Je m'appelle Eka..

May 18th, 2010

ხომ შეიძლება ქუჩაში თვით მე(!) გადაგეყაროთ? ანუ ჩემი და ლაშას გაცნობის ისტორია

მოგეხსენებათ, თბილისი პატარაა ქალაქია, სულ რაღაც “მილიონტრისტა” მაცხოვრებლით.

არა მარტო თბილისი, საქართველოც პატარაა და თქვენ წარმოიდგინეთ, თვით მსოფლიოც, ძალიან ძალიან პატარა.

იმდენად პატარა, რომ გერმანიის უკიდურეს სამხრეთში, მერერარომ ქართველებით სავსე ქალაქ საარბრუკენში, ღამის 4 საათზე, არაქართველებით სავსე კლუბში ერთხელ ვიღაც, ჩემი არ იყოს ცოტა შეზარხოშებული შავპანამიანი კაცი მომადგა და დამარცვლით, ჩემს მშობლიურ ენაზე მკითხა:

– შენ ეკა არ გქვია?

გაოგნებისგან პირი დავაღე და დიახთქო, ამოვღერღე :O თან ტვინმა გამალებით დაიწყო მუშაობა, ვინ არის ვინ არის ვინ არის, საიდან მეცნობა. (თან “ცოტაარიყოსამოღებული” ზედა მექანიკურად გავისწორე)

– რა გვარი ხარ? განაგრძო “დაკითხვა” სრულიად სერიოზული სახით.

აი აქ უკვე ტვინში კვანძი შეიხსნა, ზუსტად ვიცოდი რომ ჩემი მოგვარე იყო, თან ნათესავი და ახლა ერთადერთის გამოცნობას ვცდილობდი, მეც ვიცნობდი თუ მარტო თვითონ მიცნობდა, ან თუ ვიცნობდით ერთმანეთს, საიდან და საერთოდ აქ რა უნდოდა და ღამის 4 საათზე ეს ყველაფერი ალკოჰოლისგან მელანდებოდა (მთლად მაგდენიც არ დამილევია :D) თუ მართლა ხდებოდა!

– თქვენ თვითონ რა გვარი ხართ? სისხლმა იყივლა და უხეშად შევუბრუნე კითხვა.

– მე ლაშა ონიანი ვარ, რეჟისორი. და ხელი გამომიწოდა.

უცებ ყველაფერი ნათელი გახდა. ლაშა, მიმოდრამის თეატრის მსახიობი, რეჟისორი, სადღაც გერმანიაში (თურმე ჩემივე ქალაქში) ოჯახით მცხოვრები, უნიჭიერესი ადამიანი (არ ვაჭარბებ). და შემრცხვა. მე, ვიღაც, როგორ მიცნო და მე რატომ ვერ ვიცანი???

– ააააა (გავიბადრე), მე ეკა ონიანი ვარ, გიცნობთ, ვაიმე არ ვიცოდი აქ თუ ცხოვრობდით, ამასწინათ სპექტაკლის პლაკატს მოვკარი თვალი სხვა ქალაქში, მინდოდა წამოსვლა მაგრამ არავინ დაინტერესდა პანტომიმით და… მივაყარე სხაპა–სხუპით.

შემდეგ მახსოვს მითხრა, რომ მხატვარ ვახტანგ ონიანის ნახატებს ეძებდა ინტერნეტში და შემთხვევით ჩემს “ფოტოშედევრებს” და ბლოგს წააწყდა, ზოგიერთი გერმანიაში გადაღებული ფოტოც ნახა და მათ შორის ავტოპორტრეტებიც. აქედან დაასკვნა, რომ მეც იგივე ქალაქში ვიყავი. ხელოვანის თვალს კი ერთხელ ნანახი სახე არ ავიწყდება და…

წყალი მწყუროდა ძალიან (სუშნიაკი ქვია მგონი ამ მდგომარეობას არა? :D) და ბარისკენ გავიწიე.

ლაშამ ქართული წესისამებრ ხელით მანიშნა, ფული არ ამოიღოო და არც მე გამიგიჟებია თავი.

– წყალი დაუსხითო. ისევ ქართულად მიმართა ბარში გოგონას. ეს ყურისმომჭრელი წ–ყ–ა–ლ–ი ნამდვილად არ მომესმა.

– ინებეთ. და გაღიმებულმა გოგონამ ჭიქა მომაწოდა.

ჩემი დაღებული ყბის რადიუსი გაიზარდა. თვალებისაც.

დაბნეული ისევ ვლაპარაკობ რაღაცას. ამ დროს ბარს ვიღაც მაღალი, ევროპული გარეგნობის, ძალიან სიმპატიური მამაკაცი უახლოვდება.

– გაიცანი, ეს ჩემი მეგობარი და კლუბის პატრონი, ირაკლი რუხაძეა.

და ამ სიმპატიურმა მამაკაცმა ხელი ჩამომართვა.

როგორც იქნა ყბას თავი მოვუყარე და უკვე სიცილი ამიტყდა :D გერმანიაში კი არა მგონი საქართველოში ვარ :D

__________

მეგობრებთან დაახლოებით 15 წუთის მერე დავბრუნდი. კლუბის შუაგულში ცეკვავდნენ და რა თქმა უნდა “უცხო მამაკაცთან” ჩემს საუბარში ჩარევა – “რაუნდახოარავინგაწუხებსესგოგოჩვენთანაა” პრინციპით არავის მოსვლია აზრად (დიდი მადლობა ევროპას).

როცა გაიგეს, რომ შუაგულ გერმანიაში საკუთარ მოგვარეს გადავეყარე და ეს კლუბი საერთოდაც ქართველების იყო, კიდევ ერთხელ შენიშნეს, რომ კურსზე 7 ქართველი და ყოველ ნაბიჯზე ნაცნობის შეხვედრა 4 მილიონიანი ქვეყნის პირობაზე საეჭვოდ ბევრია :D

მათ ხომ არ იცოდნენ, რომ რამდენიმე თვეში იმავე ქალაქში, ერთი მაგიდის გარშემო უკვე 2 კი არა, 4 მოგვარე იჯდებოდა, რომ საქართველო მართლა ძალიან პატარაა და ქართველები ცოტა, მაგრამ ჩვენ, რატომღაც მაინც ყველგან ვართ, ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ და ერთმანეთს ყნოსვით ვცნობთ, როცა არ ვიცნობთ მაშინაც კი :)

ნეკა, გია, მე, ლაშა და ლუკა(სი)

October 21st, 2008

We are the Chaaaampions! ups, no… Masters of European Law!!! :D

Oooo yes! We are! We did it!

It’s over!

The year full of EXAMS (25-30 average number), PARTIES, funs and sorrows :)

It is over!!! :)

But, to be continued… Somehow, someday, somewhere…


September 14th, 2008

Full Moon, მამლის კუდი & ბლოგის ახალი “ძველმოდური” დიზაინი

ბლოგი გავაფუჭე დღეს :((
უბრალოდ მინდოდა მესამე სვეტი დამემატებინა, 2 სვეტიან ბლოგზე იმდენი გაჯეტი იყო, მე თვითონ მებნეოდა თავგზა.
ამიტომ მომიწია 3-სვეტიანი ტემპლეიტის მოძებნა და კოდის ჩაკოპირება-შეცვლა. რა თქმა უნდა ავრიე ბევრი რამ, ჯერ ყველა გაჯეტი დაიკარგა, თუმცა ამაზე თადარიგი თავიდანვე დავიჭირე და ყველა გახსნილი დავტოვე, რომ შემდეგ html კოდები გადმომეკოპირებინა.
მაგრამ გადმოკოპირებისას ყველაზე მთავარი, ბმულების სია წავშალე :(((( ჯანდაბა! არადა რამდენი კარგი ლინკი მქონდა, რომ ვერც მივაგნებ ეხლა :(((

თან ეხლა ჩემი რადიოს ფერი არ ჯდება დიზაინში და ქვემოთ ჩავაჩოჩე, რადიოს html-ს ვერაფერი მოვუხერხე, არ იცვლება ფერი, last.fm-ზეც ვეღარ ვპოულობ რადიოს შექმნის ფუნქციას…

მოკლედ რა, დღეს სავსე მთვარეა, სულ მაგის ბრალია, ყველაფერს ვურევ :სრულიადსერიოზულისმაილიკი:

ჰო, კიდევ თმა შევიღებე, არა კი არ შევიღებე, ალაგ-ალაგ გავიუფერულე, გავერთე რა :))
ხვალ მომიწევს ერთიანად გადაღებვა, ასე მამლის კუდივით აჭრელებულმა რომ არ ვიარო :D:D:D

August 31st, 2008

Living in bags and boxes ! :D

აჰა, ფაქტიურად ასეა! :D
ეხლა რაშია საქმე: ბინა გამოვიცვალე.
ვხეხე, ვფხიკე, იატაკი ვქლორე, კედლები ვაკბილისპასტე, ბინიდან უკანსვლით გამოვედი და იატაკის ტილო გამოვაყოლე ჩემს ნაფეხურებს, შემდეგ ჰაუსმაისტერს გადავაბარე, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელი მოვუწერე, ერთი კედელი შესაღებია და 30 თუ 40 ევრო მაგაში უნდა გამოგიქვითოო, დანარჩენი კიდევ ბოლო თვის ქირაშიო და მოკლედ ესეც შენი 310 ევრო კაუციონი ფაფუუუ….

ჰოოოდა, ეხლა ვცხოვრობ სხვაგან.
აუ ამ ბარგს რა ამოალაგებს. დილას ვიღვიძებ ჩანთებში და ყუთებში :(
ჰოდა ფაქტიურად კაცმა რომ მნახოს, იტყვის რომ ხიდის ქვეშ ვცხოვრობ რა, ან კარავში :D

ამ პოსტს ფოტოს გარეშე ვაქვეყნებ.
მაინც ახალგაზრდა ქალი ვარ, ყველაფერი წინ მაქვს, არ ღირს ამ არეულობის სააშკარაოზე გამოტანა :D :P

(p.s. რა ცუდია ბლოგს სმაილიკები რომ არ აქვს, აშკარად ნაკლებობას განვიცდი)

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins