მე თვითონ არ მჯერა, მაგრამ ასეა ![]()

ავდექი და უცებ გავაუქმე. კიდევ კარგი, გაუქმებამდე ადმინისტრაციამ შემახსენა, შენი შექმნილი ჯგუფები და ფან.კლუბები არ მიატოვო უპატრონოდო და მეც ყველაფერი ჩემს ძმას გადავულოცე (ასე რომ, არ გაგკვირდეთ, ჩემო საყვარელო ჯგუფელებო, თსუ იურფაკის ისტორიული მე-3 ჯგუფის ადმინად თუ ჩემს ნაცვლად, ბექას მოკრათ თვალი ![]()
საერთოდ, ვატყობ მიჭირს ზომიერების დაცვა, უკიდურესობები უფრო მიზიდავს
უქუსლო ფეხსაცმლიდან 10 და მეტსანტიმეტრიან ქუსლზე ერთბაშად გადავდივარ და მერე ისევ, უცებ, შეიძლება “ფლოსტებით” და “ბოტებით” ვიარო. შუალედური ქუსლით ფეხსაცმელი ჩემი ნებით არასოდეს მცმია (ბავშვობას თუ არ ჩავთვლით).
ადვილად ვხდები რაღაცაზე addicted (ცუდი არაფერი იფიქროთ
), ანუ დამოკიდებული. (პრინციპში, ვიღაცაზეც). თუ ერთი მივეჩვიე, ნელნელა ვერ გადავეჩვევი, მაშინ ერთბაშად უნდა შევეშვა.
მაგალითად, წლების მანძილზე ვცდილობდი მომეკლო შაქრის რაოდენობისთვის ჩაიში და ყავაში. არ გამომივიდა, გული მერეოდა. მერე, ავდექი და ერთბაშად გადავედი უშაქროზე. ბევრად უფრო იოლი აღმოჩნდა, თითქოს ვეღარც კი ხვდები, თუ იგივე სითხეა, გგონია რომ რაღაც ახალ სასმელს სვამ და ეჩვევი.
ოდესღაც, ღრმა ბავშვობაში, აი მაშინ, დენი რომ დღეში ერთხელ მოდიოდა (თავი რომ არ დაევიწყებინა), ჩვენს ოჯახშიც, ისევე როგორც ბევრგან, გაზის ან ნავთის ლამპა იყო ოჯახური და ხანდახან სამეზობლო თავშეყრის ადგილიც. მაგიდის გარშემო შემომსხდრები “სემიჩკას” ვაკნატუნებდით, ვჭორაობდით და ხანდახან ათას სისულელეზე ლექსების წერაში შეჯიბრსაც ვაწყობდით (ამ “ლექსებს” ოდესმე აუცილებლად დავდებ
). მერე, მამაჩემი მოდიოდა სამსახურიდან და სიგნალის გაგონებიდან მე-5 სართულზე ამოსვლამდე შუალედში მაგიდის შუაგულში გაზეთზე დაგროვილი “სემიჩკის” ნაჭუჭებს(თეფშები უბრალოდ არ იტევდა
) ისტერიული სისწრაფით ნაგვის ურნაში ვტენიდით ![]()
ჰოდა, იმ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ჩემი სისხლი მიდრეკილი იყო გასქელებისკენ. ღამე მეღვიძებოდა, ხანდახან ვერცერთ ხელს ვერ ვგრძნობდი, მხრის ჩათვლით. სისხლის გასქელებას კი, ყავასთან და ასკილთან ერთად, ჩემი საყვარელი “სემიჩკაც” უწყობდა ხელს
ჰოდა, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, ცოტა ყავას და ცოტა “სემიჩკას”, ჯობდა საერთოდ არ მეჭამა (სანამ სრულად არ გამივლიდა სიმპტომები), ვიდრე ერთ დღეს ხელის ნაცვლად თავი დამბუჟებოდა
ჰო, რა, არ შეიძლება თავიც დაგიბუჟდეს? ![]()
რამდენიმე წლის წინ ფოტოგრაფიისადმი ჩემში ბავშვობიდან არსებული ინტერესის მცირე რეალიზაციის საშუალება ვიპოვე რამდენიმე ქართულ ფოტოსაიტზე და თავით გადავეშვი ფოტოსაიტომანიის მორევში. ახლა მიკვირს, სამსახურში როგორ ვასწრებდი საქმის გაკეთებას ფოტოების დამუშავების და განხილვა-კომენტირების პარალელურად. ბევრჯერ ვიფიქრე, რომ დრო იყო თავი დამენებებინა, მაგრამ ეს addiction-ი მეტისმეტად ღრმად ფესვგადგმული გამოდგა და ვერ შევძელი. ჰოდა, გაახარებთ ღმერთი, გავაბრაზე და დამბლოკეს
მეც დავისვენე და ალბათ კიდევ ბევრმა, ჩემი მწარე კომენტარებისგან
) ახლა, ერთი შეხედვით ბევრგან რეგისტრაციის მიუხედავად, რეალურად თითქმის ყველგან პასიური ვარ, იქნება ეს ფოტო თუ სხვა ტიპის ფორუმი.
ბოლო 2 წლის მანძილზე ყველაფერმა, რაც ჩემთვის საინტერესო იყო, თავი სოციალურ ქსელ Facebook-ში მოიყარა. ოდესღაც ამატურამ (ფოტოსაიტელებმა იციან, ვინ არის ამატურა
) დამპატიჟა ფეისბუქში, მცირე სირთულეები შემხვდა რეგისტრაციისას და ვერ ავუღე ალღო. კაი ხნის მერე კი, გერმანიაში ერთ მოსაწყენ ლექციაზე გამახსენდა და ჯგუფელთან სამესიჯოდ შევ-ლოგ-ინდი და მას მერე ვეღარც გამოვ-ლოგ-ინდი
) ფეისბუქი ჩემთვის გახდა მშვენიერი საშუალება ქართველ თუ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტულ მეგობრებთან ან უბრალოდ ძველ ნაცნობებთან/ნათესავებთან საკონტაქტოდ, ფოტოების და საინტერესო სტატიების გასაზიარებლად, ახალი ამბების გასაგებად თუ სადისკუსიოდ.
ფეისბუქზე ნებით თუ ძალით შემოვიყვანე ბევრი მეგობარი, გავიცანი ბევრი ახალი ადამიანი, ზოგი ვირტუალურად, ზოგი რეალურადაც. ფეისბუქითვე დავკარგე რამდენიმე ადამიანი-ც.
ნელნელა ჩემი მეგობრების, ბოდიში, ფრენდების რიცხვი გაიზარდა 800-მდე, აქედან ალბათ 400ს არც ვიცნობ, ამიტომ ეს 400 სპეციალურ ქვეჯგუფში გავაერთიანე, რომ ჩემი 60-მდე ალბომი ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი არ ყოფილიყო. რა მაქვს დასამალი, მაგრამ მაინც, ხომ არ შეიძლება, მთელი შენი პირადი, სამსახურებრივი თუ საზოგადოებრივი(!) ცხოვრება 800+ ადამიანს ხელის გულზე დაუდო ![]()
ნელნელა ფეისბუქი იქცა ფორუმად, სადაც ფორუმ.გედან, ბლოგებიდან თუ მსოფლიო საინფორმაციო რესურსებიდან შემოტანილი დღეში ათასი ინფორმაცია იყრის თავს ათასობით კომენტარით.
ნელნელა ფეისბუქმა ჩაანაცვლა “ოდნოკლასნიკი.რუ” და მომრავლდა “ისევ მარტო ვარ”, “მოვიწყინე”, “ეს დღე არასდროს დამავიწყდებააააა” ტიპის სტატუსები და კომენტარები შესაბამისი სურათებით – გვერდული ჯდომა, დაბურცული ტუჩები, დიდი სათვალე და ცხვირთან მიტანილი ყვავილი.
ნელნელა ხალხი შეიპყრო ფრენდომანიამ, ყველა ყველას იმატებს, სულერთია, მდიდარი თუ ღარიბი, მტერი თუ მოყვარე, უფლისწული თუ მათხოვარი, ადამიანი თუ კომპანია, მთავარია უამრავი ფრენდი ჰყავდეს, რომ ფერმაში და ცხოველთა საზოგადოებაში (pet society) ბეევრი “ფული” იშოვოს, ან უბრალოდ თავისი გენიალური იდეები ბევრს “შეტენოს” და ბევრს “შეეტენოს”. ამ საყოველთაო “მეგობრობის” პირობებში კი აღარაფერია დახურული. აღარც სეთინგების ცვლა შველის და აღარც ქვეჯგუფების შექმნა.
ნელნელა ფეისბუქი ნაცნობობის, მეგობრობისა და მონატრების გამოხატვის რესურსიდან იქცა აგრესიის გამოვლენის ადგილად, ნებისმიერ თემაზე, იქნება ეს პოლიტიკა, რელიგია, კულტურა თუ სექსი.
აქ მთავარია გამოთქვა საკუთარი აზრი, თან გამოთქვა რაც შეიძლება მკვეთრად, აგრესიულად, რომ თავი დაამახსოვრო ყველას და “დაიმკვიდრო” ადგილი ცხოვრებაში თუ არა, ფეისბუქზე მაინც! (მერე რა, რომ შეიძლება რეალში შეხვედრისას, იმ ადამიანებს, ვისაც ასე “კომპეტენტურად” ლანძღავ, თვალიც ვერ გაუსწორო, მთავარია, შენი გაისწორო, ან ვინმე სხვას გაუსწორო, ვინც შენს კომენტარს წაიკითხავს).
აღარ მინდა მე ასეთი ფეისბუქი, რომელსაც მიაქვს ჩემი დროის და ჩემი ნერვების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც სასიამოვნო და სახალისო ინფორმაციის ნაცვლად ვიღაცის ბოღმას და აგრესიას მანთხევს თავზე, რომელიც მეგობრების შეძენა/შენარჩუნების ნაცვლად ადამიანებს ერთმანეთს გადაკიდებს და დააკარგინებს, რომელიც ისედაც ათად გაგლეჯილ და გვერდებჩამოგლეჯილ ქვეყანაში ერთიანობის ნაცვლად კიდევ მეტ პოლიტიკურ, ეთნიკურ თუ რელიგიურ შუღლს და კონფლიქტს დათესავს და მე ამას მშვიდად უნდა ვუყურო, ან მეც ჩავერთო და ცეცხლს ნავთი დავუმატო…
აღარ მიყვარს მე ასეთი ფეისბუქი! ![]()
ბოდიში, ჩემო მეგობრებო (და არა ფრენდებო), წაგიშალეთ ათასი საინტერესო ლინკი, 60 ალბომი და ალბათ 3000-მდე ფოტო tag-ებით და კომენტარებით, მე მაპატიეთ ![]()
ფუცკ ფაცებოოკ!
პ.ს. თქვენ იფიქრეთ, რომ ეს პოსტი ჩემი დიიდი პროტესტი იყო მარკ ცუკერბერგის მიერ შექმნილი უნიკალური სოციალური რესურსის და ქართული “საზოგადოების” მიმართ?
არადა მე უბრალოდ ჩემს მორიგ addiction-ს ვებრძვი ![]()






Pingback: Je m'appelle Eka » Blog Archive » მოგესალმებით ჩემი ბლოგის ნარჩენებიდან :((
ვაიმე, ეკატერინე ონიანი შენ ხარ?:-/ 60 ალბომზე გიცან :)))
lool
კი მარი, მე ვარ :D
კარგია რომ გნახე… თორე მომაკლდა ძაან შენი კომენტები პირწიგნაკზე…
ისე მაგარი გამბედავი ყოფილხარ… არა გამბედაობა რა შუაშია და მოკლედ რაღაც მაგდაგვარი…
ოთარ ამირანოვიჩ,
მეც მიხარია ბლოგზე რომ შემომიარე :))
შენი სტატუსები და ლინკები მეც მომაკლდა :)
გამბედავი და რაღაც მაგდაგვარი რას უკავშირდება, ვერ მივხვდი ოღონდ ;)
რას და შენნაირი აქტივისტკა, უცებ რომ მიატოვებს ყველაფერს (პირწიგნაკზე) ამდენ ნაშრომ კედელს და მოკლედ მთელ იმ ვირტუალურ აქტივს, ამას გამბედაობა უნდა….
მამენტ, ახლა შენ გვარიც გავითვალისწინე და…. :D
hi hi hi :P
hoooo.. ici ra memgoni sakutari tavis dziebashi xar, rac sheexeba’amas’ mosawyeni magram maic kargad iyo dawerili, saintereso weris manera gakvs.
საკუთარი თავის ძიება ნუ მოგვიშალოს ღმერთმა :))
ხო, გრძელ სიტყვას მოკლედ ვერაფრით ვამბობ და კიდე მიკვირს, ბოლომდე რომ ჩადიან :)
Pingback: 3 დღე ჟურნალისტის ტყავში, შემთხვევითობები და IWPR-ის საჩუქარი | Je m'appelle Eka
შენ გგონია, ამის წაკითხვის თავი მაქვს ახლა? :))
რადგან მოკლე შინაარსი ვიცი, პირდაპირ გეტყვი, რომ გეთანხმები :**
ბოლო რამდენიმე აბზაცია ის, რაც სავარაუდოდ მე და შენ გვაერთიანებს :)
მეც გეთანხმები :D
მადლობთ, ეკა, ამ ლინკსითვის. მეც ასეთი ვარ, ძალიან ვიცი ჩახვევა – დიდი ხნის წინ, 2 წლის განმავლობაში იმდენი ვქსოვე, რომ ყველა ჩემი ნათესავი, მეგობარი და ნცნობიც კი ჩემს ნაქსოვში დადიოდა. ისე მოვიყირჭე, რომ 20 წელი იქნება ჩხირები თვალით არ მინახავს :))
მართალი ხართ – ძალიან “დაიბოღმა” ქართული ფბ, ჯანი აღარაა. ესეც მოვალეობა ხომ არაა, ჰოდა, მორჩა კინო, აღარ მინდა
ნანა,
ეს წერილი, ჩემი, შარშანდელია და როგორ ვთქვა გამიხარდათქო, მაგრამ ვაღიარებ, მართლა ასე იყო, როცა ჩემი ერთ-ერთი ფბ-ფრენდის (ყველაზე აქტიურის) წერილი წავიკითხე:
http://kalmasoba.com/index.php?option=com_content&view=article&id=456
მგონი ნელნელა ვერკვევით.
იქნებ გადავაგოროთ და ნელნელა დავშოშმინდეთ სინამდვილეშიც და ფეისბუქზეც :)