Je m'appelle Eka..

November 14th, 2011 by Katiée

ვანის ჩუსტები

პოსტი “ყველამ დაწერა და ბარემ მეც დავწერ”სერიიდან

ყოველთვის ვამბობდი, ცაში თითაშვერილ და ცხენისკუდზებურთგამობმულ ძეგლებს ისე ვერ ვიტან, გიგი უგულავა თუ გავხდები (ანუ ქალაქის თავი), ძეგლების უმრავლესობას სანაგვეზე მოვისვრითქო. მე გიგი უგულავა ვერ გავხდი, მაგრამ უჩემოდაც კარგად მოახერხეს ეს ამბავი, მეტნაკლები წარმატებით.

იმასაც ვამბობდი, რა იქნება მეფეების ამ copy-paste ძეგლების ნაცვლად ორიგინალური ინსტალაციები იყოს ქალაქში, აი ისეთი, ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტს რომ ფოტოს გადაღება მოუნდესთქო. ჯერჯერობით ასეთი მხოლოდ რამდენიმე მახსენდება – სპორტის სასახლის ტიტლიკანა ‘ფოთოლა’ და ძუძუებდაბერილი მუზა.

თუმცა, ბოლო დროს გაჩნდა პატარა საინტერესო სტატუები. ჩემი ფავორიტი რუსთაველის გამზირზე ჩამწკრივებული პატარა მათხოვრები და მუსიკოსებია ♡ . ხიდზე შემოსკუპული შეყვარებული წყვილიც მომწონს და თეთრი ხიდიდან გადასახტომად გამზადებული პიკასოს ბიჭიც. თქვენ წარმოიდგინეთ, ბათუმის ცენტრში უსირცხვილოდ გამოჭიმული, სამი, შიშველი-გადარეული ლაქტაციის ქალღმერთიც მომეწონა და ე.წ. “შედი-გამოდიც” (თუ ამ უკანასკნელის გამოფატრულ შიგთავსს არ ჩავთვლით, მთელი მექანიზმის რომ ჩანს. არადა საუკუნის წინანდელ მუსიკალურ საკრავებშია იატაკი დაფარული და იქ რა პრობლემა იყო ასეთი, წვიმა რომ არ ჩასდიოდეს მოძრავ მექანიზმს და დაჟანგებული ხრახნები არ ჩანდეს?)

ბათუმი

ჰოოდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, სანამ ჩვენ აქ ვბლოგავთ და ივანიშვილისა და კომპანიის მიმოწერის კითხვით ვიქცევთ თავს, ბათუმქალაქში კიდევ ერთი ორიგინალური ‘რაღაც’ დაიდგა.

მე არ ვიცი ეს ‘რაღაც’ კარგია თუ ცუდია, შესაბამის ადგილას დგას, თუ შეუსაბამო; ასე უნდა იყოს ბალახზე მიყრილი ახალდადებული კვერცხივით თუ ჯობდა მოპრიალებულ ზედაპირზე დაეწყოთ (სხვა თუ არაფერი – ფოტოს გადასაღებად მისულ ადამიანს ბალახის გათელვა ან ტალახში ჭყაპუნი რომ არ დასჭირვებოდა). გემოვნებაზე არ დავობენ, მითუმეტეს ნაკლებკომპეტენტურები.

მაგრამ!

გამაგებინოს ამისმა ავტორმა, ამ თანამედროვე, გაჩახჩახებულ და ნიცისუნახავსრომგაგხდის ისეთ ბათუმში – რაღა ეს საბჭოთა ბავშვობის დროინდელი, “ვანის ჩუსტები” შემოაწყო კვერცხებს, ა? :D


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273