საჩუქარი, რომელიც მთელს ცხოვრებას ცვლის

სტეისი კრამერი at TED Talks.
(შეგიძლიათ ჩართოთ სუბტიტრები ინგლისურ ან რუსულ ენაზე, ან იხილოთ ქართული თარგმანი ქვემოთ)

” წარმოიდგინეთ, თუ გსურთ, რაიმე საჩუქარი. მე ვეცდები თქვენს ნაცვლად აღვწერო, როგორია ის თქვენს წარმოდგენაში.
ის არ არის ძალიან დიდი. ასე, გოლფის ბურთისხელაა. ლამაზად შეფუთული, დაახლოებით ასე გამოიყურება:


სანამ გეტყოდეთ, რა არის შიგნით, გეტყვით, რომ ის თქვენთვის საოცრებებს გააკეთებს.
ის გააერთიანებს მთელ ოჯახს თქვენს გარშემო,
თქვენ იგრძნობთ, რომ ყველას უყვარხართ და გაფასებენ, ისე, როგორც არასდროს,
ხელახლა დაუკავშირდებით თქვენს მეგობრებს და ნაცნობებს, რომლებზეც წლებია არაფერი გსმენიათ,
თქვენ დაგატყდებათ გაღმერთების და აღტაცების ნიაღვარი ყველა მხრიდან,
ეს საჩუქარი დაგეხმარებათ გადააფასოთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის ცხოვრებაში,
ხელახლა შეიგრძნობთ, რას ნიშნავს თქვენთვის სულიერება და რწმენა,
თქვენ შეიგრძნობთ საკუთარ სხეულს და ენდობით მას,
გაგიჩნდებათ განუზომლად დიდი სასიცოცხლო ენერგია,
თქვენ გააფართოებთ თქვენს ლექსიკონს, გაიცნობთ ახალ ადამიანებს და გექნებათ ცხოვრების უფრო ჯანმრთელი სტილი,
და ბონუსად, თქვენ გექნებათ 8 კვირიანი შვებულება, როცა არაფერს, საერთოდ არაფერს არ გააკეთებთ!
თქვენ მიირთმევთ საუკეთესო დელიკატესებს,
მოგართმევენ ყვავილების უამრავ თაიგულს,
ადამიანები გეტყვიან: არაჩვეულებრივად გამოიყურები! რაიმე შეიცვალე?
და გექნებათ მთელი ცხოვრებისთვის საკმარისი საუკეთესო წამლების მარაგი.
თქვენს დადგებით ახალი გამოწვევების წინაშე, იგრძნობთ შთაგონებას, გახდებით მოტივირებული და თავმდაბალი.
თქვენი ცხოვრება შეიძენს ახალ აზრს: მშვიდობა, ჯანმრთელობა, სიმშვიდე, ბედნიერება, ნირვანა.
ფასი? – სულ რაღაც 55,000$ და ეს საოცარი გარიგებაა.
ახლა უკვე ვიცი რომ თქვენ კვდებით, ისე გაინტერესებთ რა საჩუქარია ეს და სად შეიძლება იშოვოთ…
ამაზონზე იყიდება? იქნებ Apple-ს ლოგოა ზედ? waiting list-ში ხომ არ მოგიწევთ ლოდინი?

სავარაუდოდ არცერთი.
ეს საჩუქარი ჩემთან დაახლოებით 5 თვის წინ მოვიდა და შეფუთული დაახლოებით ასე გამოიყურებოდა:


არც ისე ლამაზია, არა?
შემდეგ ეს:

და ბოლოს ეს:

ეს იყო იშვიათი სამკაული: ტვინის სიმსივნე - ჰემანგიობლასტომა, საჩუქარი, რომელიც დღემდე განაგრძობს სასწაულების მოხდენას.

და მიუხედავად იმისა, რომ მე ახლა კარგად ვარ, არ გისურვებდით ამ საჩუქრის მიღებას. არ ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ ისურვებდით ამას. მაგრამ მე არ შევცვლიდი ჩემს წარსულს და ამ გამოცდილებას. მან ძირეულად შეცვალა ჩემი ცხოვრება, რასაც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ყველა იმ პლიუსით, რაზეც მე უკვე ვილაპარაკე.
ამიტომ, შემდეგში, როცა თქვენ აღმოჩნდებით რაიმე მოულოდნელის, არასასურველის და ბუნდოვანის წინაშე, იფიქრეთ, იქნებ ეს უბრალოდ თქვენი საჩუქარია … ”

სტეისი კრამერი
TED Conference
2010 წ ოქტომბერი, კალიფორნია.

პ.ს. ეს საინტერესოა: სტივ ჯობსის სამი ისტორია

This entry was posted in This is life, To think about, Videos/Movies and tagged , , . Bookmark the permalink.

9 Responses to საჩუქარი, რომელიც მთელს ცხოვრებას ცვლის

  1. აჩი says:

    მინდა ჩემი ცხოვრება საჩუქრის გარეშე შევცვალო და არ გამომდის :(

  2. litterator says:

    მომკალით და ასეთი რეჩები არ შემიძლია :) :) სახეზე იდიოტური ღიმილი, ვითომ ხუმრობს, ვითომ სწუხს და ბოლოს ეს საჩუქარი :) უჟას!

    • Katiee says:

      TED-ის სტილია ეგ, ცოტა ბევრ მოხსენებას თუ ჩაუჯექი, შეაჩვევ თვალს და ყურს და მერე აღარ გაგაღიზიანებს :D
      და ისე ვითომ სწუხს რატო, ტვინის სიმსივნე თუ ჰქონდა, კი უნდა სწუხდეს.

      • litterator says:

        თუ სწუხს დუმბაძის არ იყოს ქარი თუ იყო, წვიმა თუ იყო შენ რაღა გიხაროდა შე აბდალოო” ეს მახსენდება ახლა ამის წუხილზე :) :)

        ხო ტედს ასეთი ტიპის ვიძეუები აქვს და თან არა მარტო ტედს, ეს შოუს ტიპის ელემენტები ყველგან გვხვდება თან ხშირად + ამას ამერიკელების ვაი იუმორი :D :D

  3. ბაჩო says:

    აბა, ტვინის სიმსივნე ეფად :)
    მე 47,000$-ში მივცემ ყველა მსურველს :))

    მარგამ ჩემთვის არ მემეტება, ჯანმრთელი მინდა მოვკვდე :))))))))))))

  4. Gigoli says:

    კარგი რა ეკა რა კარგი რაა… ეე…. რას ნიშნავს ახლა ეს? მაგით რისი თქმა გინდა ჩემთვის?

    • Katiee says:

      არაფრის, ზუსტად იმის, რისაც ამ ქალის :)
      რომ ყველა პატარა პრობლემას ან დიდსაც კი შეგიძლია შეხედო უკეთესი კუთხით და დაარქვა უნიკალური სიტყვა challenge, რომელიც სამწუხაროდ არ ითარგმნება ქართულად, მაგრამ შეიცავს დადებითსაც, ანუ ტრაგედიისგანაც კი არ უნდა შექმნა ტრაგედია.
      დღეს გავიგონე ერთი ფრაზა, ალბათ არა პირველად: რასაც ეშველება, იმის გამო არ უნდა ინერვიულო და რასაც არ ეშველება, იმის გამო – მითუმეტეს :)

Leave a Reply