Je m'appelle Eka..

October 6th, 2010

მე ❤ ზანტი ლორისი !

2 დღეა ყურებამდე ვარ შეყვარებული.
2 დღეა ვუყურებ ფოტოებს და ვიდეოებს იუთუბზე და ცრემლისდენამდე ვიცინი.
ცხოველებიდან გუშინდლამდე ჩემს ფავორიტ არსებას – კატუნიას კონკურენტი გამოუჩნდა. მგონი ზანტი ლორისი უფრო მიყვარს ♡ ♡ ♡

Slow Loris

ზანტი ლორისი “მადაგასკარის” მოყვარულებისთვის ნაცნობი ტიპია. ოღონდ მე აქამდე მეგონა რომ მადაგასკარის გმირები სინამდვილეში არ არსებობდნენ და მხატვრებმა მოიგონეს :D

Slow Loris

ზანტი ლორისი მე შევარქვი, უფრო სწორად პირდაპირ ვთარგმნე > Slow Loris. ქართულად არ აქვსო სახელიო. რა უსამართლობაა, რამდენი ადამიანი დადის სახელით და გვარით, ამ საყვარელ არსებას კი თურმე სახელიც არ აქვს : (

მოკლედ, ბევრი აღწერა არ ჭირდება, თავად ნახეთ და მიხვდებით, რატომ მიყვარს ♡

May 3rd, 2010

Я тебя никогда не забуду, Я тебя никогда не увижу…:(

უბრალოდ უსმინეთ… და არ იტიროთ : )

Ты меня на рассвете разбудишь
Проводить не обутая выйдешь
Ты меня никогда не забудешь
Ты меня никогда не увидишь
Заслонивши тебя от простуды
Я подумаю: Боже, Всевышний
Я тебя никогда не забуду
Я тебя никогда не увижу
Не мигая, слезятся от ветра
Безнадежные карие вишни
Возвращаться плохая примета
Я тебя никогда не увижу
И качнутся бессмысленной высью
Пара фраз залетевших отсюда
Я тебя никогда не увижу
Я тебя никогда не забуду
Ты меня на рассвете разбудишь
Проводить необутая выйдешь
Ты меня никогда не забудешь
Ты меня никогда не увидишь

Read the rest of this entry »

April 24th, 2010

“I cried a river over you…” (restored)

Long time since I posted in “Monday Melody” category.

Cry me a river” is one of my beloved songs and my favourite version belongs to 60′-70’s style Canadian singer-songwriter and actor –  Michael Bublé

The original version belongs to the Goddess – Ella Fitzgerald

Later it was also performed by Susan Boyle – Scottish singer who came to international public attention when she appeared  on reality TV programme “Britain’s Got Talent” 2009, but this song was recorded much earlier, in 1999 for a charity CD.

Hope you’ve enjoyed :) )

Read the rest of this entry »

April 16th, 2010

Le Cirque de Demain – მისი უდიდებულესობა ცირკი! (restored)

ყოფილხართ ცირკში?

მე – კი, 80–90იანი წლების მიჯნაზე მომიწია იმ ასაკმა, მშობლებს რომ ბავშვები ცირკში დაყავთ და რამდენჯერმე ვესტუმრე თბილისის თითქმის გაპარტახებულ ცირკს.

მახსოვს უკბილო და უცხვირო კლოუნები, ერთი–ორი ცხოველი ზრდილობისთვის (ძირითადად კატა და ძაღლი, რომელიც სახლშიც მყავდა :D ), ბუშტები და წვრილ რეზინზე ჩამოკიდებული ბრჭყვიალა ბურთები, გარეთ რომ იყიდებოდა და მე რომ არასდროს არ მყიდულობდნენ და კიდევ აკრობატები, რომლებსაც ვერ ვიტანდი და ამ მხრივ ალბათ გამონაკლისს არ წარმოვადგენდი.

მას მერე გავიდა წლები. ერთხელ აღმოვაჩინე გენიალური საიტი youtube.com , რომელიც დღეს ჩემი არსებობის განუყოფელი ნაწილია. Youtube-ს საშუალებით ვიგებ ახალ ამბებს, ვეცნობი ნაირ–ნაირ კულტურას, ვუსმენ მუსიკას და ფაქტიურად, შემიძლია ყველა იმ ქვეყანასაც ვესტუმრო, სადაც ფეხი არ დამიდგამს, ჯერჯერობით! :)

ჰოდა, აი ასე მოვხვდი ფრანგული ცირკის წარმოდგენაზე! და აღმოვაჩინე, რომ ნამდვილი ცირკი თურმე არ არის მხოლოდ ძაღლი და კატა, ან ძალით გაკრეჭილი კლოუნი, ან გამხდარი სპილო, ან აკრობატი დახეული “ბალეტკებით” და ა.შ. და საერთოდ, თურმე ნამდვილი ცირკისთვის არ აქვს მნიშვნელობა ასაკს. ის სწორედ დიდებისთვისაა და არა ჭიჭყინა ბავშვებისთვის.

Festival Mondial du Cirque de Demain (”The World Festival of the Circus of Tomorrow”) – ეს არის მსოფლიო ცირკის ფესტივალი, რომელიც 1977 წლიდან ყოველწლიურად იმართება პარიზში. ვის არ ნახავთ აქ, ლეგენდარულ Cirque du Soleil–ს, ჩრდილო კორეელ მფრინავებს, ამერიკელ ჯამბაზებსა თუ რუს აკრობატებს.

ერთხელ ვთქვი, რომ ჩემი ოცნებაა ვენის ფილარმონიის საახალწლო კონცერტზე დასწრება, Radiohead–ის კონცერტიც ერთერთია must see ლისტში (ბარი უაითმა და მაიკლ ჯეკსონმა გამასწრეს) Montreaux Jazz Festival-თან ერთად (ამ უკანასკნელს ზაფხულისთვის ვემიზნები;)). ჰოდა, აქვე სიაში, მსოფლიო ცირკის ფესტივალიც იყოს, ვინ იცის რა ხდება? :) )

Festival Mondial du Cirque de Demain, Paris, 2008 – ერთ–ერთი ყველაზე სექსუალური ცეკვა, რაც მინახავს :O

Cirque du Soleil, Alegria, 2007

and Georgian Folk Dance motives at Cirque du Soleil – Badri Esatia, Temur Koridze and Khvicha Tetvadze

Enjoy :) )

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins