Je m'appelle Eka..

April 23rd, 2011

ფოლკერ კრაფტის უცნაური – სააღდგომო ნატვრის ხე

გერმანიაში, ქალაქ ზაალფელდში ერთი უცნაური ოჯახი ცხოვრობს. მათ პატარა სახლთან, ეზოში დიდი ხე დგას, რომელიც 10,000-მდე სააღდგომო კვერცხს იტევს.

ფოლკერ კრაფტმა სააღდგომო კვერცხების შეგროვება 40 წლის წინ დაიწყო. ამ უცნაური ახირების შედეგად კი დღეისათვის მის ოჯახს წელიწადში 13,000-მდე სტუმარ-დამთვალიერებელი სტუმრობს.

ფოტოების და ვიდეოს ნახვის შემდეგ, შეუძლებელია არ მოგინდეს, საკუთარი თვალით იხილო ეს “ნატვრის ხე”. მაგრამ, ყველაზე მეტად ის მიკვირს, ამდენი წლის მანძილზე როგორ ინარჩუნებენ ასე სუფთად ამ დეკორატიულ კვერცხებს?

ასევე იხილეთ: სააღდგომო კვერცხის შეღებვა “ჩულქში”

October 28th, 2010

Protected: Facebook ციტატები – digest vol.1

This content is password protected. To view it please enter your password below:

September 7th, 2010

პროექტი არაფრისგან, რომელსაც თვით CNN აშუქებს

დღეს, Google.Chrome-ს გახსნისთანავე CNN-მა შემომანათა, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად ერთი ახალი და საინტერესო პროექტის შესახებაც იუწყებოდა.

მოგეხსენებათ, ყოველწუთიერად Youtube-ზე საშუალოდ 24 საათის ხანგრძლივობის ვიდეო იტვირთება, თუმცა, ყველა მათგანს არ აქვს ბედნიერება გახდეს მსოფლიო ჰიტი, ისე, როგორც Charlie bit me ან David after dentist. არის ჩანაწერები, რომლებსაც კვირებისა და თვეების მანძილზე საერთოდ არავინ ნახულობს.

მაიკ ჰუდაკმა სწორედ ასეთი ვიდეოები ამოარჩია და თავის ბლოგზე – Zero Views გადაპოსტა. CNN-მა კი არ დააყოვნა და ეს საინტერესო ბლოგი მსოფლიოს გააცნო.

სულ რამდენიმე საათში ვიდეობის რეიტინგი საოცრად გაიზარდა. აი, ჩემი ფავორიტი კლიპი, რომლის ნულოვანმა რეიტინგმა 2 სექტემბრიდან დღემდე თითქმის 10,000-ს მიაღწია:

ესეც იუთუბის Top100 ვიდეოს ნაკრები მათთვის, ვინც იუთუბისტი ჯერ არ გამხდარა

მორალი:
იყავით კრეატიული! აი, ასე იქმნება წარმატებული პროექტები არაფრისგან

October 14th, 2009

Not funny at all – about Global Warming

This video may seem funny today, but it may become our reality in some decades…
[youtube=http://www.youtube.com/watch?v=kkuxXP2kIm8&hl=en_US&fs=1&color1=0x234900&color2=0x4e9e00&border=1]

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins