რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

რა თქმა უნდა, ჩემი საკუთარი ინიციატივით, უფრო მეტი შანსი იყო დამეწერა პოსტი სრულიად საპირისპირო სახელწოდებით – “რასაც ყველაზე ძალიან ვერ ვიტან” და ჩამოვწერდი, როგორ ვერ ვიტან

  • პირის წკლაპუნით ჭამას და კევის ხმაურიან ღეჭვას
  • წყნარ ადგილას ან ოფისში მობილურზე გაუთავებელ ხმამაღალ საუბარს და სიცილს
  • ტელეფონზე, მეილზე ან სკაიპში პასუხის არ გაცემას და საერთოდ უყურადღებობას
  • დებილურ კითხვებს და დებილური კითხვების განმეორებით დასმას მარტო იმიტომ, რომ პირველ ახსნილს არ მოუსმინეს
  • უხრწნადი ნარჩენების ბუნებაში დატოვებას
  • მაღაზიაში კონსულტანტების კუდში დევნას
  • ბრტყელ–ბრტყელ სადღეგრძელოებს სუფრაზე “წარსულების” და მომავლების პატივსაცემად
  • შჩმ-ს და ჩმდდშვც-ს

და ასე უსასრულოდ.

მაგრამ, რაკი მე ახლა ჰექსეს პოსტის გაგრძელება უნდა დავწერო და თანაც სულ ერთი კვირაა ასეთი სუპერ პოზიტიური ჰედერი მაქვს ბლოგზე დაყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოვუკლო ნეგატიური შინაარსის პოსტებს,

ამიტომ, ჯობია გეტყვით რა მიყვარს მე:

(წიგნებს, მწერლებს და ფილოსოფოსებს განზრახ არ ჩამოვთვლი. გამომრჩება ვიღაც, ან დამიწუნებენ გემოვნებას და მოკლედ შარია რა ;))

ტექნიკა და ტექნოლოგიები

მარტო კომპიუტერი, ტელეფონი, ფოტოაპარატი კი არა, სარეცხი მანქანა და მაცივარიც მიყვარს, მიკროტალღოვანი ღუმელებიც და ინტერნეტის კაბელებიც. ისე მიყვარს, რომ ყველაზე დიდხანს ტექნიკის მაღაზიაში ვატარებ ხოლმე, ჩვენებური “ელიტელექტრონიქსი” იქნება თუ ევროპული “Media Markt”–ი. უფ, გერმანიაში ყოფნისას სტუდენტური სამუშაოს შოვნაც კი მინდოდა კომპ. ან ფოტო ტექნიკის სართულზე Saturn-ში, მაგრამ ჩემი გერმანული რომელი პრეტენზიული კლიენტის კითხვებს გაუმკლავდებოდა :(

შოკოლადი და ნაყინი

იტალიური ნაყინი და შვეიცარიულ/ბელგიური შოკოლადი შეიძლება არ გიყვარდეს? ნამდვილად არ შეიძლება :)

ახალი ინფორმაცია და ახალი კონტაქტები

გადამევსო ტვინი ინფორმაციით, მაგრამ აშკარად არაა საკმარისი. რაც უფრო მეტ სიახლეს ვიგებ, მით მეტია გასაგები და დასამახსოვრებელი. ხანდახან პანიკა მიპყრობს. მაგრამ მახსენდება რომ ჩემს გვერდით არიან გუგული დეიდა და ვიკი ბიცოლა ♥ დამავიწყდება? გამახსენებენ, რა პრობლემაა ;)

ახალ კონტაქტებს თითქოს ვერიდები. იშვიათად, რომ ინიციატივა გამოვიჩინო, მაგრამ სოციალური მედიის ეპოქაში გარდაუვალია (და კარგიცაა), მაგრამ ქუჩაში რომ ადამიანს ხედავ და ვერ ხვდები ნაცნობია თუ უბრალოდ ვინმეს ფოტოებიდან გეცნობა, ამის გამო ბევრჯერ აღმოვჩენილვარ სასაცილო მდგომარეობაში.

ძლიერი და ჭკვიანი ადამიანები

ეს ჩემი სისუსტეა. ძლიერი და ჭკვიანი ადამიანები ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ, იმდენად, რომ ცუდს ვეღარ ვამჩნევ. და პირიქით, ხშირად მითქვამს, რომ ყველაზე მეტად ვერ ვიტან ჭიებს, ტარაკნებს და სუსტ ადამიანებს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სისუსტეების გამოვლენას ვგულისხმობ :)

აი, ისევ “ვერ ვიტან”-ით დავასრულე :))

პ.ს. მაპატიეთ, უინტერესო პოსტი გამომივიდა, აშკარად ეტყობა, რომ უგულოდ დავწერე.

პ.პ.ს. დამვიწყებია და მცირედი დაგვიანებით ამ თემის გაგრძელებას ისევ კატოს და ლიტერატორს ვთხოვ :))

This entry was posted in Bla-Bla-Bla and tagged , . Bookmark the permalink.

26 Responses to რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

  1. kikito says:

    ძლიერი და ჭკვიანი ადამიანები ჩემი სისუსტეც არის ^^

  2. სულაც არ იყო უინტერესო პოსტი, პირიქით
    და ყველაფრში გეთანხმები რასაც ვერ იტან :))
    შოკოლადს რაც შეეხება მმმ ვერც აღვწერ რას ვგრძნობ მის მიმართ :დ
    და ელიტ-ელექტრონიქსთან გულგრილად ჩავლა ხშირად მეც მიჭირს :დ :დ

  3. Katieé says:

    ვაუ!
    ე.ი. მარტო არ ვარ :D

  4. და კიდევ ახალი ჰედერი მომწონს ძალიან <3

  5. litterator says:

    ძლიერი და ჭკვიანი ადამიანი მიყვარს იქამდე სანამ გაფხორილი ინდაურივით არ დაიწყებენ სიარულს :D :D :D :D

    შოკოლადი და ნაყინი ჩემი სისუსტეა მიყვააააააააააააარს

  6. Lalena says:

    მშვენიერი პოსტი იყო, ძლიან მომეწონა და მაქსიმალურად ვიზიარებ შენ სიყვარულებს :))))

  7. ნან says:

    ხო, ყველაფერში გეთანხმები, ტექნიკაში სარეცხი მანქანა მიყვარს განსაკუთრებით, მზად ვარ ყოველ ჯერზე ვაკოცო ისე მიყვარს.
    მეგონა რომ ერთ ძლიერ და ჭკვიან ადამიანს დაასახელებდი მაინც :)

    კარგია რომ უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე არ.

  8. კარგი გოგო :*

  9. რაც ჩამოთვალე მეც ვერ ვიტან = ) აი ნაყინზე კიდევ ვგიჟდებიიიიიიი

  10. ტექნიკისადმი და სიახლეებისადმი სიყვარულს ვიზიარებ. თუმცა ნაყინს ცივი ლუდი და მარილიანი მისაყოლებელი მირჩევნია:)))
    ამ წუთას დავწერე მეც იგივე შინარსის პოსტი ანუ 5 რამ რაც მიყვარს, გამოგიტყდები მეც მქონდა ცდუნება პირიქით იმაზე დამეწერა რასაც ვერ ვიტან :)))

  11. tammrii says:

    იცი რა მომეწონა ყველაზე ძაან? ის რასაც ვერ იტან!!! გეთანხმები!!! და კიდევ ვერ ვიტან მეტროში ან ავტობუსში ხმამაღლა ჩართულ მუსიკას!!!

  12. Invisible says:

    >ტექნიკა და ტექნოლოგიები
    თუ რამენაირად Katie მოხვდება ამერიკის სასავლეთ სანაპიროზე, არავითარ შემთხვევაში შეიძლება Best Buy-ში და განსაკუთრებით Fry’s Electronic-ში შეშვება. ფსიქიკის თავდაცვის მიზნით. :-)

  13. პე :> says:

    შოკოლადი და ნაყინი <3
    კარგი პოსტია მომეწონა + იგივე აზრი მაქვს “რასაც ყველაზე ძალიან ვერ ვიტან” -ში ჩამოწერილ რაღაცეებზე : D

  14. mgzavri says:

    ეს კომენტარი მართლია ამ პოსტს არ ეხება მაგრამ გადავწყვიტე რომ მაინც აქ დავწერო, 1 წელი ვემშვიდობები ამ საიტს, და იმედია საქართველოში რომ დავბრუნდები ისევ იარსებეს კიდევ უფრო მეტი და მეტი საინტერესო ინფორმაციით! იმედია ძველი პოსტები არ წაიშლება, გული დამწყდება! :) უზომოდ სანიტერესო ადამიანი ხართ :) ასე რომ სულ რაღაც 4 კვირა და აქ ვეღარ შემოვალ :(

    • Katieé says:

      უიჰ, რატომ ? რა ხდება? ასეთ ადგილას სად მიდიხარ?
      ეს ბლოგი ან ციხიდან (ღმერთმა დაგიფაროს) არ გაიხსნება, ან ჩინეთიდან და ირანიდან ალბათ…

      არა პოსტები არ წაიშლება ნებით და ვირუსი იმედია მეორეჯერ არ შემომიტევს.
      მადლობა ასეთი შეფასებისთვის :))

  15. mgzavri says:

    არაფერს:)
    საბედნიეროდ არც ციხეში მივდივარ და არც ირანში, ასე ვთქვათ იმდენად დატვირთული წელი მექნება იქ სადაც მივდივარ რომ სამწუხაროდ ვერ მოვახეხებ…:) მაგრამ ჯერ კიდევ მაქვს 4 კვირა.

  16. ნანუ says:

    ძლიერი და ჭკვიანი ადამიანები… ანუ უბრალოდ ადამიანები, მიყვარს ძალიან. კიდევ ერთს დავამატებდი: სიმშვიდე!! სიმშვიდე მიყვარს ძალიან, არა მშვიდობა, არამედ სიმშივიდე. არსებობს კი ასეთ სიტყვა? არ ვიცი, მაგრამ არსი ასეთია: როდესაც საკუტარ თავთან ხარ ჰარმონიაში, როდესაც შინაგანად აღარ შფოთავ. აი ეს მიყავრს მე!

    და ვერ ვიტან: როდესაც სხვისი ყბების მოძრაობა სმენას მიხშობს!!! მეზიზრება!

    მოკლედ მე გავრეკე და შენი არ ვიცი. აბა კარგად.

    • Katieé says:

      ჰოო, სიმშვიდე. მართალი ხარ.
      ოღონდ არ ვიცი ზუსტად ეგ შეგრძნება – შინაგანი ჰარმონია. ან მაქვს და ვერ ვხვდები, ან ჯერ სრული შინაგანი ჰარმონია არ მქონია :D

  17. Taa says:

    უი, როგორ დაგეთანხმე რაც გიყვარსშიც და რაც არ გიყვარსშიც გამიკვირდა :)

    გაუმარჯოს ავტომობილს, თვითმფრინავს, კომპიუტერს და ჭურჭლის სარეცხ მანქანას
    აი სადღეგრძელოები :)

    • Katiée says:

      აუცილებლად ვიტზვი მაგ სადღეგრძელოს, როგორც კი მომენტი ჩამოვარდება და “ალავერდს გადმოვლენ ჩემთან” :D

Leave a Reply