Je m'appelle Eka..

July 23rd, 2012 by Katiée

წერეთ ქართულად!!!

ამასწინათ მინდოდა ფეისბუქზე დამეწერა, მერე მომერიდა, ვინმეს ეწყინება-თქო, ახლა ისევ ვწერ, nothing personal:

ადამიანებზე, რომლებიც მუდმივად ლათინური შრიფტით წერენ ინტერნეტში, გარკვეული წარმოდგენა მიყალიბდება:

  1. საქმისთვის კომპიუტერი არ ჭირდებათ და მხოლოდ სკაიპსა და ფბ-ზე მიმოწერით შემოიფარგლება მათი ფონტებთან ურთიერთობა; ან
  2. ზოგადად არაფრის ინტერესი არ აქვთ, გარდა თავისი ვიწრო პროფილური საქმიანობისა, რომ ერთხელ დაინტერესდნენ და გაიგონ, როგორ ყენდება ქართული შრიფტი კომპიუტერზე, ან სხვას დააყენებინონ.

მესამე ვარიანტიცაა, უფრო გავრცელებული: შრიფტიც აქვთ და საქმისთვისაც იყენებენ, მაგრამ ტონია რაღაც ეს ლათინური შრიფტით წერა, სხვებისადმი ფარული უპატივცემულობის გამოხატულება და “ჩემი ნაწერის წაკითხვა ვისაც უნდა, კეთილი ინებოს და თავიც შეიწუხოს” დემონსტრირების პონტი.

არადა, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, უმრავლესობა ვაივიშს ატეხავს, დედაენას გვართმევენო.

აი, რომ გავხდები კახა ბენდუქიძე ან შალვა რამიშვილი მაინც, მეც წავუშლი ხოლმე ლათინური შრიფტით ნაწერ კომენტარებს ფრენდებს :))

პოსტს რომ სასარგებლო დატვირთვაც შევძინოთ, ინებეთ ბმულები, როგორ დააყენოთ ქართული შრიფტი:


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273