Je m'appelle Eka..

April 21st, 2010 by Katiée

ყველაზე მსუქანი ადამიანი დიეტაზეა. თქვენ? (restored)

45 წლის მექსიკელი მანუელ ურიბე დიეტაზეა.

რამდენიმე წლის წინ, იგი არც მეტი, არც ნაკლები, 597 კგ-ს იწონიდა, რის გამოც 2001 წლიდან ლოგინსაა მიჯაჭვული.

2007 წლისათვის, დიეტისა და ექიმების დახმარების შედეგად 120 კგ დაიკლო, 2008 წელს კი 360 კგ-მდე “გახდა”.

2008 წელს, 4 წლიანი “ურთიერთობის” შემდეგ იგი კლაუდია სოლისზე დაქორწინდა, ლოგინიდან.

ამჟამად იგი დიეტის ახალ სეზონს იწყებ და მიზნად 230მდე კილოგრამის დაკლება აქვს.

პ.ს. თუ თქვენი წონის გამო პანიკაში ხართ, აქვე ერთ ნაცად საზაფხულო დიეტას შემოგთავაზებთ ;) :

დღე 1

500 მლ მაწონი, 1 პოლივიტამინი ტაბ.ვიტამინი, 1-1.5 ლ ბორჯომი ან ნაბეღლავი

400 გრ უმი კომბოსტო

დღე 2

500 მლ მაწონი, 1 პოლივიტამინი ტაბ.ვიტამინი, 1-1.5 ლ ბორჯომი ან ნაბეღლავი

400 გრ სოსისი

დღე 3

500 მლ მაწონი, 1 პოლივიტამინი ტაბ.ვიტამინი, 1-1.5 ლ ბორჯომი ან ნაბეღლავი

1 კგ კიტრი

დღე 4

500 მლ მაწონი, 1 პოლივიტამინი ტაბ.ვიტამინი, 1-1.5 ლ ბორჯომი ან ნაბეღლავი

400 გრ. მოხარშული თევზი

დღე 5

500 მლ მაწონი, 1 პოლივიტამინი ტაბ.ვიტამინი, 1-1.5 ლ ბორჯომი ან ნაბეღლავი

1 კგ მარწყვი

დღე 6

500 მლ მაწონი, 1 პოლივიტამინი ტაბ.ვიტამინი, 1-1.5 ლ ბორჯომი ან ნაბეღლავი

400 გრ მოხარშული საქონლის მჭლე ხორცი

დღე 7

500 მლ მაწონი, 1 პოლივიტამინი ტაბ.ვიტამინი, 1-1.5 ლ ბორჯომი ან ნაბეღლავი

4 თავი მოხარშული კარტოფილი

დღე 8

500 მლ მაწონი, 1 პოლივიტამინი ტაბ.ვიტამინი, 1-1.5 ლ ბორჯომი ან ნაბეღლავი

400 გრ მოხარშული ქათმის ხორცი

*N.B. დღის ნორმას ანაწილებთ სურვილისამებრ, როცა ოდნავ შიმშილს იგრძნობთ, დალიეთ რამდენიმე ყლუპი მინერალური წყალი, რაც კუჭში PH_ს ბალანსს არეგულირებს და კუჭის წვას ანეიტრალებს. წყალი, უშაქრო ჩაი და ყავა ზომიერად. მარილი გამორიცხეთ.

შედეგი: 8 დღეში -3-4 კგ, შეიძლება შემდეგი 8 დღის გადაბმაც, ამ შემთხვევაში 6-8 კგ (მხოლოდ, დაურღვევლად!)

წარმატებას გისურვებთ! :) )


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273