გუშინ, გმირთა მოედანზე ვეტერანთა რამდენიმე დღიანი მშვიდობიანი საპროტესტო აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, პირველი კითხვა, რაც გამიჩნდა, იყო: რას აშავებდნენ და კანონის რომელ ნორმას არღვევდნენ ვეტერანები? რატომ გახდა აუცილებელი აქციის დაშლა ძალით და რა კანონისმიერი განმარტება და გამართლება აქვს ამას?
ლიტერატორის აზრით, უბრალოდ “საერთო, ბრჭყვიალებით მორთულ სურათში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მონაწილე ვეტერანები არ თავსდებოდნენ, საახალწლოდ მაძღარ ქვეყანაში, რა დროს შიმშილობა იყო”, მაგრამ თუნდაც ასე იყოს, საბოლოოდ ყველაფერს კანონის ნორმებით სჭირდება ახსნა და დასაბუთება.
ამ ყველაფრის გასარკვევად ერთმა ჩემმა მეგობარმა არ დაიზარა, კანონები გადაფურცლა და შესაბამისი ნორმები ამოაკოპირა. თითქმის უცვლელი სახით წარმოგიდგენთ მის მიერ გაკეთებულ მცირე მიმოხილვას:
❝ საქართველოს კონსტიტუცია არის ქვეყნის უმაღლესი კანონი, რომელიც დგას ყველა პიროვნებასა და ყველა კანონზე მაღლა. კონსტიტუციით აღიარებულია ადამიანის ის ძირითადი უფლებები, რომლებიც ხელშეუხებელია.
დღეს საქართველოში მოხდა მშვიდობიანი აქციის დარბევა. პოლიციამ ძალის გამოყენებით და იძულებით გაიყვანა ხალხი გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად: ,,დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება, გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.”
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის თანახმად:
1. ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან სამხედრო ძალების, პოლიციისა და უშიშროების სამსახურის შემადგენლობაში, უფლება აქვს, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბოს საჯაროდ და უიარაღოდ როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ.
2. კანონით შეიძლება დაწესდეს ხელისუფლების წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხისა და ტრანსპორტის სამოძრაო ადგილას იმართება.
საქართველოს კონსტიტუცია იცავს აზრის თავისუფლებას, იცავს გამოხატვის თავისუფლებას, იცავს შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას.
ეს აქცია რომც არ ყოფილიყო სანქცირებული, ხალხს ჰქონდა მისი გამართვის უფლება კონსტიტუციის თანახმად და პოლიციას არ ჰქონდა უფლება, ძალის გამოყენებით აღეკვეთა იგი.
საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი:
“ ხელისუფლებას შეუძლია შეკრების ან მანიფესტაციის შეწყვეტა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან კანონსაწინააღმდეგო ხასიათი მიიღო.”
აი, რა შემთხვევაში უნდა აღეკვეთა პოლიციას ეს აქცია.
გარდა ამისა, საქართველოს კანონით ,,პოლიციის შესახებ” განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში აქვს პოლიციელს ძალის გამოყენების უფლება:
,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონი, თავი მე-3, მუხლი მე-10, მე-2 პუნქტი:
“პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია, ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებების და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი, მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს პოლიციის თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნა იმ შემთხვევის გარდა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქალაქისა და პოლიციის თანამშრომლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი, ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილების გაკეთება.”
ჩვენ ვნახეთ კადრები, სადაც პოლიციელი ფიზიკურად უსწორდება ქალს, რომელიც მისგან ზურგით იდგა და არავითარი საფრთხე მას ამ ქალბატონისგან არ ემუქრებოდა. ამ პოლიციელმა ქალი სცემა, ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული. კერძოდ, “სისხლის სამართლის კოდექსი” 125-ე მუხლი:
,,ცემა ან სხვაგვარი ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია …”
გარდა ამისა, კანონი ,,პოლიციის შესახებ” ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი პოლიციელი უნდა ატარებდეს ფორმას, კერძოდ, ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე მუხლის თანახმად:
“პოლიციის თანამშრომელი ატარებს საქართველოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.”
ჩვენ ვნახეთ ე.წ. ,,შავქურთუკიანები”, რომელთაც არ ეცვათ ფორმები, თუ ისინი არ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, რატომ არ აღკვეთეს პატრულის თანამშრომლებმა მათ მიერ ჩადენილი ძალადობის ფაქტები? ❞
ჩემის მხრივ დავამატებ ამონარიდებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციიდან:
მუხლი 10
გამოხატვის თავისუფლება1. ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოებს, განახორციელონ რადიომაუწყებლობის, სატელევიზიო ან კინემატოგრაფიულ საწარმოთა ლიცენზირება.
2. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან ზნეობის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებათა დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.
მუხლი 11
შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება1. ყველას აქვს უფლება მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებისა, აგრეთვე სხვებთან გაერთიანების თავისუფლებისა, მათ შორის, უფლება პროფესიული კავშირების შექმნისა და მასში გაერთიანებისა საკუთარი ინტერესების დასაცავად.
2. დაუშვებელია რაიმე შეზღუდვის დაწესება ამ უფლებათა განხორციელებაზე, გარდა ისეთი შემთხვევისა, რომელიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობისა თუ ზნეობის ან სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად. ეს მუხლი ხელს არ უშლის სახელმწიფოს, დააწესოს კანონიერი შეზღუდვები ამ უფლებათა განხორციელებაზე შეიარაღებული ძალების, პოლიციის ან სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ.
იყო თუ არა ამ აქციის ძალით დაშლა აუცილებელი და ჯდებოდა თუ არა კანონის ფარგლებში? დასკვნა თავად გამოიტანეთ:
პ.ს. კიდევ ერთი საინტერესო და საკმაოდ ემოციური სტატია ფეისბუქიდან, ამავე თემაზე – “მითხარი როგორ ექცევი ვეტერანებს და გეტყვი ვინ ხარ შენ”
ასევე იხილეთ სახალხო დამცველის განცხადება ამ თემაზე
კიდევ ერთი ემოციური პროტესტი, ამჯერად აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრისგან.






არცერთი კანონის თანახმად ესენი არ არღვევდნენ და არც რამესთან მოდიოდნენ წინააღმდეგობაში, გარდა ერთისა, რაც მე უკვე აღვნიშნე პოსტში, და საინფორმაციო ინტერნეტ გამოცემებში ისიც ითქვა, რომ მანამდე პრეზიდენტმა ჩაიარა მოედანზე.
შეუსაბამო იყო ეს აქცია, ჩვენ ხომ მთელ მსოფლიოს უნდა დავაჯეროთ რომ გვილხინს და არაფერი გვიჭირს, კონცერტიდან პირდაპირ ეთერში ჩართვები გააკეთა აზერბაიჯანმა, სომხეთმა და ა.შ. და ყველამ ნახა რომ ჩვენთან ბოჩელი მღერის გაჩახჩახებულ ბათუმში.
ვეტერენაბის აქცია არავის უხსენებია, თუ არ ჩავთვლით ინტერნეტს, კავკასიას და მაესტროს.
Pingback: Tweets that mention ვეტერანთა აქცია vs. კანონი | Je m'appelle Eka -- Topsy.com
დავაკონკრეტებ: 2008 წლის ომში უშუალოდ არ ვმონაწილეობდი. ომის დაწყებიდან მეორე დრესვე, მიუხედავად იმისა რომ გამოძახება არ მომსვლია, ჩემი ფეხით ჩავედი და დავდექი აღრიცხვაზე კომისარიატში, თუმცა გაწვევა არც ამ შემთხვევაში მომივიდა.
აფხაზეთის ომს რაც შეეხება, მამაჩემი და ბიძაჩემი დაიღუპნენ…
ოკ, დავაკონკრეტებ მეც.
ხელისუფლების მთავარი არგუმენტი იყო, რომ აქციის მონაწილენი უღირსად ექცეოდნენ სახელმწიფო მნიშვნელობის ადგილებს, მემორიალს და მის შემოგარენს (ბუნებრივ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებდნენო). ასეთ შემთხვევებს არც დიდ ბრიტანეთში პატიობენო.
ვერ დავიჯერებ, რომ მეომრები მეომრების მემორიალს წაბილწავდნენ.
და კიდევ, მემორიალთან “ადიალებით” მისვლა უფრო დიდი სირცხვილია ქვეყნისთვის, თუ ის, რომ ვეტერანები ხელგაწვდილი ითხოვენ დახმარებას და ასეთ თავის დამცირებაზე მიდიან ?
სამწუხაროდ არ მეცალა აქამდე, რომ ეს ყველაფერი მენახა…
ამათი ნაგლი დედა ვატირე. მე სხვა რამე მაინტერესებს. რ2-მა ან იმედმა ან პირველმა გაკვრით მაინც გააშუქა?
აი რა ჭირს ქართულ სინგაპურს.
არ ვიცი. იმ დღეს, ამბობდნენ, რომ არ გააშუქესო. მაგრამ მეორე დღეს ნამდვილად იყო გადაცემებში, იმიტომ, რომ მერე ფორუმ.გე-ს ხალხი მისულა მხარდასაჭერ აქციაზე. და ის ნამდვილად გააშუქეს, ჩემი თვალით ვნახე. წინა დღეზე თქვეს – აქცია დაშალესო, შერბილებული ფორმით :)
კარგით რა ხალხო, შეიძლება ყველაფერზე ადიელებით გამოსვლა? რით ვერ შეიგნო ამ ხალხმა რომ აზრი არ აქვს, სხვა გამოსავალი უნდა მოძებნონ. მარაზმი გადადის უკვე ეს კამათი უნდა დაეშალათ თუ არ უნდა დაეშალათ.
ყველა ქვეყანაში დაშლიდნენ და თან ძალის გამოყენებით.
მაინც რომელ ყველა ქვეყანაში დაშლიდნენ?
და რომელ ყველა – წესიერ ქვეყანაში კვდება შიმშილით ომის ვეტერანი ?
ამ კადრებში , ნამდვილად გამოჩდა გვირაბის ბოლოს სინათლე
არა ჩემთვის და არა”ჩემნაირებისთვის”არამედ თანამედროვე “ბოლშევიკებისთვის”ამ კადრებში საქართველოს ცრუ ხელისუფალთ ცოტათი ჩამოუარდა ნიღაბი მაგრამ ქართველმა ხალხმა,ეს ნიღაბი ისევ კეთილშობილური მისიით ისევ უკან დაუბრუნა…რა თქმა უნდა ქართველები სუფრაში ვართ მაგრები და ერთმანეთის დედის “ტირობაში”თუ ამ ნათელი კადრების ნახვის შემდეგ რომელიმე ქართველი ისევ კმაყოფილი დარჩება თავისი სამართალდამცავი ორგანოებით, მაშინ კიდევ დავკარგავთ ბევრად მეტ ტერიტორიებს ,დავკარგავთ დარჩენილ ნამუსს ,დავკარგავთ მეტ ღირსეულ მოვალეობებს ,აქ საქართველოს არქიფო სეთურზე არ არის ლაპარაკი, აქ ქართველებშია უდიდესი პრობლემა,ქართველები სამარცხვინო ხალხი გავხდით, ქართველები ასფალტზე და მიშაზე ვიყიდებით,ამიტომ დღეს დღეობით თანამედროვე ქარტველობა ფურთხის ღირსია… იმ გარეწარმა პოლიციელმა ქალს ხელი რო გაარტყა მთელ საქართველოს ქალბატონებს გააწნა სილა… იმ “ძაღლებმა” ქართველი ვეტერანები რო შეურაწყვეს ამით კიდევ ერთხელ შეილახა ქართული მართლმადიდებლური სული…ის სამართალ დამცავი ვინც ესე უსწორდება თავის თანამოქალაქეს ესე ვერ დაიცავ სამშობლოს მტრისგან,თურმე რამდენი ნაძირალა “ძაღლი” ყოლია საქართველოს სადარაჯოზე… იმან კი . იმ “ძაღლმა” ქალს სახეზე რო “უკბინა”,წავიდეს და დედამის მიუტანოს თოფი რო თავი მოიკლას, ზუსტად ესე სრულდება ჩვენი საამაყო “გამზრდელიც….