Je m'appelle Eka..

December 20th, 2010 by Katiée

რა სარგებლობა მოაქვს ვიკილიქსს – ჯულიან ასანჟი

მას შემდეგ, რაც “ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო” კი არა და ჯულიან ასანჟი, მას განსაკუთრებული წარდგენა აღარ სჭირდება.

Julian Assange

ეს გახლავთ მსოფლიო სკანდალამდე რამდენიმე თვით ადრე, 2010 წლის ივლისში TED კონფერენციაზე ჩაწერილი ინტერვიუ, სადაც ასანჟი საუბრობს, თუ რატომ არის საჭირო ვიკილიქსი მსოფლიოსთვის. განხილულია რამდენიმე სკანდალური ინფორმაცია, რომელიც ვიკილიქსით გავრცელდა, მათ შორისაა ერაყში ამერიკელი სნაიპერების მიერ შეცდომით როიტერსის ჟურნალისტების ლიკვიდაციის ვიდეო-ჩანაწერი .


(ვიდეოჩანაწერს შეგიძლიათ ჩაურთოთ ტიტრები ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზე)

აქვე, არ შემიძლია არ დავაკოპირო (თუმცა უნებართვოდ) შოთა გაგარინის ძალიან ემოციური სტატუსი და კომენტარები ფეისბუქიდან ასანჟის თემაზე:

“ვიკილიქსს უკვე 1241 მირორ საიტი აქვს. ჩემს ფეხებს მოსპობს ყველა სპეცსამსახური ერთად! ინტერნეტის ლანდშაფტებზე სახელმწიფო პიროვნებასთან ომს აგებს. ეს არის რევოლუცია! ყველა ახალგაზრდა, ვისაც ეს არ უხარია – ავტომატურად უარს ამბობს ინტერნეტის მოქალაქეობაზე და საკუთარი ნებით რჩება ახალი, თავისუფალი სამყაროს ფარგლებს გარეთ. ის არის იმპოტენტი და წარსულის გადმონაშთი – ჩასარეცხი თინეიჯერი. აეგრე.”

“ბავშვმა წერა კითხვასთან ერთად უნდა ისწავლოს პროგრამირების ენები. 5-6 წლიდან. დღეს ასეა, როგორც ადრე წერა-კითხვა მხოლოდ მონასტრებში იცოდნენ , ისე პროგრამირების ენები ჯერ მხოლოდ ‘მონასტრებში’ იციან. ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ყველამ უნდა იცოდეს წერა-კითხვა ანუ c++ და html”

“ჯულიანი არის მეორედ მოსვლა. აპოკალიფსი. მორჩა, შეიცვალა სამყარო.
ჰო მართლა – აპოკალიფსი სიტყვასიტყვით რომ თარგმნო გაშიშვლებას, ფარდის ახდას ნიშნავს”

“ასანჟი გადის იესოს გზას ზუსტად. ინფორმაცია ანუ ჩვენი დროის ღმერთი თუ აქამდე მხოლოდ დემიურგთა ვიწრო წრისთვის იყო, მან იგი ხალხს დაურიგა, როგორც იესომ მისცა ხალხს რელიგია, რომელიც მანამდე მხოლოდ არისტოკრატების კომპეტენცია იყო.
ამერიკა არის რომის იმპერია. შვედეთი არის იერუსალიმი . შვედი ჟრეცები გადასცემენ ჯულიანს ამერიკას. ამერიკა დაუბრუნებს და ეტყვის თქვენვე გაასამართლეთო.
როგორც ესეიდების რწმენა იესომ მთელს სამყაროში გაავრცელა, ისე მემარცხენეების და კიბერდისიდენტების რწმენას ასანჟი მთელს მსოფლიოში ავრცელებს.
ეს არის აპოკალიფსი, რომელსაც წინასწარმეტყველებდნენ.
კაცობრიობა ორად გაიყო. ნაწილი პეილინისნაირ ნაბოზრებს დაუჭერს მხარს და ნაწილი სიკეთეს.”

და ა.შ. :)


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273