528+ კმ ფეხით, ანუ სოლო ტური თბილისიდან უშგულამდე

ოდესმე მოგსვლიათ აზრად ნანატრი საზაფხულო შვებულების გამოყენება 560 კმ-ის ფეხით გასავლელად? თანაც მარტო, თანამგზავრის გარეშე? მე არა. საამისოდ არც სათანადო ფიზიკური მომზადება მყოფნის და არც ნებისყოფა. 560 კმ კი არა, წინა კვირას 2 სთ ვირბინე მიტოვებულ სოფელში Strike-Ball-ის თამაშისას და დღემდე მტკივა ფეხის კუნთები, ჩალურჯებებზე აღარაფერს ვამბობ.

ლევან არღვლიანს კი (a.k.a. Tobuldar) თბილისიდან უშგულამდე კარგად ნაცნობი გზის ფეხით გავლის იდეა უკვე 2 წელია აწუხებდა და 22 ივლისს განხორციელებასაც შეუდგა (იხ. სააგენტო პირველის ინფო). რამდენიმე კვირით ადრე შევთანხმდით, რომ ერთად გავაკეთებდით ბლოგს ამ მოგზაურობაზე, სიახლეებს კი გზიდან სმს-ების და ტვიტერის საშუალებით გამოგზავნიდა, მაგრამ, სამწუხაროდ მე ვერ შევძელი ზუსტად იმ პერიოდში დავხმარებოდი, ამიტომ ჩემს ბლოგს გამოვიყენებ (მისი ნებართვით) ამ სოლო მოგზაურობის შესახებ ინფორმაციის თქვენამდე მოსატანად:

ლევან არღვლიანი a.k.a. Tobuldar

“მოგესალმებით ძვირფასებო,
ხვალ დილით, 22 ივლისს გამთენიისას ვიწყებ ფეხით მოგზაურობას მარშრუტით: თბილისი – უშგული

მანძილი: 528 კმ. (თავისი გადახვევებით 560 კმ-ზე ცოტა მეტი)

ხანგრძლივობა: სავარაუდოდ 17 დღე ეკიპირების წონა: ჯერ-ჯერობით 12 კილომდეა, მაგრამ რაღაცები კიდევ მაქვს ჩასადები, ალბათ 3 კილო დაემატება.

კარავი 3 კაციანია, ჯერ უხმარი. 4.5 კგ იწონის. ამხელა არ მჭირდება, მაგრამ რაც არის არის.
ღამეს გავათენებ დასახლებულ პუნქტებთან ახლოს, მდინარეებიც რომ ჩამოუდით (ჰიგიენა, გასარეცხი და ა.შ)
დიდ ქალაქებსა და დაბებში ავტო ან რკინიგზის სადგურებზე დავიძინებ (რაც უფრო ნაკლებად დამჭირდება კარვის გაშლა მით უკეთესი)
საჭმელს გზაზე ვიყიდი.

ვინაიდან არც ბლოგი მაქვს და არც რომელიმე სოციალურ ქსელში ვარ დარეგისტრირებული, აქედან გამომდინარე ფორუმი ერთადერთი ნავსაყუდელია ჩემთვის ვებ სივრცეში, ხოლო აქ მობინადრე საზოგადოებასთან ძალიან შინაურული და თბილი ურთიერთობები მაქვს ჩამოყალიბებული წლების განმავლობაში.
ამ გარემოებამ გადამაწყვეტინა კონკრეტული თემის გახსნა, მინდოდა თქვენთვისაც ისევე მომეთხრო ჩემი მოგზაურობის ამბები, როგორც საკუთარ ოჯახის წევრებს ვუყვები.
ეს კი მცირედი ილუსტრაცია დღევანდელი ბოლო “დაშლა-აწყობის პრაგონისა” smile.gif

ღვთის წყალობით ყველაფერმა თუ მშვიდობიანად ჩაიარა, მერე ალბათ უფრო კონკრეტულად მოგითხრობთ ჩემი შთაბეჭდილებების შესახებ.
აბა თქვენ იცით 2kiss.gif
წინ სვანეთისკენ !!!

პატივისცემით,
ლევან არღვლიანი (Tobuldar)

21.07.10

დღეს ლევანის მოგზაურობის მე-7 დღეა. გზიდან სიახლეებს პერიოდულად სმს-ების სახით აგზავნის რამდენიმე ფორუმელ მეგობართან და ჩემთან:

23 ივლისი, 2010: გორის გადასახვევამდე 12 კილომეტრი დამრჩა. დღეს ახალი წყლული გამისკდა, მალამო “კოლხურს ” ვისვამ. გორში ვიყიდი სპეციალურად ამისათვის რაღაცეებს. ღვთის წყალობით მხნედ ვარ !!!
ერთი თხოვნა მექნება ყველასთან ვინც ოდესმე მსგავს ან უფრო იოლ მარშუტს დაგეგმავთ, გთხოვთ რომ დამიკავშირდეთ, რადგან ბევრი რჩევა მექნება მოსაცემი , რომელიც, თუნდაც, ელემენტარულად აგაცილებთ იმ სირთულეებს, რომელიც მე გადამხდა თავს !

24 ივლისი, 2010: გუშინ რომელიღაცა სამარიტელმა ფორუმელმა ღამის 1 საარზე გამომიგზავნა მისნაირი კეთილი ადამიანი, რომელმაც სამხედრო ჰოსპიტალში წამიყვანა, სადაც გახსნილი წყლულები ბეტადინის ხსნარით დამიმუშავეს. ექიმ ირაკლის და ექთან ლარისას უღრმესი მადლობა. შემდეგ ჩემმა კეთილმა ადამიანმა აფთიაქში მიყიდა ბეტადინი და სახვევები, ფულიც არ გამომართვა… უფლის იგავარაკის პერსონაჟებად გვაქცია თითქოს განგებამ, მე ნაგვემ-დაწყლულებულ მგზავრად ხოლო ის (ისინი) კეთილ სამარიტელებად.
p.s. ექიმმა კატეგორიულად ამიკრძალა მინიმუმ 3-4 დღე ასეთ დისტანციებზე ფეხით სიარული. უფრო გაგიმწვავდება და შეიძლება ინფექცია შეგეჭრესო. დღეს 08:25 უკვე გზას ვადექი, გასავლელი მაქვს 46 კმ. ღვთის შეწევნით მინდა ხაშურამდე მიღწევა.. აი აქ კი ნამდვილად გავითვალისწინებ ექიმირ რჩევას და სანამ არ მოვშუშდები, არა მგონია გავიდე.

25 ივლისი, 2010: ადავავლე თემას თვალი,ყველას გკოცნით,თქვენი კეთილი სურვილების და ლოცვის ძალას მთელი გზის განმავლობაში ვგრძნობდი. გორი-ხაშურის გუშინდელი მონაკვეთი საშინლად გაიწელა. მარჯვენა მუხლი თითქმის ჩამეკეტა, ამას დამატებული ორივე ფეხზე წყლულები, მოკლედ მესამე დღე იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით-ჯოჯოხეთური. წყლის ასაღებად გაჩერებაც კი მშხამავდა, იმიტომ, რომ სულ მცირედი შესვენების შემდეგ ფეხი საერთოდ მეკეტებოდა, ამიტომ ვცდილობდი არ შევჩერებულიყავი წყლულების გასანიავებლადაც კი. ახლა ხაშურში ვარ მეგობრის სახლში და ექიმების რჩევას ვითვალისწინებ, ანუ ვმკურნალობ, დიკლობერლიც უნდა გავიკეთო მყესებისთვის. ძალიან მინდა მოვშუშდე და მალევე გავაგრძელო გზა …

28 ივლისი, 2010: ლულებს მიმუშავებდნენ. 3 დიკლობერლიც გავიკეთე მუხლისთვის. 90% მზად ვარ. ხვალ ვაგრძელებ სვლას. სულ სხვა სამყარო ყოფილა მოგზაურის ცხოვრება :)

ამლების მთელი გუდა დამაქვს, მათ შორის ყველაზე მეტად კოლხური გამომადგა, დიკლობერლის ნემსები კი ხაშურში ვიყიდე. ახლა იმერეთის რეგიონის საპატრულოს უფროსის მოადგილემ დამირეკა და აქაური საპატრულო გამოგზავნა ჩემს სანახავად. რიკოთს იქით ჩვენ მოგაქცევთ ყურადღებას თუ რამე დაგჭირდაო. ჯანდაცვის სამინისტროც აქტიურობს, მესტიის კულტურის სახლიდანაც დამირეკეს და ვარ ასე, სრულიად არაგამიზნული პიარის ეპიცენტრში :D ფორუმს რამდენი კითხულობს თურმე...

როგორც ვიცი, ლევანს კარვის გზაში დატოვება მოუხდა, სიმძიმის გამო :(. იმედია, კარვის გარეშე შეძლებს სამეგრელო-ზემოსვანეთის გრძელი და რთული გზის უხიფათოდ გავლას.

სიახლეებს ლევანის მოგზაურობიდან შეგიძლიათ თვალი ადევნოთ:

გარდა ამისა, მისგან მიღებულ ცნობებს ამ პოსტის კომენტარებსა და ჩემი ბლოგის მარჯვენა პანელში, სპეციალურ “ბოქსშიც” განვათავსებ ხოლმე :)

დროებით :))

This entry was posted in Uncategorized and tagged , , . Bookmark the permalink.

17 Responses to 528+ კმ ფეხით, ანუ სოლო ტური თბილისიდან უშგულამდე

  1. Pingback: Tweets that mention 560 კმ ფეხით, ანუ სოლო ტური თბილისიდან უშგულამდე | Je m'appelle Eka -- Topsy.com

  2. ვახ მეეე რა მაგარია ეეეეეეეეეეეეეე!!!!
    საღოლ იმენა საღოლ და საღოლ!!!

    აუჰ ვსო ავდევნე ტვიტერზე და ახლა დაველოდები განახლებებს ♥♥

  3. Landish says:

    მახსოვს, რომ მიყვებოდი ამის შესახებ…
    მართლა საღოლ მის ნებისყოფას და გამძლეობას…
    ვიცი, რომ ეგეთ რამეს მე კარგა ხანს ვერ ვიზამ..
    რაოდენ მაგარ ფიზიკურ ფორმაშიც არ უნდა ვიყო…
    მარა ლევანი სტიმული გახდება ჩემი, ეგეც ვიცი : )

    არაფერი სჯობს იმას, როდესაც ჩამოხვალ თბილისში და უკვე შემოვლილი გექნება მთელი ქვეყენა ფეხით : )

  4. Pingback: Tweets that mention 560 კმ ფეხით, ანუ სოლო ტური თბილისიდან უშგულამდე | Je m'appelle Eka -- Topsy.com

  5. lika says:

    vigac dzalian magari da gambedavia,me vkofilvar marshutkit da iseti daqanculi chavedi mestiashi.eg tu am gzazs fexit gadisss.qeds vixri mis winasheee!!!!!!

  6. Katieé says:

    last update from Tobuldar:
    იმერულ სოფელ ხევში ვზივარ და ვფიქრობ შექსპირისეულ მარადიულ კითხვაზე “წყლული თუ სახსარი?!”. ჩემი პასუხია წყლული!
    ახლა დავიმუშავე დღეს გაჩენილი ახალი კერა. ოღონდ სახსარმა არ ჩამკეტოს და ამას ავიტან.
    პ.ს. შემოვლითი გზით გადმოვედი დასავლეთში, გვირაბი დაკეტილია.

  7. Gigoli says:

    ერთგულად ვგულშემატკივრობ. ისე იქნებ ვინმემ ათხოვოს ერთ ან ორკაციანი მსუბუქი კარავი.

    • Katieé says:

      ჯერჯერობით არ სჭირდება და სამეგრელო-ზემოსვანეთის მონაკვეთზე ნამდვილად დასჭირდება. გამორიცხულია იქ ღამისთევა კარვის გარეშე, საშიშია და დასახლებულ პუნქტებამდე ერთ დღეში ვერ მივა :/

  8. Katieé says:

    update 30-07.2010
    11:30

    დღეს ზესტაფონში ჩავალ, ანუ 20 კმ-ს გავივლი მხოლოდ, გუშინდელის კომპენსაციას გავაკეთებ, ამიტომ არ გავედი დილაადრიანად.
    საოცარია ფეხით მოგზაურობა:). დიდი სიამოვნებით ვისმენ შორაპნის მაზრის ისტორიებს. ძაან ტკბილია იმერეთი!
    შროშიდან ნელნელა გავუყვები აწი, არსად არ მეჩქარება…
    Annak-ის (forum.ge) დეიდა და ბიძა ძვირფასი ხალხი აღმოჩნდა :)

  9. Katieé says:

    31.07.2010
    დილა:

    თერჯოლის სოფელ სიქთარვაში ვარ! ისევ კოლუმბიები ამოვიცვი. “ნაუშნიკი” გამიწყდა, ციფრულის ბატარეა ისევ არ დაიტენა თუ ვერ დავტენე… ჩემი ძმაკაცი სპალნიკს დამაწევს, “ნაუშნიკს” და ბატარეას. ასევე ელექტრო საპარსს, თორემ ძალიან ბუდულაისავით ვარ :D

    მოგვიანებით:
    მეღვინეობა “ხარების” ტრაფარეტს გამოვცდი. ქუთაისამდე მივალ დღეს. დღეს ჩემს ნათესავებთან დავრჩები. გუშინ ზესტაფონის პოლიციაში გავშალე “სპალნიკი”. ძალიან ყურადღებიანი არიან პოლიციელები მთელი გზის მანძილზე.

    საღამო:
    ქუთაისში ვარ!

  10. Katieé says:

    1.08.2010

    წყალტუბოში ვარ ნათესავებთან. სამეგრელოს ბოლო წერტილიდან ანუ ჯვარიდან ჩემს ჭუბერამდე 45 კმ-ა. ისეთ დროს უნდა გავიდე, გათენებულიც რომ არ იქნება, ანუ დაღამებამდე იქნებ ავიარეო სვანეთის მაღლობები. კარავი ხომ აღარ მაქვს.
    ახლა ჩემი რუგზაკის წონა 10.5 კგ-ია. მოკლედ ფეხები უნდა მქონდეს მწყობრში. მერე და მერე კიდევ რომ არ გამაწვალოს, ამიტომ წყალტუბოში ხვალაც დავრჩები.

    გუშინ ზესტაფონიდან ქუთაისამდე ჩამოვედი. სვლა ე.წ “სამტრედიის ხიდთან” შევწყვიტე. ზუსტად იმავე ადგილიდან გავაგრძელებ სამტრედიისკენ სვლას.

  11. Tobuldar says:

    ეკა დიდი მადლობა შენ და შენი ბლოგის სტუმრებს. დიდი სითბო და მხარდაჭერა იგრძნობა.
    მართლა ვაფასებ….

    ერთ პატარა შესწორებას შევიტანდი შენს შესავალში. ეს იდეა 2 წელი კი არ მაწვალებს, არამედ ზუსტად 3 თვე შესრულდა გასვლის დღეს…. :)

    • Katieé says:

      თბილისი-უშგულის მოგზაურობა არ მიგულისხმია კონკრეტულად, ზოგადად სოლო-მოგზაურობის იდეა ვიგულისხმე :))

  12. რა მდგომარეობაა გზაზე?

    • წესით უკვე ჭუბერში უნდა იყოს, ბიძის სახლში, დღეს უკვე სვანეთის აღმართების ავლა წევდა, 52 კმ ჯამში.
      http://www.facebook.com/tbilisi.ushguli.trip
      აფდეითების თვალის დევნება ყველაზე ადვილი აქაა :)

  13. Pingback: სოლო-ტური: თბილისი – უშგული 2010 (Videos) | Je m'appelle Eka

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>