დღეიდან ჩვენი ტელე-სივრცე გაკეთილშობილდება

დღეიდან:

  • მაიკო აღარასოდეს დასვამს უადგილოდ კითხვას “რატომ?” ;
  • ნანუკა ნანატრ მოგზაურობაში წავა დედამიწის გარშემო განუსაზღვრელი ვადით ;
  • ლაშა ხარაზიშვილი მონასტერში იცხოვრებს მინიმუმ 2 კვირა მოსახლეობის მრავალგზის დატერორების მოსანანიებლად ;
  • კიკალიშვილი აღარასოდეს გაყიდის სიუჟეტებს და შემოგვასაღებს რეკლამას საინტერესო ინფორმაციად ;
  • ია ფარულავა დიასახლისობის შესწავლას დაიწყებს (იქნებ ახლა მაინც გათხოვდეს) ;
  • თიკო სადუნიშვილი აიყვანს რეპეტიტორს და 2 წელი თავაუღებლად იმეცადინებს, რომ ეთერში აღარასოდეს თქვას სისულელე ;
  • ეკაგაგუები აღარასოდეს ჩაჩრიან მიკროფონს მომაკვდავ ქალს საბანქვეშ და აღარ იამაყებენ ამით, აღარც სახელმწიფო საიდულოებებს გაამჟღავნებენ და არც გაუპატიურებულ მცირეწლოვნებს დაუნგრევენ ისედაც დანგრეულ ცხოვრებას ;
  • გვახარია ბოლოს და ბოლოს დაამარცხებს კომუნიზმის აჩრდილებს და დააბრუნებს “ფსიქოს” და კარგ კინოს ტელე-ეთერში ;
  • დანარჩენები წავლენ სტაჟირებაზე CNN-ში, BBC-ში ან Al-Jazeera-ში მაინც და აიმაღლებენ კვალიფიკაციას ღმერთმაუწყისრადან მოყვარულ ჟურნალისტობამდე

და ჩვენ ვიქნებით ბედნიერი მაყურებლები.

P.S. მეტისმეტად ბევრს ვოცნებობ, ხომ?

 

This entry was posted in Bla-Bla-Bla and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

9 Responses to დღეიდან ჩვენი ტელე-სივრცე გაკეთილშობილდება

  1. vasasi says:

    არა, არ ითხოვ ბევრს…

    მაგრამ მე ვერ დაგპირდები, ბბც-ში სტაჟირების შემდეგ, აქ დაბრუნების სურვილი გამიჩნდეს.. :)

  2. Leonsio says:

    შენს პირს შაქარიო რომ იტყვიან :***

  3. ბაჩო says:

    და ნეტა მიშა დაბრუნდეს ხალხში :)
    მხედველობაშია ის რომ ვისაც ტელევიზორში ხედავთ, ყველას ტექსტი აქვს ნასწავლი. სამწუხაროდ ასეა ეს

  4. დღეიდან ჩვენი ტელე-სივრცე გაკეთილშობილდება და მსგავსი აქციების მოწყობა აღარ დაგჭირდებათ:)

  5. shu says:

    ტელევიზიაში კოველთვის იქნება ნაგავი გადაცემები, გამოუცხადოთ ბოიკოტი და მე მგონი რეკლამას არ გააკეთებენ ნაკლებად რეიტინგულ გადაცემაში …
    პ.ს კარგად გამოიკურები :)))

  6. Agasfer says:

    და ვახო სანაია მიხვდეს, რომ ტლევიზიაში არაფერი ესაქმება – ეგ დაგავიწყდა.
    პლუს ნანუკა ჟორჟოლიანი

  7. და ჟურნალისტები ელენე ახვლედიანის მობილურის ძებნას აღარ დაიწყებენ ტელეფონში?
    და აღარ იტყიან სიტყვათა ისეთ პარადოქსულ წყობას როგორიც არის ადგილობრივი აბორიგენი ან ცნობილი ჰიტი?
    და აღარ იტყვიან რომ ჯიმი ჰენდრიქსმა ამ სახლში 40 წელი გაატარა. როცა ის 28 წლის ასაკში გარდაიცვალა?
    ვითომ?

  8. Katiée says:

    კიდევ ერთი ვიდეო :)))

Leave a Reply