Je m'appelle Eka..

January 7th, 2015

საბჭოთა ახალი წელი

ნათესავთან სახლში ვნახე ნაძვისხე, გაწყობილი 30, 40 და 80 წლის წინანდელი სათამაშოებით.
აი როგორი იყო სათამაშოები, ნათურები და გირლიანდები მაშინ :)
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights
soviet christmas tree lights

 

May 14th, 2014

“ჩამო–კვეთილი”, ანუ აქა ამბავი ტაო-კლარჯეთში მოგზაურობისა

გიორგი ჩოგოვაძის ნაამბობი:

2006 წლის 30 ივლისი, 7:00

ერთი ჩვეულებრივი თბილისური დილა. ჩვეულებრივი, მაგრამ არა იმ 36 ადამიანისთვის, რომლებიც წინასწარ დათქმულ ადგილისკენ თბილისის სხვადასხვა უბნიდან მოემართებოდა.

ჯერ არ ვიცოდით რა გველოდა წინ. წინ იყო გზა… გრძელი??? არა! რთული??? არა! რთული, რომ არ იყო ესეც ვიცოდით. უბრალოდ გველოდა გზა რომელზედაც წინდაწინვე უამრავი კითხვის ნიშანი ჩაგვემწკრივებინა თითოეულ ჩვენთაგანს ჩვენსავე გონებაში. რამდენჯერ შემხვედრია კითხვა კროსვორდში: საქართველოს ისტორიული მხარე? და სამი ცარიელი უჯრა. ცარიელი კვადრატები! რამდენჯერ მიძებნია საქართველოს რუქაზე ეს სამი ასო! ტაო! ტაო! ტაო! ვერ მიპოვნია! ისევ მიძებნია! და ისევ… და ისევ … ბოლოს გამიგია რომ აღარ გვქონია ის რაც გვქონია და … მახსენდებოდა სიტყვა: “ისტორიული” .

ყორნებს? არა! სვავებს? არც სვავებს არ წაუღიათ! “წაღება”? “წაღება” ვთქვი? მომიტევეთ. გამოგლეჯა უნდა მეთქვა. ან თუნდაც ჩამო-კვეთა! “ჩამო” — და იმ დილით სწორედ იქ ჩასასვლელად ვიკრიბებოდით.

შევიკრიბეთ და შევუდექით გზას.
“ფანტასტიური” – მოკლედ და ლაკონურად ასე შეიძლება ამ სევდიანი მოგზაურობის შეფასება, რომელმაც აუწონავ სიხარულთან და ემოციებთან ერთად დიდი ნაღველიც დაგვიტოვა, რადგან საქართველოს ტკივილი იქ ყველამ საკუთარ თავზე ვიწვნიეთ. ერთის მხრივ, გვიხაროდა იმ დიდებული, არქიტექტურულად, თუ ძალმოსილებით ბრწყინვალე ტაძრების ხილვა, მაგრამ ხასიათს მათი სავალალო დღევანდელობა გვიფუჭებდა. კიდევ, ჩვენი უსუსურობის შეგრძნება…

ყველა ამაღლებულ განწყობაზე ვიყავით. სწრაფად გავიარეთ ვალემდე გზა და გადავედით “ნანატრ საქართველოში?!
ვალედან გადასულებმა გავიარეთ ერუშეთი, არტაანი, კოლა და ტაო.მისი გოროზი ბუნება სრულად ამართლებს გამოთქმას – “ბებერი ტაო”. ავტობუსიდან შევათვალიერეთ ჯაყელთა საგვარეულო *ჯაყის ციხე*, მერე – ყველის ციხეც და ავედით ბანაზე.

bana_03_a

ეს იყო პირველი ემოციური დარტყმა! ხან ტაძარს ვუყურებდით გაოგნებულნი, ხან ერთმანეთს. მოულოდნელად იმაზე მეტი დამხვდა, მე პირადად, ვიდრე ველოდი. დაგვხვდა მაგრამ ძალიან დაგვწყვიტა გული! თითქოს ობლობის განვლილი საუკუნეები დაუზარელად მოგვიყვა და თავისი ტკივილი გაგვიზიარა. ნუ სიტყვებით ამის აღწერა ძნელია. მე არ შემიძლია ყოველშემთხვევაში.

ძლივს მოვწყდით იქაურობას. და ორი საათის დაგვიანებით გავუდექით იუსუფელის გზას. აქ პირველად მოგვეცა საშუალება ერთმანეთისთვის აზრი და ემოციები გაგვეზიარებინა. მივხვდი რომ მარტო ჩემზე არ მოეხდინა შესამჩნევი ცვლილება პირველ სტუმრობას. ეს იყო რაღაც … რასაც არ ველოდით!

დაბნელებული იყო იუსუფელში რომ ჩავედით… იქ უკვე გვქონდა დარეკილი და გველოდებოდა სასტუმროს მეპატრონე – ოსმანა ბატონი. თურქი იყო, სუფთა თურქი, თუმცა ჰოი საოცრებავ თითქმის მთელი იუსუფელი გურჯებით არაა სავსე! თანაც ქართულს გელაპარაკებიან. არც ამას ველოდით ბევრი. მოკლედ დავაყარეთ კითხვები. ვიკითხეთ რა და როგორ?! რაც ყველაზე აღსანიშნავია შვილებს, ლაზურად – ღანჭებს, ყველა ასწავლის ქართულს პატარაობიდანვე. სასიამოვნო მოსასმენია 21-ე საუკუნეში ძველ ქართული სიტყვებით შეჯერებული ქართულის მოსმენა. თუმცა წერა კითხვა არ იციან!

დაგვაბინავეს. შეიძლება ასეც ითქვას.

სასტუმრო მდინარე პარხალის ნაპირზე იყო განლაგებული. ლამაზი ადგილი იყო. მოკლედ ყველა რომ დავლაგდით აღმოჩნდა რომ 4 ყაზილარი ოთახის გარეშე დავრჩით. ოთხივეს ფოიეში გვეძინა, თუმცა ეს არაფერი იყო იმასთან რომ დენი და წყალი გაითიშა იმავე დღეს. თუმცა ეს ცალკე თემაა და ამაზე მოგვიანებით.

დილით იშხანის, ოშკისა და ხახულის სანახავად დავიძარით! ვნახეთ კიდეც ! იშხანისა და ოშკში არავითარი პრობლემა არ შეგვქმნია. ოშკში და იშხანშიც მიუხედავად გიდის მკაცრი გაფრთხილებისა, რადგან მოსახლეობა იყო და გაღიზიანებას ვერიდებოდით, სანთლების დანთება და ლოცვის წაკითხვაც მოვახერხეთ. დროშაც გავშალეთ იშხანში. აი ხახული კი მოგეხსენებათ დღესაც მეჩეთად არის გადაკეთებული. კარი დაკეტილი დაგვხვდა. 4 საათი იყო, როგორც შევნიშნეთ ლოცვის დრო იყო მუსულმანთათვის. გაივსო ეზო იქაური თურქებით. ჩვენც ვთხოვეთ კარი გაეღოთ. როგორც ყოველთვის თავი დაგვიქნიეს, კიო, რაზეა ლაპარაკი.. იოხტ ბაზარიო. კარგათ გამოსდით ეს. ჩვენც ველოდეთ… ველოდეთ 2 საათი… ბოლოს ერთმა ჩვენიანმა შენიშნა რომ ტაძარში შიგნით ვიღაც იყო და ის ვიღაცა იმალებოდა. ნათელი იყო კარს არ გაგვიღებდნენ და რადგან ოშკი სანახავი გვქონდა ჩვენც უაზრო ლოდინს ჩვენი მსვლელობის გაგრძელება ვარჩიეთ. გავეშურეთ ოშკისაკენ! ვნახეთ ვიგრძენით მოვეფერეთ მოგვეფერა… ემოციებზე უკვე არ ღირს ლაპარაკი ! ვერაგ თურქებს ამ უდიდესი და უბრწყინვალესი ტაძრის კედელთან ორ სართულიანი საპირფარეშო მიუდგამთ ისე რომ ერთი კედელი საერთო აქვთ ტაძარსა და ტუალეტს. ეხ ძნელი სანახავი იყო ! იმის გაფიქრებაზე, თუ რისთვის უწვალიათ ამდენი ჩვენს წინაპრებს, რისთვის უშრომიათ ასე ტიტანურად და რა უმწეოები ვართ ჩვენ, ბევრს ტირილი მოგვერია.

oskiax6

 

ბინდდებოდა სასტუმროსკენ გეზი რომ ავიღეთ. იმედი გვქონდა წყალიც იქნებოდა დენიც და საწოლიც. მართლაც იყო. თუმცა ყველა ნომერში არა. ზოგან იყო ზოგანაც არა. მოკლედ დავჯექით სავახშმოდ. წაღებული ძლიერმოქმედი ჭაჭაც გამოჩნდა და რამოდენიმე წუთში იმ მივიწყებულ საქართველოს, ის მივიწყებული ქართული ქეიფიც შევახსენეთ რომელიც ასე აკლია იმ ადგილებს. მადლიანი ქართული სიმღერაც შემოვძახეთ. ლამამ ეგრე არ უნდაო, ხელებიც გაშალა და სიმღერას ქართული, არანაკლებ მადლიანი, ცეკვაც მოყვა! მოკლედ კარგათ მოვილხინეთ! იქ იყო ყველაფერი. ცრემლ მორეული სადღეგრძელოები, ომახიანი სიმღერა და ნატიფი ქართული ცეკვაპაექრობაც კი გავმართეთ თურქებთან სიმღერაში. მათ სასახელოდ უნდა ითქვას რომ ტოლი არაფერში დაგვიდეს და ბოლომდე გამოგვყვნენ. ბოლოს ჩვენც და თურქებმაც ჩვენ-ჩვენი ჰიმნები ვიმღერეთ, და ეს პაექრობა ერთობლივი სიმღერით “ნანაიდა”-თი დავასრულეთ.
კარგათ გვიანი იყო რომ ნომრებში დავნაწილდიით!!!!

მესამე დღეს ოთხთა და პარხალი მოვინახულეთ! პარხლისაკენ გზად შორიდან ქართული სოფლებიც დავინახეთ! აღსანიშნავია ბალხი რომელიც გორაკის წვერზეა და ამაყად გადმოჰყურებს იქაურობას! პარხალიც ვნახეთ ! ფოტოს გადასაღებად მოვუარე და როგორ არ ვიცი იქაური მაცხოვრებლის ბოსტანში ამოვყავი თავი! ოოოოოო მელანოოოოოო! იქიდან ყიჟინით და ჯოხის ქნევით ქალი გამოვარდა. მართლაც შემაშინა. თუმცა ბოდიშიც მოვუხადეთ გამოვესაუბრეთ და დავუმეგობრდით კიდეც. ქართულ წიგნში თავისი თავიც ვანახეთ და ისე გაუხარდა რომ ბოლოს წამოსვლისას მხარზე ხელი დამარტყა და ღიმილით მითხრა ალალი იყოს შენზე ჩემი პამიდვრის სრესაო!

პარხალიდან ოთხთასაკენ გზად ჩანჩქერი შევნიშნეთ. “დათვთა აბანო” ასე ერქვა. დათვი არ ვიცი მარა ჩვენც მშვენივრად გავგრილდით!

ეჰ, ოთხთა, იქაურად დორთგილისე! ერთერთი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. როგორ არის დაბერებული. მაგრამ თავი ისე უჭირავს თითქოს არც გასჭირვებოდეს! ამაყი მოხუცის შთაბეჭდილებას ტოვებს.

otxta

დაბრუნებულებს სიურპრიზი დაგვხვდა. ოსმანამ გამოგვიცხადა რომ 12 კაცი სხვაგან უნდა გადაგიყვანოთ, რადგან 25 დოლარად ებრაელები ჩამოვიდნენო და თქვენ აბა როგორო… ამას ისიც დაემატა, რომ მისულებს ჩვენი ოთახები ღია, ხოლო ბარგი გარეთ გამოყრილი დაგვხვდა. დაიძაბა სიტუაცია ! ქართველი ასე ადვილად თავს არ დაიმცირებს. ჩვენგან 4 კაცს ისედაც მისაღებში ეძინა იატაკზე და ამით აღშფოთებულებმა საერთოდ დავტოვეთ ოსმანას სასტუმრო. თუმცა, საბოლოოდ ეს იმდენად ბედნიერი ნაბიჯი აღმოჩნდა, რომ მერე ოსმანას ვლოცავდით კიდეც ამისთვის – ყველაზე ნაყოფიერი სწორედ მომდევნო დღე აღმოჩნდა.

იმ ღამესვე ჩავედით ართვინში, მაგრამ სასტუმროებში ადგილები არც იქ იყო და არტანუჯისკენ გავუყევით.

დილის 6 საათისთვის არტანუჯში ჩავედით. აქ კიდევ ერთ საოცარ შემთხვევას მოგიყვებით! ამინდი გაფუჭდა მოიღუბლა და წვიმა წამოვიდა!!!! ნისლი ჩამოწვა ირგვლივ! ამინდი კარგს არაფერს გვიქადდა. ისედაც რთულად მისასვლელ ადგილებში წვიმა ასვლას შეუძლებელს ხდიდა. თურქმა მძღოლებმაც იმედი ადაგვიწურე?

ერთი პერიოდი მთელი დელეგაცია დავდუმდით და ძალიან ვინერვიულეთ. მაგრამ ბოლოს ძლიერმა სურვილმა თავისი ქნა და მიუხედავად წვიმისა მარშუტკები ვიშოვეთ და წასვლაც გადავწყვიტეთ. ჰოი საოცრებავ !!! სად გაქრა წვიმა?! იკლო, იკლო და შეწყდა. ქალაქიდან გასულებს კი გზები მშრალი დაგვხვდა, თურმე სულ არ უწვიმია. თითქოს ბუნების დედამ შეისმინა ჩვენი მუდარა და გზა გაგვიხსნა.

img5419ey0

დოლისყანა ვნახეთ ჯერ, შემდეგ ხანძთისკენ გზას დავადექით. ძნელად თუ წარმოვიდგენდი რომ ასეთ გზაზე მომიწევდა გატენილი მანქანით მგზავრობა! ფეხით

გამიჭირდებოდა ! მოწითალო ფერდობებს მაღლა და მაღლა მიყვება ძალიან ვიწრო გზა. ალბათ უფრო ფართო ბილიკი შეილება ეწოდოს. ზოგიერთს ისე შეეშინდა, თვალები დახუჭა და სირაქლემასავით თავი წაღებულ ბარგში “ტუცა”. ნაწვიმარიც არ იყო. მივადექით მართლაც და უუუუულამაზეს ადგილს! ბილიკით, ვინ იცის შეიძლება ამ ბილიკზე თვით გრიგოლ ხანძთელიც დადიოდა, ავუყევით ტაძრისკენ გზას! მივადექით და ჩვენ წინ ულამაზესი სურათი გაიშალა. თუმცა ძალიან დაზიანებულია, მაგრამ ……. არა რა სიტყვებით ამას ვერ იტყვი.სანთლები დავანთეთ , ლოცვა დავიწყეთ და ჰოი საოცრებავ ! უცებ ძალიან ძვრილად და ნაზად წვიმა წამოვიდა… თითქოს იქაურობა ცრემლით გვეგებებოდა და ტკივილისგან მოძალებულ სევდას ვერ მალავდა. შემდეგ კი ზუსტად 5 წუთში მზემ გამოანათა და ოქროსფერი დაედო ყველაფერს! ეს მართლაც რაღაც ის იყო, რასაც ვერ ახსნი… ეს უნდა შეიგრძნო.

 

img5409ba3
მიუხედავად იმის რომ ოპიზის ნახვა თავიდან არ გვქონდა დაგეგმილი, ცდუნებას ვერ გავუძელით და მისკენ წავედით. ალბათ ყველაზე ცუდად თავი იქ ვიგრძენით ყველამ!!! მხოლოდ რამოდენიმე კედელია დარჩენილი!!! აფეთქებული ტაძარი! თან რისთვის აფეთქებული!? იმისათვის რომ სოფლის გზა ვიღაცამ 50 მეტრით გვერდზე ვერ დაგეგმა და პირდაპირ ეკლესიაზე გაატარა! აღშფოთებამ და სიბრაზემ ყელში წამიჭირა… მერე ისევ საკუთარი უსუსურების შეგრძნება. მოვუარეთ ამ კედლებს და ვნახეთ გამონგრეული კედელი შევიხედეთ და გაძარცვული საძვალეები აღმოჩნდა. თანაც, როგორც ჩანს, ვიღაც მნიშვნელოვანი ადამიანის იყო, რადგან კარები არ ქონდა! ვერაგ თურქებს კი კედელი შეუნგრევიათ, გაუძარცვიათ. ძვლები პირდაპირ მიწაზეა მოფენილი ! ვუყურებდი მეგობრებს და ვხედავდი თუ როგორ განიცდიდა თითოეული მათგანი. …და ისევ უსუსურების შეგრძნება.

zvlebify7

 

შემდეგ გეზი შატბერდისკენ ავიღეთ. მივედით.ჰოი საოცრებავ მის კედელზე “უძველესი” მე-20 საუკუნის სომხური წარწერა აღმოვაჩინეთ!!!:(

დავიძარით არტანუჯის ციხისაკენ! ეს მართლაც ძალიან ხეირიანი დაგვირგვინება გამოგვდიოდა! ძლიერების და სიამყის, სევდისა და ტკივილის სუნი ტრიალებდა ამ ბუნებრივ ციხეზე! ულამაზესი და უმკაცრესი ადგილია!!

შემდეგი გაჩერება ჯოჯოხეთის კარიბჭეო გამოგვიცხადა გიდმა და მოემზადეთო! მართლაც აღარ გვეგონა თუ კიდევ რამე გამიკვირდებოდა იმ დღეს!!!!! ეს ულამაზესი დაკლაკნილი უზარმმაზარი “კორიდორი” რომელიც კლდეში გველივით მიიკლაკნება და დარბაზული ჩიხით მთავრდება ზოგან ისეთი ვიწროა რომ ორი კაცი ერთად ვერ გაივლის! იქ ასულებს ქართველობის გრძნობა გაგვიათმაგდა! გაბრწყინებული თვალებით ჩვენდაუნებურად სიმღერა წაგვსკდა ბაგეთაგან! ეს მართლაც რაღაც ძლიერი განცდა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება მეც და დარწმუნებული ვარ ყველა იქ მყოფებს! ექო განსაკუთრებულ ხიბლს ძენდა ისედაც ულამაზეს ქართულ სიმღერას! დროშაც გაიშალა და ბოლოს ჰიმნიც გაისმა!

222222222zs2

ემოციებისგან დაცლილნი ხოფასკან გავეშურეთ. ვიშოვეთ საკმაოდ ნორმალური სასტუმრო. რაშიც იქაური ქართველი გურადი დაგვეხმარა.

დილით ხოფადან თამარის ხიდის სანახავად მურღულის ხეობაში წავედით. რაზმში მყოფ მერღულიათა მოზრდილ რაზმს ქალაქ მურღულში საკუთარ ფესვებთან დაბრუნება და მოგვარეთა მოძიება უნდოდა. მურღულში მისვლით პენალი დავარტყით – თურმე იქ სულ ქართველები ცხოვრობენ და მთელი ქალაქი ჩვენ შემოგვესია. მოდიოდნენ და მოდიოდნენ ჩვენთან სასაუბროდ და ცენტრალური ქუჩა გაივსო ხალხით. რომელიმე ჩვენგანი სადაც გაჩერდებოდა, მის ირგვლივ მაშინვე იკვრებოდა დიდი წრე. თან, იუსუფელის ქართველებისგან განსხვავებით, ესენი მშვენიერი ქართულით საუბრობენ. იმ დღეს მურღულს ართვინის გუბერნატორიც სტუმრობდა, მაგრამ ჩვენი სტუმრობა ბევრად მასშტაბური ამბავი იყო. მურღულიები ქალაქის მერიაში შეხვდნენ მერის წარმომადგენელს !!!!! თავიანთი მოგვარეებიც იპოვეს !!!

murguli1ek6

 

იქ ერთი ჩოლოყაშვილიც გავიცანით – არისტოკრატიული, მართლა თავადური იერის დარბაისელი კაცი, რომელმაც თავისი ქართული ტიპაჟით ყველა მოგვხიბლა. “ჩოლოყ-ოღლუს მეძახიან ეს შობელძაღლებიო” ჩაილაპარაკა ჩვენთან საუბრისას და ცრემლიც მოერია. გზად თამარის ხიდიც ვნახეთ და გეზი ბათუმისკენ ავიღეთ!

ბათუმში 3 საათიანი შესვენება მოვაწყვეთ. მონატრებული ქართული კერძები დავაგემოვნეთ და 1 საათისთვის თბილისის გზას დავადექით! ჩაძინებულები ტაო-კლარჯეთის იმ ულამაზესი ადგილების კადრებით ვტკბებოდით, რომლებიც გასული ხუთი დღის განმავლობაში ცხადში გვიდუღებდა სულს.

პ.ს. სპეციალური მადლობა ბატონ ოსმანს ! მის გარეშე ამდენს ვერ მოვასწრებდით!!!! ოსმან არხეინად იყავი ! ხო ხედავ ვერც ვერაფერი დაგვაკელი!!!

 

[არტანუჯელი ბავშვები – ე.ო.]

tao kid 3

ao kid 4
tao kid 1
tao kid 2
tao kids
(c)
ტექსტი: გიორგი ჩოგოვაძე
ფოტოები: გიორგი ჩოგოვაძე, ეკა ონიანი, მიშა შომახია
[რამდენიმე ფოტო აღებულია ვიკიპედიადან, რადგან 2006 წ შემდეგ ფოტოების დიდი ნაწილი წამეშალა]

 

April 13th, 2014

ვმუშაობთ, ვმუშაობთ!

გერმანელი ტექნიკოსი ურეკავს თავის კოლეგას გერმანიაში: მსგავსი არ მინახავსო, ერთი მუშაობს, ორი მითითებებს აძლევს, როგორ უნდა იმუშაოსო, სამი იმ ორს ეუბნება – დროზე, დროზე!-ო და ოთხი მობილურზე ვიღაცეებს ურეკავს, მალე მოვრჩებით, ვმუშაობთო.

ბათუმი, 2011

პოსტი წარმოადგენს ნაამბობის პერიფრაზს, პირველწყაროდან

mushebi
February 10th, 2014

ბენი

ავტორი: ივანე გოლიაძე, ფოტოგრაფი

1393622_10202394289446375_139320946_n

დაახლოებით ათი წლის წინ ერთი რამდენიმე ჰოლანდიელი მოყვარული ფოტოგრაფი მყავდა სტუმრად. ერთ-ერთი მათგანი პროფესიით ექიმი, ბენი იყო.

ძალიან დაგვიახლოვდა ეს ადამიანი. მამაჩემს ძალიან ხშირად სწერდა მეილებს და ხშირადაც რეკავდა ხოლმე სახლში.

რამოდენიმე წლის წინმე და მამაჩემი ბირთვისში ვიყავით. რეკავს მამაჩემის ტელეფონზე ბენი და ეუბნება: ლევან, მე მაქსიმუმ ორ თვეში მოვკვდები და მინდა ჩემს დაკრძალვაზე ქართულად იგალობოო.

მამაჩემი ცოტათი დაიბნა, მაგრამ ხათრიც ვერ გაუტეხა და კარგიო უთხრა.

აღმოჩნდა ბენს სიმსივნის ბოლო სტადია დაუდგინდა და ექიმებმა მხოლოდ ეს დრო მისცეს სიცოცხლისთვის. მამაჩემმა და მისმა ერთმა მეგობარმა მოამზადეს საბუთები.

ბენმა დათქმულზე ცოტა მეტი იცოცხლა და ოთხ თვეში დაიღუპა. მან წინასწარ ყველას გაუგზავნა წერილი შემდეგი შინაარსით: როცა დაკრძალვაზე მოხვალთ ყვავილი არ იყიდოთ, ყვავილის ფული გადარიცხეთ ანგარიშზე ბანკში და მე რომ დამკრძალავთ ეს ფული კეთილ საქმეს მოახმარეთო.

კეთილი საქმე კი ის არის, თუ ვინმეს უჭირს ჯანმრთელობის მხრივ და მას მკურნალობა გადაარჩეს, მას მოხმარდეს ეს ფულიო.

მამაჩემი ჩავიდა, იგალობეს ქართულად და წამოსვლისას ბენის ანდერძი და ფული გადასცეს მამაჩემს. სთხოვეს, მოეძებნა ადიანები, რომლების სიცოცხლესაც გადაარჩენდა ეს თანხა.

ამ ფულით 4 ადამიანის სიცოცხლე გადარჩა საქართველოში.

დიდი ხანია ბენის შესახებ დაწერა მინდოდა და ვერ მოვაბი თავი. ადამიანი გარდაიცვალა და ამითაც სიკეთე გააკეთა…

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins