Je m'appelle Eka..

September 7th, 2010 by Katiée

პროექტი არაფრისგან, რომელსაც თვით CNN აშუქებს

დღეს, Google.Chrome-ს გახსნისთანავე CNN-მა შემომანათა, რომელიც სხვა სიახლეებთან ერთად ერთი ახალი და საინტერესო პროექტის შესახებაც იუწყებოდა.

მოგეხსენებათ, ყოველწუთიერად Youtube-ზე საშუალოდ 24 საათის ხანგრძლივობის ვიდეო იტვირთება, თუმცა, ყველა მათგანს არ აქვს ბედნიერება გახდეს მსოფლიო ჰიტი, ისე, როგორც Charlie bit me ან David after dentist. არის ჩანაწერები, რომლებსაც კვირებისა და თვეების მანძილზე საერთოდ არავინ ნახულობს.

მაიკ ჰუდაკმა სწორედ ასეთი ვიდეოები ამოარჩია და თავის ბლოგზე – Zero Views გადაპოსტა. CNN-მა კი არ დააყოვნა და ეს საინტერესო ბლოგი მსოფლიოს გააცნო.

სულ რამდენიმე საათში ვიდეობის რეიტინგი საოცრად გაიზარდა. აი, ჩემი ფავორიტი კლიპი, რომლის ნულოვანმა რეიტინგმა 2 სექტემბრიდან დღემდე თითქმის 10,000-ს მიაღწია:

ესეც იუთუბის Top100 ვიდეოს ნაკრები მათთვის, ვინც იუთუბისტი ჯერ არ გამხდარა

მორალი:
იყავით კრეატიული! აი, ასე იქმნება წარმატებული პროექტები არაფრისგან


Fatal error: Uncaught Exception: 12: REST API is deprecated for versions v2.1 and higher (12) thrown in /home/katieege/domains/katiee.ge/public_html/wp-content/plugins/seo-facebook-comments/facebook/base_facebook.php on line 1273