Je m'appelle Eka..

June 20th, 2009 by Katiée

“უძრავი ქალაქი”

მიუხედავად პოეზიის მიმართ ჩემი არცთუ დიდი სიყვარულისა, გიორგი ზანგურის ამ ლექსმა, უფრო სწორად კი, მისმა სატელევიზიო შერულებამ, რამდენიმე წუთის წინ ისე მომხიბლა, არ დამეზარა გუგული დეიდასთვის მომეხმო და სრული ტექსტი მეპოვნა :)
ლინგვისტუსის ბლოგზე აღმოვაჩინე, არანაკლებ საინტერესო პოსტის
ნაწილი იყო, ჰოდა აქ გადმოვაკოპირე :)


“უძრავი ქალაქი”
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო…
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია
შენი ნახვა მოვასწრო, შენი კოცნა მოვასწრო…
მთელი ჩემი სხეული სველი სინანულია,
მინდა თვალზე ცრემლების, ალუბლების დაკრეფა,
და ღრუბლებიც გარშემო მერცხლები რომ უვლიან
შენი ქარით გაქრება, შენი სუნთქვით გაქრება…
მარტოობა ოთახში, მარტოობა რთულია,
რაღაც ნისლისმაგვარი შემოიჭრა ფანჯრიდან,
რომ არ გამომეღწია შენი სიყვარულიდან
ეგ თვალები დამჭრიდა, ეგ ღიმილი დამჭრიდა…
უთქმელი განშორება ჩემთვის არაფერია,
შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ,
მიწას ორსულობისგან მთები გამობერვია
იცი რა ლამაზი ხარ, იცი რა ლამაზი ხარ…
ლამპიონი, ჩემსავით მასაც მოუწყენია,
თავდახრილი გაჰყურებს ქუჩას მთვრალი ლოთივით,
ჩამქრალია იმედი, მისი ნატვრა, ნათურა,
შენი ცა მოლოდინით, შენი ზღვა მოლოდინით…
მთვარე თითქოს ჯალათის ალესილი ცულია,
თავი მოჭრეს ქალაქს და მზე გაგორდა აისის,
კარგო, ისე მიყვარხარ, კოცნა ისე მწყურია,
მაგ ტუჩებმა რა იცის, მაგ თვალებმა რა იცის…
უძრაობა ქალაქში, უძრაობა სრულიად,
ირგვლივ ყველას თვალები გახდომია უაზრო,
იქნებ მე ამ წვიმაში გზა რომ დანისლულია,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო,
შენი ნახვა მოვასწრო, შენი ნახვა მოვასწრო…
დუდუმ, დუდუმ, დუდუმ, დუდუმ, დუდუნით
შენს ფიქრებში გავაბოლე თუთუნი…
ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშ, ნუგეშით
კვამლი იდგა მატარებლის კუპეში…
რადგან, რადგან, რადგან, რადგან, რადგანაც
შორს წახვედი ჩემგანაც და მათგანაც…
ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარი, ჩქარია
ამ სულსწრაფი ვაგონების არია…




Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273