Je m'appelle Eka..

January 10th, 2011

ჩემი გოგო და ტედი ♥

ორშაბათი დილის საუკეთესო დასაწყისი: TED-ის კონფერენციის ვიდეომასალებში მოულოდნელად სოფი (ჰ)უნგარის 23 წუთიანი კონცერტი აღმოვაჩინე – როგორც იქნა HD ხარისხის ჩანაწერი იუთუბზე. დაილოცოს TED-ი :))

ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა გერმანული ენა ძალიან მიყვარს ♥ და მომწონს მუდამ ერთსა და იმავე კოპლებიან შავ-თეთრ ან წითელ კაბაში გამოწყობილი, სახელდახელოდ თმაშეკრული, არცთუ ლამაზი მომღერალი.

(მოუსმინეთ აუცილებლად ყურთსასმენებით, რომ უკეთესად შეიგრძნოთ)

(საკუთარი თავის მშურს, რომ ამათი კონცერტი ოდესღაც ონექსში, ხელისგულისოდენა დარბაზში მაქვს მოსმენილი :))

December 20th, 2010

რა სარგებლობა მოაქვს ვიკილიქსს – ჯულიან ასანჟი

მას შემდეგ, რაც “ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო” კი არა და ჯულიან ასანჟი, მას განსაკუთრებული წარდგენა აღარ სჭირდება.

Julian Assange

ეს გახლავთ მსოფლიო სკანდალამდე რამდენიმე თვით ადრე, 2010 წლის ივლისში TED კონფერენციაზე ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ასანჟი საუბრობს, თუ რატომ არის საჭირო ვიკილიქსი მსოფლიოსთვის. განხილულია რამდენიმე სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ვიკილიქსით გავრცელდა, მათ შორისაა ერაყში ამერიკელი სნაიპერების მიერ შეცდომით როიტერსის ჟურნალისტების ლიკვიდაციის ვიდეო-ჩანაწერი .


(ვიდეოჩანაწერს შეგიძლიათ ჩაურთოთ ტიტრები ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზე) Read the rest of this entry »

October 24th, 2010

გეგმები, მიზნები, ემოციები

კარგა ხნის წინ ვნახე ეს მოკლე პრეზენტაცია და ფეისბუქზეც დავაშერე.
ჩვენში კარგად გავრცელებული ცრურწმენა, რომ საკუთარი მიზნების შესახებ ხმამაღლა არ უნდა
ილაპარაკო, თურმე ფსიქოლოგებს მეცნიერიულად დაუსაბუთებიათ და მარტივი დასკვნაც გამოუტანიათ: როცა საკუთარ გეგმებს სხვებს უზიარებთ, თქვენც და ისინიც წინასწარ აღფრთოვანდებიან, პოზიტიურ feedback-ს წინასწარ იღებთ და ქვეცნობიერად შეგრძნება გიჩნდებათ, რომ გეგმის განხორციელებამდე თითქმის აღარაფერი დარჩა, ამ დროს თვითკმაყოფილებაში ვარდებით და მოტივაცია გეკარგებათო.
ძალიან საინტერესო პრეზენტაციაა, ნახეთ (თან ტიტრები არის ინგლისურად და რუსულად)

ფსიქოლოგი არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ცოტას მოვინდომებდი, არანაკლები წარმატებით დავამტკიცებდი, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ გულჩვილობის, ემოციურობის, კეთილშობილების და ა.შ. სადემონსტრაციოდ ბევრ ენერგიას, სიტყვას ხარჯავენ, საკუთარი თავის ანუ მათ მიერვე შექმნილი იმიჯის/ბრენდის ხიბლში ვარდებიან და რეალურად ამ დადებითი ემოციების განხორციელებისთვის უნარი (აღ)არ შესწევთ. (ან არც არასოდეს შესწევდათ და სწორედ ამიტომაც ახდენ(დნ)ენ კომპენსაციას)

მაგრამ მეზარება ამის მტკიცება, უბრალოდ მენდეთ :) ან იქნებ უკვე უჩემოდაც დაამტკიცეს?

October 22nd, 2010

საჩუქარი, რომელიც მთელს ცხოვრებას ცვლის

სტეისი კრამერი at TED Talks.
(შეგიძლიათ ჩართოთ სუბტიტრები ინგლისურ ან რუსულ ენაზე, ან იხილოთ ქართული თარგმანი ქვემოთ)

Read the rest of this entry »

Plugin from the creators ofBrindes Personalizados :: More at PlulzWordpress Plugins