Je m'appelle Eka..

February 4th, 2013

უკომენტაროდ

ვერანაირი შესავალი ვერ მოვიფიქრე და უკომენტაროდ შევინახავ ამ მარგალიტს ბლოგზე:
aziati

July 8th, 2011

ქართველი სომეხი, თანაც ფოტოგრაფი – ორმაგად აქტუალური წერილი

ცოტაოდენი რამ ქართულ მენტალობაზე ანუ მარგინალის აღსარება

ამ თემის ირგვლივ მე ბევრი მიფიქრია და მისაუბრია კიდეც. ასე მგონია, რომ ჩემი აზრი საზოგადოებისათვის არ უნდა იყოს ინტერესმოკლებული. სანამ სათქმელს მოგახსენებდეთ, მოკლედ _ ჩემი წარმომავლობის შესახებ.

გავიზარდე ქართულენოვან ოჯახში, დედა თბილისელი სომეხი იყო, ხოლო მამა _ `დე ფაქტო~ ქართველი _ გვარად მეჩითოვი. ჩვენი გვარი გორის რაიონიდან, სოფ. ზერთიდანაა, სადაც ახლაც ცხოვრობენ ამ გვარის მატარებელნი სხვადასხვა ინტერპრეტაციით: მეჩითოვები, მეჩითიშვილები, მეჩიტაშვილები (ქართულ გვართა ლექსიკონში არის ამ გვარის სწორი ფორმა, მეჩითიშვილი).

მე მიმაბარეს რუსულ საბავშვო ბაღში და შემდეგ, როგორც მაშინ ძალიან მიღებული იყო, მიმიყვანეს რუსულ სკოლაში და უმაღლესი განათლებაც, რასაკვირველია, რუსულად მივიღე, ე. ი. გავხდი ტოტალურად რუსულენოვანი ადამიანი.
გავიდა დრო და ჩემთვის ძალიან მიმზიდველი გახდა ქართული კულტურა და ზოგადად ქართული ფენომენი, (ეს მოხდა ქრისტეს ასაკში, როცა მე 33 წლის გავხდი), გამიჩნდა ასეთი კითხვა: რატომ არიან ჩემთვის, ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები უცხონი, _ მამაჩემის ჩათვლით?! მამა იყო ქართულ სკოლა დამთავრებული კაცი, ქართველი ადამიანი, ქართულ წიაღში გაზრდილი რომელსაც ყოველთვის სურდა ჩვენი ნამდვილი გვარი _ მეჩითიშვილი _ დაებრუნებინა, რაც მე და ჩემს ორ ძმას სამჯერ აქტიურად შემოგვთავაზა სხვადასხვა დროს. მე მას ამის გამო დიდი წინააღმდეგობა გავუწიე, რადგან შემრცხვა თანაკლასელების. ჩემი უარი იმითაც იყო განპირობებული, რომ პრაგმატული მიზნით ქართული გვარის აღება ან გვარის ქართულად გადაკეთება ეწინააღმდეგებოდა ჩემს პრინციპებს. მაშინ შევიწროვება ეთნიკურ ნიადაგზე უკვე იგრძნობოდა (ეს არის 60-70-იანი წლები) და სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო არსებითად ფეოდალურ საზოგადოებაში, თუმცა ქართული მენტალობისთვის ამისი აღიარება ალბათ ძნელია.

მე ვიცნობდი ერთ სადაღოვს, რომელიც ზვიად გამსახურდიას ზეობის დროს საძაგლიშვილი გახდა, თანამშრომლებმა მის მიმართ დამცინავი შეფასება გამოხატეს. _ `არ რცხვენია მას, რომ გვარი შეიცვალა?!~ _ და ა.შ. მე მაშინ განვაცხადე: _ თქვენ, საზოგადოებამ აიძულეთ ის ასე მოქცეულიყო და ახლა გინდათ გაკიცხოთ ადამიანი, რომელიც იბრძვის იმისათვის, რომ მისი შვილები მომავალში არ დაიჩაგრონ. მამაც იგივეს ამბობდა; მას არ უნდოდა ჩვენ ვინმეს დავეჩაგრეთ.

მოხდა ისე რომ მე, ჩემი კულტურით რუსი ადამიანი, ვხვდები უდიდეს მსახიობს, ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძეს. ეს ხდება 1983 წელს. ქალბატონმა ვერიკომ მკითხა ქართული თეატრის შესახებ: მინახავს თუ არა სცენაზე სერგო ზაქარიაძე, რა თეატრალური წარმოდგენები მაქვს ნანახი და ა. შ., და აღმოჩნდა, რომ მე აბსოლუტურად არ ვიცნობ ქართულ კულტურას. ძალიან შემრცხვა. ეს იყო ჩემთვის პირველი ზარი!

ამის შემდეგ მიმიწვიეს სამუშაოდ მარჯანიშვილის თეატრში. რაღა თქმა უნდა გავიცანი ეს თეატრი, მსახიობები და ვნახე სპექტაკლებიც. საბოლოოდ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სპექტაკლმა `წუთისოფელი ასეა~. სპექტაკლი აგებულია ქართულ-ხალხურ ეპოსზე და მე, საყველპურე ქართულის მცოდნემ, ამ პოეზიის ნახევარიც ვერ გავიგე. მაშინაც ძალიან შემრცხვა. ეს სპექტაკლი ისეთი აღფრთოვანებით იყო შექმნილი, ისეთი ლამაზი, გაჯერებული ქართული სიმღერებითა და ლექსებით, რომ მივხვდი, ძალიან დიდ რამეს ვკარგავ ცხოვრებაში იმით, რომ არ ვარ ნაზიარები ქართულ კულტურას. Read the rest of this entry »

March 18th, 2011

სენდაი, იაპონია vs. თბილისი, საქართველო

უკომენტაროდ:

ვრცლად იხილეთ მოგვიანებით, შემდეგ პოსტში :)

March 14th, 2011

რატომ (არ) უნდა გავმრავლდეთ?!

(გამოქვეყნდა ჟურნალი “ტაბულა”-ს ბლოგზეც)

ბავშვობიდან მესმოდა სადღეგრძელოები, სადაც მავანი მავანს (შემდგომში უკვე მეც) უსურვებდა გამრავლებას, “ვითარცა ზღვაში ქვიშა და ცაში ვარსკვლავნი”. მეც გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ ქართველების გამრავლება საქართველოს გადარჩენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა იყო და თუ ეს პირობა შესრულდებოდა, მტერი ვერაფერს დაგვაკლებდა. ეს იყო 90’იან წლებში, აფხაზურ-ქართული კონფლიქტის შემდეგ.

—————–
გახსოვთ ალბათ, რუსეთში, 2008 წელს გამოკითხვა რომ ჩაატარეს და ბევრ რუსს საქართველო 50 მილიონი ადამიანით დასახლებული უზარმაზარი ტერიტორია ეგონა.

დაახლოებით მსგავსი წარმოდგენა მქონდა კარგა ხანს რამდენიმე ქვეყნის მოსახლეობაზე და არც მომდიოდა აზრად საქართველო შემედარებინა ისეთი “დიდი” და მდიდარი ქვეყნებისათვის, როგორიც ნორვეგია, დანია, შვეიცარია ან არაბეთის გაერთიანებული საემიროებია.

როცა ინტერნეტი ყველას, მათ შორის ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შემოიჭრა და გაჩენილ კითხვაზე პასუხის მოსაძებნად google.com-ის აკრება ჩვევად მექცა, ცოტა უფრო მეტი დეტალებიც მოვიძიე ქვეყნების შესახებ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ “რაოდენობა ≠ ხარისხს”.

მცირედი სტატისტიკა თვალსაჩინოებისათვის:

ნორვეგია
ფართობი: 385,252 კვ.კმ
მოსახლეობა: 4,944.7 ათასი კაცი
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე: 84,543 $ (საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2010 წ. მონაცემებით)

შვეიცარია
ფართობი: 41,285 კვ.კმ
მოსახლეობა: 7,785.6 ათასი კაცი
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე: 67,074 $

დანია
ფართობი: 43,075 კვ.კმ
მოსახლეობა: 5,557.7 ათასი კაცი
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე: 55,113 $

არაბეთის გაერთიანებული საემიროები
ფართობი: 83,600 კვ.კმ
მოსახლეობა: 4,975.5 ათასი კაცი
მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე: 47,406 $

და
საქართველო
ფართობი: 69,700 კვ.კმ
მოსახლეობა: 4,436.4 ათასი კაცი (2010 წ)
მთლიანი შიდა პროდუქტი (GDP) სხვადასხვა მონაცემებით არ აჭარბებს 2,455 $ ერთ სულ მოსახლეზე

ზემოთ ჩამოთვლილი ოთხივე ქვეყანა (საქართველოს გარდა), ერთ სულ მოსახლეზე მატერიალური კეთილდღეობისა და ცხოვრების სტანდარტის მხრივ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მოწინავე ადგილებს არ თმობს მსოფლიოში.

საქართველო ამ სიაში 120-ადგილზეა.
გადამწყვეტი სხვაობა კი, როგორც ხედავთ, არც გეოგრაფიულ ფართობშია და არც მოსახლეობის რაოდენობაში. როგორც ჩანს, ქვეყნის განვითარებულობის თუ მოსახლეობის კეთილდღეობის დონეს რაღაც სხვა განსაზღვრავს და “ჩვენი გადარჩენა” არცთუ მთლად პროპორციული უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის ზრდისა. Read the rest of this entry »

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins