Je m'appelle Eka..

November 13th, 2010 by Katiée

თბილისი-გომბორი-თელავი -> pros & cons

ორიოდ დღის წინ თელავში ვიყავით, ადგილობრივ სასამართლოს ვესტუმრეთ.

მანამდე უკვე რამდენიმე ადამიანისგან ვიცოდი, რომ თბილისი-თელავის განახლებული გზა, გომბორის უღელტეხილის გავლით, ძალიან ძალიან ლამაზია და ბევრად უფრო მოკლე (-45კმ), ვიდრე მანამდე არსებული ალტერნატიული მონაკვეთი საგარეჯო-გურჯაანის გავლით.
თუმცა, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავ, არც აღფრთოვანებას არ უნდა მიეცე და არც სასოწარკვეთას.
ჰოდა აი, ვნახეთ საკუთარი თვალით და არა მარტო ვნახეთ, შევიგრძენით კიდეც ; )
გზა მართლაც მშვენიერია, სრიალა და ლაპლაპა, მიქრიხარ, არც ორმოებში ეხეთქები და არც ფილტვები გევსება მტვრით (იმედია დროსაც გაუძლებს).

გომბორი კახეთი

გომბორის უღელტეხილი

ხედიც მშვენიერია გარშემო -კავკასიონის ქედი, ალაზნის ველი ჰორიზონტზე, გარშემო ფერადი ტყეები და მზე!

georgia, kakheti, gombori

ხედი გომბორიდან

მაგრამ!
თუ თქვენ გომბორის უღელტეხილის სწრაფად გადავლა გადაწყვიტეთ (გზის საფარი კი ამის საშუალებას იძლევა), აუცილებლად მოგიწევთ უსაფრთხოების ღვედების შეკვრა არა მხოლოდ იმიტომ, რომ გზა საკმაოდ სახიფათოა, უბრალოდ, სხვაგვარად მანქანაში მყარად ვერ დაჯდებით და აქეთ-იქეთ მიეხეთქებით.

ჩოხატაურში ყოფილხართ? იქაური მიხვეულ-მოხვეული გზა გახსოვთ? ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ ის არაფერია გომბორის გზასთან შედარებით, მითუმეტეს, თუ სწრაფად მიდიხარ, წნევა და სიმაღლე სწრაფად იცვლება (უღელტეხილის პიკი 1620 მ ზღვის დონიდან) და თუ ვესტიბულარული აპარატიც არ გაქვს წესრიგში, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ადვილად ბრუვდები და მგზავრობა ცუდად გხდის, მაშინ ეს სპირალისებური გზა შენთვის, ანუ ჩემნაირებისთვის ნამდვილად არაა. ან ერთი გამოსავალია: წინასწარ გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატი (მაგ. დრამინა) უნდა დალიო :D

საბედნიეროდ, აქეთობისას ჩემი გამწვანებული სახის ყურებას თანამშრომლებმა ერთნახევარჯერ გრძელი, ძველი გზით დაბრუნება არჩიეს ❤ და თბილისში მშვიდობით დავბრუნდით :) მაგრამ თქვენ თუ თელავში წასვლა გადაწყვიტეთ (მშვენიერი ქალაქია:)), წინასწარ მოიფიქრეთ, შორი გზის მოვლა ხომ არ ჯობია :D

ესეც ორი ფოტო ბონუსად, შუამთის ულამაზესი ტყიდან:

შუამთა, georgia, kakheti, shuamta

შუამთის ტყე

georgia, kakheti, gombori, shuamta, telavi

შუამთის ტყე


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273