თქვენც კავკასუს ონლაინის აბონენტი ხართ? გილოცავთ! 
ესე იგი თქვენ გაქვთ მუდმივი, უწყვეტი კავშირი სამყაროსთან, სწრაფი ინტერნეტი, რამდენიმე წამში იწერთ დიდი მოცულობის ფაილებს უცხოური სერვერიდან, შეუფერხებლად უკავშირდებით ახლობლებს საზღვარგარეთ, მოკლედ ისეთი ინტერნეტი გაქვთ, გაუმჯობესების შემდეგი ეტაპი ბავშვის გაჩენა თუ იქნება ონლაინ, თორე სხვას ახლაც ყველაფერს შეუზღუდავად აკეთებთ!
აბა, მეტი რა არის საჭირო სრული ბედნიერებისათვის?
პრინციპში, არც არაფერი.
კი მაგრამ, აბა ეს ხალხი ვინ არის, ფორუმ.გე-ზე კვირაში ერთხელ რომ თემას ხსნის “კავკასუსი ისევ გაითიშა”, “გლობალი ისევ დაეკიდა”, “საპროტესტო აქცია კავკასუსის ოფისთან”, “მამიას რა? – ….” და მსგავსი სათაურებით!
ნი2 ნიუსს ხომ საერთოდ ცალკე კატეგორია და მთელი სერიალი აქვს თემაზე – “მამია და ხალხი“.
მე ვიცი, ესენი ინტრიგნები არიან! ცილისმწამებლები!
მე მომეცა ბედნიერი შანსი ვყოფილიყავი კავკასუსის რებრენდინგის მომსწრე და ფოე-ფოე პრეზენტაციის მონაწილეც კი (მშვენიერი ფურშეტი და დიჯეი იყო, სხვათა შორის), სადაც საზეიმო ვითარებაში შეაერთეს ბრჭყვიალა კაბელი, ერთდროულად ოპტიკურიც და ბოჭკოვანიც, რომელმაც ბევრი იარა თუ ცოტა იარა, თურმე ევროპიდან საქართველომდე რთული გზა შავი ზღვის ფსკერის გავლით გამოიარა და თბილისამდე მოვიდა! (და 2008-ში ჩემი ოჯახი ობტიკურ-ბოჭკოვანზე “გადააერთეს” ის რაღა იყო? საინტერესოა, მაშინ შეიყვანეს შეცდომაში (რა კორექტული ტერმინია არა?), თუ ახლა გაჭრეს ხელმეორედ უკვე გაჭრილი ლენტი?).
სხვათა შორის, იმ პრეზენტაციაზე ნანატრი აღიარებაც საკუთარი ყურით მოვისმინე, რომ აქამდე თურმე ინტერნეტი ნელი იყო, ფაილებს ვერ ვიწერდით, გლობალი კვდებოდა და ა.შ. მაგრამ, ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება! :) ვაშა ამხანაგებო, ვაშა!
საღამოს გახარებული მივედი სახლში, არ მიინტრიგნია და 1 გბ ფაილის ჩამოტვირთვის სიჩქარის გატესტვაზე თავი არ შემიწუხებია. ოღონდ ინტერნეტი იყოს და სიჩქარეს ვიღა ჩივის. მაგრამ ვინ შემარგო მოლოდინის სიხარული :( მას მერე, მგონი დღე არ გადის გლობალი ისევ არ “დაეკიდოს”, ახლა უკვე რამდენიმე საათით. მეც ვზივარ, არც საჭირო მეილები მაქვს, არც attachment-ები, არც სკაიპი და ფეისბუქის არქონას ვიღა ჩივის.
სამაგიეროდ მჯერა, რომ ჩემი ინტერნეტი მაინც ყველაზე სწრაფია და კავკასუს ონლაინი ყველაზე მაგარი, ის კაბელიც თუ “ტრუხაზე” შეარეთეს იმ დღეს, რეალურად გზაში მაინც ხომ იქნება და როცა იქნება ჩვენამდეც მოვა, მე ხომ იქ, ფილარმონიაში ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე!
პ.ს. პრეზენტაციაზე ისიც თქვეს, მამია აღარ არისო კავკასუსის შეფი. ასე რომ, აღარ აგინოთ.






კი ცუდია მარა მაგაზე უკეთესი მაინც არაფერია სამწუხაროდ, რაც გლინკ არსბობს იმის მერე მაქვს და ახლა ვერ ვიხსენებ შემთხვევას რომ გლობალი გათიშულიყო, უფრო დაზიანებები აქვთ ხოლმე ამინდების შედეგად :D
უი არა ახლა გამახსენდა 1 შემთხვევა გლობალი რომ გამეთიშა, მარა ხშირად იყო ხოლმე თავიდან პრობლემები სიჩქარეზე ,,ბევრს თუ გაატრაკებ მოგეცემა,, ასეთი მიდგომა ქონდათ აბონენტებთან :D
ერთი?
რაღა ერთი, რატომ 50 არა. ბოლო რამდენიმე თვეა მართლა მშვიდად ვიყავი, იმდენად, რომ მიკვირდა კიდეც.
გააკეთეს ეს რებრენდინგი და აურიეს ისევ.
თუ არ ქონდათ ის კაბელი გამოთხრილი ჯერ, რას ლაპარაკობდნენ. მარტო ახალი ლოგო მიშველის?
Pingback: Tweets that mention ხალხი კავკასუსის წინააღმდეგ ! | Je m'appelle Eka -- Topsy.com
პრეზენტაციაზე ახალი საგინებლის პრეზენტაცია არ იყო? :) :) გამაცოფეს დღეს რა იყო ეს! :(
კი , იყო :D
მამია იყო, არის და იქნება აწ და მარდის უკუნითი უკუნისამდე :)))))
მე არ მაქვს ინტერნეტი სახლში (არა რა, აღარ..),,
ჩე,მს მეზობელ ნათიას კი სილქნეტის ვაირლესი აქვს.. :დ
Pingback: TBC სმარტკლუბი და მოხმარებლის ინტერესების შელახვა | Je m'appelle Eka
ცოცხალი ტავით მაინც ვერ ვთხმობ კავკასუს
ვერც მე და ვერ ვხვდები რატომ.
me 40 lariani maak , bolos dges “dakeida” globali :)
ბოლოს რა პირველად
ფოთთან მეტრაქტორეს კაბელი მოუპარავს და აბა რა იქნებოდა :D ისე დღეს დავფიქრდი პირველად რატომ არ ითიშება ,,არასოდეს,, ჩემთAნ ნეტი, უბრალდო სახლიდან თითქმის არასოდეს მიწევს ნეტით სარგებლობა და ალბათ მაგიტომაც ვერ ვამჩნევ
Pingback: Letters.Ge » TBC სმარტკლუბი და მოხმარებლის ინტერესების შელახვა