ არსებობს, რაც ვერძს მწყობრიდან დიდი ხნით გამოიყვანს, და ხასიათს გაუფუჭებს. პესიმისტი იგი არავითარ შემთხვევაში არ არის.

მარსის მფარველობის ქვეშ მყოფნი ყოველთვის მომსყიდველი პირდაპირობით და გული ამაჩუყებელი მიმნდობლობით შემოგცქერიან თვალებში, თქვენ ხომ მისი საუკეთესო მეგობარი ხართ? არა??? ტირილს აღარაფერი უკლია, თავს ძლივს ერევა. თუ მაინც მოახერხეთ მისი ატირება, იცოდეთ, შიგ გულში დაკოდეთ. ვერძი უმალ სიკვდილს ამჯობინებს, ვიდრე სხვებს თავის სისუსტეს უჩვენებს. ხანდახან სიცოცხლესაც კი სასწორზე აგდებს, ამ სიტყვის სრული გაგებით, ოღონდაც არავინ იფიქროს, რომ მას ვაჟკაცობა აკლია. Read the rest of this entry »

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins