Je m'appelle Eka..

January 27th, 2011

ჩემი პოსტი Letters.Ge-ზე

Letters.Ge ახალი ბლოგ-პორტალია, რომლის შესახებ თქვენ ჯერ არ იცით ;)

თუ რას წარმოადგენს Letters.Ge, დეტალურად შეგიძლიათ თავად იხილოთ, მას შემდეგ რაც წაიკითხავთ ჩემს ცინცხალ პოსტს პორტალზე:

ჩინური სუპი, უკვე სამსახურში ატანით


October 5th, 2010

ქართული ყველი vs. ევროპული ყველი

არა არა, არანაირ დაპირისპირებას და შედარებას არ ვაპირებ, წინასწარ წაგებული თამაში არ მიყვარს. ნურც ვიკამათებთ, მე ვიცი, რომ ქართული სულგუნი ყველაზე გემრიელია და მთიდან ჩამოტანილ ახალ, ჭყინტ ყველსაც არაფერი სჯობს და თქვენც იცით, რომ ყველის სახეობების მრავალფეროვნებით ქართველები ვერ დავიკვეხნით. თან მარილიანი რძეც ბევრი “მოდის” ჩვენში ბოლო დროს…

შაბათს, 2 ოქტომბერს, წინანდალში, ალ.ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის და ჟურნალი ტაბულას ერთობლივი ღონისძიება გაიმართა, რა თქმა უნდა ფურშეტის თანხლებით ;). იყო ყველაფერი ლამაზი, მშვენიერი და რაც მთავარია – გემრიელი.

ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ქართული ყველის არცთუ ცნობილი სახეობების საპრეზენტაციო მაგიდამ მოახდინა. ლურჯ კაბაში გამოწყობილი ქალბატონი, ანა მიქაძე (იგივე Anamch – forum.ge-დან) გულმოდგინედ ცდილობდა თავსდახვეული მაყურებლებისთვის, უფრო სწორად ყველის ნაჭრის დაგემოვნების მომლოდინე სტუმრებისთვის ყველა ფლანგზე აეხსნა სხვა და სხვა სახეობის ყველის ისტორია, დამზადების ტექნოლოგია და ა.შ.

თავისი წილი ყველის ნაჭრის მოლოდინში ერთნაირად იცავდნენ და არღვევდნენ რიგს სოლიდური პოლიტიკოსები, ჟურნალისტები თუ ბომონდის ბუმბულებიანი წარმომადგენლები. კახა ბენდუქიძე “დაბეჯითებით ამტკიცებდა”, ყველი უნდა გაჭრათ, რომ გემო გავიგო, მარტო ლექციის მოსმენა არ მეყოფაო :D მე კი ამ ყველაფერს ცალ ხელში თეფშ, მეორეში კი ფლიპკამერა მომარჯვებული ვიღებდი, ვიდრე ჩემი წილი ყველის ნაჭერი არ მივიღე :D

მოკლედ, ვიდრე ამ ყველაფერს ბაზარზე იხილავდეთ და გასინჯავდეთ, ნახეთ ვიდეო ჩანაწერები და ეცადეთ წარმოიდგინოთ საფერავში დაძველებული და თაფლში გამოყვანილი ან მწვანილიანი თუ სოკოიანი ჭყინტი ყველის გემო ❤

May 19th, 2010

სვანები ევროკავშირში! :D

შოკისმომგვრელ ინფორმაციას გადავაწყდი ინტერნეტში, სრულიად შემთხვევით smile.gif)

ბასკებთან ქართველთა ნათესაობის არ ვიცი, მაგრამ სვანებს და ფრანგებს ნამდვილად ერთი ძირი აქვთ!

ჯერ მარტო ის რად ღირს, სვანური სათიბები, იალაღები და სალოცავები რომ სულ ფრანციცულად გამოითქმის:

ლა’სდილ
ლა’ფურ
ლე’რმელ
ლა’მარია
ლა’გვირკა

და ა.შ.

ჰოდა,
აგერ თურმე სამზარეულოც ერთი არ გვქონია?

ამდენი ხანია თავი მომქონდა, კუბდარზე გემრიელი თაშ’მ’ჯაბიათქო (ზემოსვანურად – შუშა)
და თურმე ესეც ფრანგული არ ყოფილა?

ა ფაქტი:

ვინც არ იცის,
ეს არის კარტოფილის მდუღარე პიურეში (სასურველია რძეგარეულში) ჩაზელილი ახალი ყველი, რომ იწელება ისეთი.
უგემრიელესია, მიუხედავად იმისა, რომ მიშოს თქმის არ იყოს, ცომს გავს biggrin.gif

ჰოოდა, აი დღეს, About.Com-იდან გამოწერილ ფრანგულის გაკვეთილებში აღმოვაჩინე, რომ ზუუსტად(!), 100% იდენტური ტრადიციული საჭმელი ჰქონიათ ფრანგებს ავეირონის პროვინციაში, სახელად Aligot, რომელსაც კულინარიულ წიგნებში აუცილებლად გასასინჯ არაამქვეყნიურ კერძად მოიხსენიებენ.

მართალია, გაკვეთილის ავტორი ამბობდა, ცუდ რესტორანში მოვხვდი და მზარეულმა იმდენ ხანს ურია ჩვენს საჩვენებლად, სანამ არ გააცივა და თან, მგონი ყველიც არ ვარგოდაო, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ქართული შუშაცა და ფრანგული ალიგოტიც ზუსტად ერთნაირად მზადდება!smile.gif
(მომზადების წესი იხილეთ აი აქ)

ჰოდა,
სვანებო,
ის დროა საფრანგეთის პასპორტებზე დასაბუთებული პრეტენზია განვაცხადოთ და ევროკავშირის მოქალაქეობა მოვითხოვოთ!

ევროკავშირში შესვლის სხვა პერსპექტივა მაინც არ ჩანს და ისევ, ასე სათითაოდ თუ შევეტენებით :D

ჰა, რას იტყვით? :P

February 28th, 2009

Home Sweet Home, ანუ მშობლიური ყველის მარილიანი ისტორია

ცოტა კი არა ძალიან დამიძველდა პოსტები, გაშრა ყელი :D
შობის მერე 2 თვეზე მეტი გავიდა და ამასობაში მე უკვე სახლში ვარ – თბილისში – Home, sweet home…

შობიდან და დღევანდლამდე ბევრი რამ მოხდა.
ჯერ იყო და ბევრი ბარგი ჩავალაგე: 20 კგ, კიდე 20 კგ და კიდე ლეპტოპი, ხელბარგი და კიდე 20 კილომდე ნაგავში და წითელ ჯვარში გადავუძახე. შოკოლადები და შაქარყინულები არ წამომიღია ოღონდ :D

მერე, რატომ ხელი არ მომტყდა აირბალტიკას რომ გადავუხადე ბილეთის ფული და… აბა სცადეთ და წარმოიდგინეთ რიგიდან თბილისსში, 10 000 მეტრის სიმაღლეზე როგორ მოფრინავს ავტობუსი, რომელშიც გათბობაც კი არაა ჩართული… აი ზუსტად მასე ვიფრინე თბილისამდე.

მერე, აეროპორტში, მესაზღვრის ფრიად კორექტულ და ეფექტურ მომსახურებას შევესწარი ერთერთ მგზავრთან და 10მდე დავითვალე დასამშვიდებლად, რომ არ ჩავრეულიყავი. ბოლოს და ბოლოს რა ჩემი საქმე იყო, თან დარწმუნებული არ ვარ რომ ეფექტურ მომსახურებაში დატრენინგებულები არიან და ჯერ ეპატიებათ :D

მერე, ცხვირწინ staff-მა ტროლიკი “ამახია” – დაკავებულია გენაცვალეო… ჰოდა მეც დავასკვენი, ეტყობა აირბალტიკის ბილეთში აეროპორტის მომსახურების საფასური არ შედიდათქო, მხრები ავიჩეჩე და გადახეხილი ხელისგულებით დავეჭიდე ჩემს ჩანთებს, რაღა დარჩა, სულ რაღაც 20 მეტრი კარამდე, მერე ჩემი ძმა და მანქანა. ამ დროს ვიღაც კაცმა თავაზიანად მომიგორა სხვა ტროლიკი, მე რისთვის ვარ გენაცვალე აქო და 20 მეტრის გაგორებაში 10 ლარიც აიღო… გადაირევა კაცი.

ამის მერე უკვე დაიწყო არაჩვეულებრივი ჩვეულებრივი ამბები.

აქ ისევ იანვრის ბოლომდე აღნიშნავენ ახალ “წლებს” და ქუჩის დეკორაციებსაც თებერვლის დასაწყისში შლიან (ჩვენ ხომ ელ. და სხვა ენერგიები ბლომად გვაქვს, ეს მხოლოდ ევროპაშა კრიზისი). აგერ მთავარი ნაძვისხე, ფერად–ფურადი ანძა, დღესაც ბრჟღვიალებს თბილისის თავზე და ეიფელი ნამდვილად ვერ შეედრება, ბოლოს და ბოლოს ის მარტო ერთფრად ანათებს :)

აქ ისევ საქმიანობანას თამაშია პოპულარული, ისევ ყველა გადაღლილი და ყველა დაკავებულია თავგადაკლული მუშაობისგან, დილიდან და ღამემდე, მერე რა, რომ ამ სამუშაო დროს ნაწილი შეიძლება რუსულ სოციალურ ქსელ ოდნოკლასნიკში ძველ მეგობრებთან, გვერდით ოთახში მჯდომ თანამშრომლებთან თუ პოტენციურ სექსუალურ პარტნიორებთან ჩატაობაში იხარჯება.

აქ ისევ 200 %–იანი მოგებით იყიდება მაღაზიაში საქონელი, ისევ წუწუნებენ კონკურენციაზე, მთავრობაზე, გადასახადებზე, და არ ფიქრობენ მომსახურებაში თავაზიანობის და ბიზნესში ცოტა კრეატიულობის საჭიროებაზე.

აქ აქუ ისევ იმდენს და კიდევ უფრო მეტხანს ატარებს პირდაპირ ეთერში, ოღონდ ეხლა ლელა კაკულიას რეკლამებიდან შემოსული ფულით “ზიმა/ლეტაც” დაუყენებია და ისე აღარ ეყინება რესპონდენტები, როგორც ადრე.

აქ სადღეგრძელო ისევ ისეთი შემართებით ისმება, რადგან იქ საქართველო ისევ ერთიანია, რუსი მიწაზე დაჩოქებული, ქართველი ქალი ყველაზე ლამაზი და თანასწორზე მეტი მამაკაცთან, ხოლო ქართული ღვინო ისევ საუკეთესოა მსოფლიოში, უბრალოდ ეგაა წყალს და შაქარს ურევენ და აფუჭებენ. ნწ ნწ ნწ, ცუდი ბიძიები…

ქართულ ყველს ხომ საერთოდ არცერთი არ ჯობია დედამიწაზე, რა შვეიცარული, რის ფრანციცული. ნუ მერე რა რომ , ღვინის არ იყოს, არც ეგ იშოვება ადვილად. თან ამ მსოფლიო კრიზისმა ძროხები ისე დააშრო, აღარც რძე შერჩათ, აღარც ცხიმი და თურმე მარილს იწველებიან სუფთად. რას გვიშვება ეს მთავრობა :D

ჰოდა ასე :`)
აქ ყველაფერი ისევ ისეა და ცოტა უფრო ცუდად.
მაგრამ ოდესმე მაინც ყველაფერი კარგად იქნება :)

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins